შედგება ყაზახების გმირობა? - ასეთ შემთხვევაში თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქედ აზერბაიჯანს ვიხილავთ...

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ოფიციალურად გაირკვევა. დღევანდელი მოცემულობით, თბილისს ლუქსემბურგი უნდა ეწვიოს, საბერძნეთი კი ყაზახეთს დაუპირისპირდეს, თუმცა, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.

მოგეხსენებათ, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ნაკრებების ჯგუფიდან პირდაპირ გასვლა უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა და ამაზე შეჩერება ალბათ აღარც ღირს, მაგრამ ყაზახები პრაქტიკულად თავის თავზე არიან დამოკიდებულნი და ევროპირველობაზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

მოგამედ ადიევის გაწვრთნილებმა ხვალ სახლში სან-მარინოს უნდა მოუგონ, რაც დაგვეთანხმებით, რომ ალბათ ადვილად მისაღწევი იქნება, სლოვენიამ კი გასვლაზე დანიაში ვერ იმარჯვოს, რაც ასევე მოსალოდნელია.  ამ ჯგუფში ახლა
დანიასა და სლოვენიას 19 ქულა აქვთ, ყაზახებს კი - 15.

ყაზახები ბოლო ტურში გასვლაზე ლიუბლიანაში სლოვენიასთან ითამაშებენ და თუ მოიგებენ, ევროპის ჩემპიონატზეც სწორედ ისინი გავლენ.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ყაზახებმა მსგავსი გმირობა შემოგვთავაზეს, თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში არა ლუქსემბურგს, არამედ აზერბაიჯანს ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 19 /
თუ გასვლა გვინდა და შნო გვაქვს ვინც არ უნდა იყოს ყველას უნდა მოუგონ ჩვენმა ბიჭებმა. აბა მაშინ იქ რა გვინდა ან ამ შეჯიბრებაში რატომ ვღებულობთ მონაწილეობას.
მარჩიელობა არ არის საჭირო
მამუკა
16 ნოემბერი 2023 15:44
2
ყოჩაღ ყახაზებს!სხვა რა უნდა ვთქვათ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
16 ნოემბერი 2023 14:53
1
ჩვენ ევროზე მაშინ თუ გავალთ თუ არავინ შეგვხვდება
las
16 ნოემბერი 2023 14:52
2
ან საქართველოში უნდა ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი
მამუკა
16 ნოემბერი 2023 18:26
1
:)
ადამიანი
16 ნოემბერი 2023 15:37
0

სიახლეები პოპულარული