ვილი სანიოლი: იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, გაუჭირდათ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ასეთი ინტენსიური ტემპის გაძლება გაუჭირდათ. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, დღეს საფრანგეთთან ერთად ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წარმატება ვუსურვე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ და საერთო დონე გაიზარდა. შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და დღეს პირველ ტაიმში, რაც თავდაჯერებისთვის კარგია.
თუმცა საქართველო ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

რთული ჯგუფი იყო. როცა კვიპროსს ვუგებთ, ეს ნორმალურად ითვლება, მაგრამ როცა ესპანეთთან ვაგებთ, მიზეზის ახსნას გვთხოვენ. ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მომავლისთვის ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ".

რატი შელეგია - ვალიადოლიდიდან

მკითხველის კომენტარები / 58 /
ვილი რას ერჩი მექვაბიშვილს.ტაილანდთან კი ბატონო, მაგრამ ესპანეთთან კაცო?
ქომაგი
20 ნოემბერი 2023 03:33
0
სუსტია სანიოლი რაც ვნახე არანაირი ლოგიკაა არააქ გუნდს კომბინაცია არაა ვზივართ დაცვაში ინდ კვარაზე ვართ ასე არ გამოვა
giorgi
20 ნოემბერი 2023 12:48
3
ვაისი ჩაკვეტაძემ გაიყვანა ერთა ლიგაში, სანიოლი კვარაცხელიამ! აი როგორც კი არ აღმოჩნდა ერთიც და მეორეც ვაისიც განულდა როგორც მწვრთნელი და სანიოლი ხომ ნულია, რად უნდა განულება! დაველოდოთ როდის მორჩება ფულის კეთებას ფედერაცია და მერე მივაღწევთ ალბათ ლუქსემბურგის დონეს მაინც!
მწვრთნელი
20 ნოემბერი 2023 11:25
7
მასე მესიმ გახადა მთელი არგენტინა ჩემპიონი.
Semi
20 ნოემბერი 2023 11:55
6
თამაშები ვაისს ჩაკვემ მოაგებინა და სანიოლს ხვიჩამო რომ ამბობ და თვითონ მწვრთნელად არ ვარგიანო, ფეხბურთელები თუ არ ეყოლა რომელი მწვრთნელი მოაგებინებს გუნდს? მაშინ გვარდიოლა მოვიწვიოთ და აქ კომენტარის დამწერებმა ვითამაშოძთ ნაკრებში.
კომენტარების მწერალ მწვრთნელს
20 ნოემბერი 2023 17:26
2
აქ ვინც წერთ, ფეხბურთელები არ გვყავს საჭოო დონისო მართლა მინდა მიპასუხოთ ყაზახეთს,მოლდოვას და კიდევ ბარე ორს, ვისაც ჩვენზე საგრძნობლად სუსტი შემადგენლობა ყავს, უკეთესი შედეგი რატომ აქვთ? ამ შემადგენლობით რომ გაცილებით უკეთესი თამაშის ჩვენება შეიძლება მართლა ვერ ხედავთ? ერთი დამუშავებული კომბინაცია დაინახეთ ვინმემ მთელი ამ ციკლის მანძილზე ან კუთხურისას, ან ჯარიმისას ან ბურთის ამოტანისას? თუ რამე კეთდებოდა ისევ ინდივიდუალურად და არა გუნდურად. გუშინდელ თამაშზე არ ვამბობ მაინცადამაინც. გიჟ ფორმაში მყოფი ესპანეთი მაჩვენებელი არ არის, მაგათთან ჩვენ კი არა ვისაც გინდა იმას გაუჭირდება. მაგრამ არც შოტლანდია არც ნორვეგია არ იყორაღაც დაუძლეველი მართლა კარგი მწვრთნელის ხელში.ხოდა რა გახდა ეს მართლა კარგი მწვრთნელი? ჯერ ვაისი, ახლა სანიოლი - სად აჩვენა ან ერთმა ან მეორემ სერიოზული შედეგი რომ ნაკრები ჩააბარეს? კარგი ვაისს კიდევ რაღაც შედეგი ქონდა ერთხელ დიდი ხნის წინ, სანიოლი კო სად იპოვეს? ვინ გაუწვრთნია საერთოდ, რა შედეგი ქონია ერთი მაინც, საკყთარ ნაკრებს პატივს თვითონ თუ არ სცემ და პრაქტიკის მისაღებ ობიექტად აქცევ ადამიანისათვის რომელსაც ოცი წელ არანირი შეხება არ ქონია სამწვრთნელო საქმესთან და იმ ოცი წლის წინაცდადებითი შედეგი არსად უჩვენებია, რაზეა ლაპარაკი საერთოდ...
არტ
20 ნოემბერი 2023 09:38
0
მერე შე მამაცხონებულო ის ბოლო წუთზე გაკეთებული ორი შეცვლა 30 წუთით ადრე გაგეკეთებინა ხო ჯობდა? ვინ გიშლიდა?
ნიკოლოზი
20 ნოემბერი 2023 09:23
0
ფაქტიურად 1 ტაიმი 10 კაცით ვითამაშეთ მიქაუტაძე საერტოდ არ დარბის თითქო არც იყო მოედანზე ესეთი არაფერი მინახია ანტი ფეხბურთია ნამდვილი და საერთოდ რომ არ გამიძახონ და მაგის ადგილზე ნებისმიერი დააყენონ არაფერი დაშავდება
სიმართლე
20 ნოემბერი 2023 08:27
1
ჩემი აზრით აზაროვი დაცვაში არ უნდა ათამაშო, არ არის საიმედო მცველი, კვარა თუ ფორვარდად გამოყავს მიქაუტაძე იკარგება როგორც აიაქსში ვერ გებულობს სად უნდა იდგეს და ფაქტიურად დახეტიალობს უაზროდ, თუ მომავლის ნაკრებს ვაშენებთ არ ჯობდა დაცვის ცენტრში ცოტა დრო მისცემოდა გელაშვილს, საზონოვს?... და კიდევ არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ 89 წუთზე 2 ცვლილება რას ნიშნავს +1 თამაში ჩაეწერათ და ეგაა?
Givi
20 ნოემბერი 2023 11:58
1
პოლიტიკის რა გითხრა, მაგრამ საფეხბურთო გათვლებზე და მონახაზებზე 99%-ით ვეთანხმები "იასონას უდარი"-ს. კახა ცხადაძის გარდა ამ საუკუნეში არცერთ ჩვენს მწვრთნელს არ ჰქონია შეტევაში დახაზული კომბინაციები. 2-3 თვეში მან ისე გააძლიერა ნაკრები, რომ ევროპის გრანდებს გასვლაზეც კი თანაბრად ეთამაშებოდა (გერმანია ბევრ კომპონენტში დაჯაბნა კიდეც). რაც შეეხება ფეხბურთელების დონეს - ყაზახეთს, მოლდოვას, ლუქსემბურგს, უნგრეთს, ალბანეთს, აზერბაიჯანს... ჩვენთან შედარებით დაბალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ და ჩვენზე ბევრად მეტს მიაღწიეს. არ ნიშნავს ეს, რომ სანიოლი გასაშვებია? ძნელი მისახვედრია?! იმას კი ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ ბლოკავთ ჩემს კომენტარებს.
ზურა
20 ნოემბერი 2023 10:41
1
Zura me getyvi rato blokaven shens komentarebs;; tyuilebs wer da imitom..ra germanias vajobet, romel grandebtan vitamashet tol-sworad?? Cxadadzis dros polonetma tbilishi ro 4-0 gadagviara egaa tol-sworad tamashii?? Eg cxadadze mis mere albat 5-ze meti gundidan gamoagdes cudi shedegebis gamo da magari ro yofiliyo sadgacas ragacas miagwevda,,tan cxadadze rogorc maxsovs sakutar qveyanas evachreboda xelfasze da cocxali tavit ar daiklo da ar moawera xeli im kontraqts rasac federacia stavazobda da imitomac moxda misi chanacvleba vaisit..ise sxvatashoris mere cxadadze romeligaca klubshi danishnes da xelfasi imis naxevaric ar qonda rasac sakutar qveyanas stxovda ufro sworad igebda aq mag xelfass droze roar gaegdot eg unamuso
Gel-100
20 ნოემბერი 2023 11:26
2
უკლებლივ ყველა მწვრთნელს ჰქონდა მსგავსი ფრაზა: ,,ამ შესარჩევს მოსამზადებლად გამოვიყენებთ,, ბოლოს ისევ ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს აბრალებენ და ისე მიდიან ნაკრებიდან
რუსთავი
20 ნოემბერი 2023 10:17
1
სიმართლე ის არის, რომ 2022-2023წელს ნაკრებმა ითამაშა ყველაზე თანამედროვე ფეხბურთი როგორც ფიზმომზადებით ისე ტაქტიკურად ბოლო 30 წლის განმავლობაში.ასეთი ფეხბურთი არველაძის თაობასთან არ უთამაშია.შედეგიც ასე თუ ისე დადეს.
და ნუ გადააყოლებთ სანიოლს ესპანეთთან 7-1 ს. უფრო უარესებიც მოსვლია ჩვენს ნაკრებს.
ლაშა
20 ნოემბერი 2023 09:02
20
რა შედეგი დადეს?ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი როგორც ყოველთის.რა ფიზიკურ გამძლეობაზეა საუბარი გუნდი 60 წუთის მერე ჩერდება და ფეხბურთს ვერ თამაშობს.
თემო
20 ნოემბერი 2023 10:01
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული