შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველომ ესპანეთთან 0:7 წააგო და ვალიადოლიდში მათი იმედი ნაკლებად მაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა ტურში, შოტლანდიას უმასპინძლებს. მომავალი მატჩის წინ მეტოქე გუნდის მწვრთნელმა სტივ კლარკმა ისაუბრა.

"ორი შეხვედრა დაგვრჩა, გასვლაზე საქართველოსთან და სახლში ნორვეგიასთან. შესარჩევი ტურნირი უკვე დავძლიეთ, ამიტომ ეს თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. ვფიქრობ, პირველი ადგილის დაკავება რთულია. ძნელი წარმოსადგენია, ესპანეთმა უკანასკნელ ორ ტურში კვიპროსთან და საქართველოსთან ქულები დაკარგოს. საქართველომ საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 0:7 წააგო. ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, ვალიადოლიდში ქულა მოიპოვონ. ამის იმედი ნაკლებად მაქვს, თუმცა დასკვნების წინასწარ გამოტანას ნუ ვიჩქარებთ, ვნახოთ.

მართალი გითხრათ, მეგონა,
ბოლო ორი მატჩი გადამწყვეტი იქნებოდა, მაგრამ ბიჭების  სასახელოდ უნდა ითქვას, ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად ამისა, სტანდარტების და თამასის აწევაზე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ. კვირა საღამოს ორი დღით თურქეთში გავემგზავრებით და თბილ ამინდში მოვემზადებით. ეს აგრეთვე თბილისში ხანგრძლივ მგზავრობას შეგვიმცირებს. თურქეთში საუკეთესო სასტუმროში დავბინავდებით, სადაც ადგილები ადრევე დავჯავშნეთ.

ერთადერთი ის მაღელვებს, რომ ზედიზედ სამჯერ დავმარცხდით. რეაბილიტაციის პირველი შანსი საქართველოსთან გვექნება. ესაა მიზანი. ტურნირის პოზიტიურ ნოტზე დასრულებაა საჭირო. დარჩენილ ორ დაპირისპირებაში გამარჯვება შესანიშნავი იქნება", - ციტირებს კლარკს Daily record-ი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
მე-4 მარცხი თბილისში გელოდებათ, აქ ჯერ სულ მარცხები გიწერიათ
ლაშა
17:45 11-11-2023
0
აქ ეხლა ბევრი უაზრო კომენტარებით ტინგიცობს. შოტლანდიას ბოინგითაც ვერ დავეწევით ისეთ ფეხბურთს თამაშობს ბოლო 2 წელია. წყალწაღებული ნაკრები იყო 2 წლის წინ ყველა უბაგუნებდა. მოვიდა აგერ კაცი და ეხლა ვარსკლავებს ეთამაშებიან ისეთი გუნდი დააყენა. ეს შოტლანდიელების სინტკიცეზე და ბრძოლისუნარინობის შედეგი უფროა ვიდრე მწვრთნელის. ჩვენნაირად კი არ არიან მარტო ხინკალზე და ლუდზე მოფიქრალნი. იბრძოლა გუნდმა და გავიდა კიდევაც. რატომ არ უნდა იბლატაოს ამათმა მწვრთნელმა. ღმერთმა გაუმარჯოთ!!! ჩვენ კიდევ პადიეზდის დონის ნაკრებებთან ვართ ზატო მაგრები. მიქაუტაძემ 4 გოლი გაიტანაო კაცო და ეხლაო აიაქსი სულ ძირითადში დააყენებსო. აი ასეთი ყლ....ის რომ გჯერათ იმიტომაც გვაქვს ფეხბურთში კარგად საქმე. სულ ქინძზე კიდიათ იქ მიქაუტაძეა თუ ჟორჟია ვერ ხედავთ? აგერ მოვა მარტიც უცებ და ვნახავთ საცოდაობებს!@!!
Edinio
10:54 11-11-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული