შედგება ყაზახების გმირობა? - ასეთ შემთხვევაში თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქედ აზერბაიჯანს ვიხილავთ...

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ოფიციალურად გაირკვევა. დღევანდელი მოცემულობით, თბილისს ლუქსემბურგი უნდა ეწვიოს, საბერძნეთი კი ყაზახეთს დაუპირისპირდეს, თუმცა, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.

მოგეხსენებათ, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ნაკრებების ჯგუფიდან პირდაპირ გასვლა უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა და ამაზე შეჩერება ალბათ აღარც ღირს, მაგრამ ყაზახები პრაქტიკულად თავის თავზე არიან დამოკიდებულნი და ევროპირველობაზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

მოგამედ ადიევის გაწვრთნილებმა ხვალ სახლში სან-მარინოს უნდა მოუგონ, რაც დაგვეთანხმებით, რომ ალბათ ადვილად მისაღწევი იქნება, სლოვენიამ კი გასვლაზე დანიაში ვერ იმარჯვოს, რაც ასევე მოსალოდნელია.  ამ ჯგუფში ახლა
დანიასა და სლოვენიას 19 ქულა აქვთ, ყაზახებს კი - 15.

ყაზახები ბოლო ტურში გასვლაზე ლიუბლიანაში სლოვენიასთან ითამაშებენ და თუ მოიგებენ, ევროპის ჩემპიონატზეც სწორედ ისინი გავლენ.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ყაზახებმა მსგავსი გმირობა შემოგვთავაზეს, თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში არა ლუქსემბურგს, არამედ აზერბაიჯანს ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 19 /
თუ გასვლა გვინდა და შნო გვაქვს ვინც არ უნდა იყოს ყველას უნდა მოუგონ ჩვენმა ბიჭებმა. აბა მაშინ იქ რა გვინდა ან ამ შეჯიბრებაში რატომ ვღებულობთ მონაწილეობას.
მარჩიელობა არ არის საჭირო
მამუკა
16 ნოემბერი 2023 15:44
2
ჩვენ ევროზე მაშინ თუ გავალთ თუ არავინ შეგვხვდება
las
16 ნოემბერი 2023 14:52
2
ან საქართველოში უნდა ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი
მამუკა
16 ნოემბერი 2023 18:26
1
:)
ადამიანი
16 ნოემბერი 2023 15:37
0
ვერაფრით ვერ ვხსნი ყაზახეთის ნაკრების ასეთ პროგრესს,გახსოვთ ის ყაზახეთის ნაკრები ჩვენ რო დავამარცხეთ?!არადა ჩვენ კვარაცხელია,მამარდაშვილი გვყავს!!!!მოკლედ ყველას ქვეყანას აქვს წინსვლა ჩვენს გარდა,ჩვენ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით!!!!!
გიორგი
16 ნოემბერი 2023 16:45
1
და არა მარტო ფეხბურთში--ყველაფერში.
გიო
16 ნოემბერი 2023 20:33
1
ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ფეხბურთის სტადიონს ვერ გაანათებს? დიდ ფეხბურთს დიდი ფული უნდა, ეს ჭიდობა კი არაა ხეირიანი საწვრთნელი ბაზის გარეშეც, რომ წარმატებულები ვართ, ეს იმიტომ რომ ქართველ კაცს ჭიდაობა და პირველობა გენში აქვს. ფეხბურთი კი არა, ამიტომ საჭიროა დიდ ფული და დაინტერესება. სადაა ისეთი პირველობა მსოფლიოში საქართველოს გარდა, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელს 3000 დოლარს რომ უხდიან?
ჟორა გაბრიჭიძე
17 ნოემბერი 2023 11:50
0
გაოცებული ვარ ყაზახების მიღწევით ესაა გუნდი რომელიც დარბის ანუ მეტი არაფერი და შედეგი მოიტანა ,,, თურემე ,,სირბილმა გაიგეთ ქართველო ფეხბურთელებო.?
ტიო
16 ნოემბერი 2023 18:21
1
რომელი გუნდიც არ უნდა შეგვხვდეს არც ერთი არაა გადაულახავი ბარიერი .
გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2023 18:34
2
ყოჩაღ ყახაზებს!სხვა რა უნდა ვთქვათ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
16 ნოემბერი 2023 14:53
1
ერთხელ ქართული ჭიდაობის ლეგენდას ლევან თედიაშვილს კორესპოდენტი ეკითხება, წილისყრას რა მნიშვნელობა აქვს შეჯიბრების დროსო, თუ ჩემპიონობა გინდა არაფერიო, უპასუხა ლეგენდამ, რა მნიშვნელობა აქვს ვის როდის მოუგებო. ამიტომ ამ მარჩიელობას თავი უნდა გავანებოთ და ჩვენი მიზანი ევროპაზე ღირსეულად გამოსვლა უნდა იყოს და არა როგორმე იქ მოხვედრა.
ჟორა გაბრიჭიძე
16 ნოემბერი 2023 18:01
1
ლევანისთვის,მართლაც არ ჰქონდა მნიშვნელობა.ისეთი უპირატესობა ჰქონდა ნებისნიერზე,რომ ძიუდოშიც ვერავინ დაჩაგრავდა,იაპონელების ჩათვლით.ტყუილად კი არ გაიმარჯვა სამბოშიც,მსოფლიოს თასზე.თანაც ყოველგვარი მომზადების გარეშე.ქართული ჭიდაობის მისეული უზადო ტექნიკა,ჭიდაობის ყველა ნაირსახეობას ეყოფოდა!
სოსო
16 ნოემბერი 2023 19:18
0
რა დრო დადგა, რომ ლუქსემბურგის გვეშინია!
giorgi 3
16 ნოემბერი 2023 17:19
1
ვინც არ უნდა შეგხვდეს მონღოლეთის და ტიბეტის (სადაც ფეხბურთს არ თამაშობენ) ჩათვლით საქართე;ოს ნაკრებისთვის ყველა საშიშია!!!
irakli
16 ნოემბერი 2023 20:56
2
ყაზახეთის ნაკრებისაც რომ შეგშურდება კაცს!!!!
სოსო
16 ნოემბერი 2023 17:10
1

სიახლეები პოპულარული