"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე

AutoSharing Option
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები გიორგი დემეტრაძე და გიორგი ლომაია გახლდნენ, რომლებმაც საინტერესო თემებზე ისაუბრეს.

როგორც "ჯვაროსანთა" ყოფილმა ფორვარდმა აღნიშნა, ვილი სანიოლის მუშაობას დადებითად შეაფასებს, მაგრამ ის შანსს გიორგი არაბიძესაც მისცემდა.

"სანიოლის მუშაობა ჩემი აზრით დადებითია. პლეი-ოფში ვართ და ნახევარფინალში დიდი ალბათობით, ლუქსემბურგს ვეთამაშებით.

იმედია, გავალთ და ფინალიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. არ მინდა მწვრთნელის კომპეტენციაში შევიჭრა, მაგრამ მე მაგალითად გიორგი არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 32 /
დემეტრაძის აზრი არ გაიშვა. ცირკაჩ.
კოსტა
06:21 21-12-2023
4
რატომ ხართ ზოგიერთი ესეთი აგრესიული? მე სხვაგვარი ფეხბურთი მომწონს. იყო შარშან პესეჟეში მესი, ნეიმარი, მბაპე. სხვებს აღარ ჩამოვთვლი. ლიგა მაინც ვერ მოიგეს. ანუ მოსაგებად სხვა რამეა საჭირო, კოლექტივიზმი, ერთობა, ურთიერთდაზღვევა, სწრაფი გადაწყვეტილება. შედეგზე ორიენტირებულ გუნდი სხვაგვარად თამაშობს. საქართველოს თუ უნდა შედეგი, უნდა მოახდინოს ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთის თამაში. გაიხსენეთ 21-წლიანები, საკმაოდ პრაქტიკულად ითამაშეს, მიუხედავად დავითაშვილის შედევრისა ეს გუნდური ფეხბურთი იყო. რასაც კვარას ასწავლიდა სპალეტი და გახადა იტალიის საუკეთესო. მე სადმე გავლანძღე არაბიძე? მე ვთვლი რომ თამაშობს გუშინდელ ფეხბურთს. რა გინდათ? არ მაქვს უფლება? აუცილებლად პედერაციის კაცი ვარ და ლგბტ? რა უფლებით მიკრძალავ აზრის გამოთქმას? შენ შენი თქვი, მე ჩემსას ვამბობ.
პ.ს. ბევრი არ მომწონს ნაკრებში. თუ საჭირო იქნება იმათზეც ვიტყვი ჩემ აზრს, თუ არ მოგწონთ "მწარეს" კომენტი გამოტოვეთ, არ წაიკითხოთ. დამთავრდა!!!
მწარე
12:57 13-11-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული