პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე შოტლანდიას 1:0 ამარცხებს.

პირთამდე სავსე სტადიონზე მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. მეთხუთმეტე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიამ მეურვეს დაასწრო და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მომენტი ჰქონდა: შენგელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მიქაუტაძემ კი მიზანს ვერ უწია. მეტოქეს ხვიჩას შეჩერება უჭირდა და ორმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. შოტლანდიელებს ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ რეალური მომენტი არ ჰქონდათ და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

თბილისი. „დინამო
არენა“

საქართველო - შოტლანდია
გოლი: კვარაცხელია (15)

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი, შენგელია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამხანაგურების ლომები!
vava
22:05 16-11-2023
9
ყველაზე დიდი სირცხვილი ნაკრების არის მამარდაშვილი რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ძალიან საეჭვო გოლებს უშვებს
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული