კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის ბოლოს მსაჯთან საუბრის გამო გაფრთხილება მიიღო. უკვე დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე ეს "კვარას" მესამე ყვითელი ბარათი იყო, რაც უეფას წესების თანახმად, შემდეგი თამაშის გამოტოვებას ნიშნავს. ხვიჩა "ერთა ლიგიდან" მიღებულ ნახევარფინალს გამოტოვებს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

რადგანაც შესარჩევში მეტი შეხვედრა არ გვაქვს, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის კი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი-ოფი არ ინიშნება, უმრავლესობამ ჩათვალა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერს "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ პლეი-ოფში ნახევარფინალის გამოტოვება არ ემუქრებოდა. გარკვეული დებულებები ორაზროვნად აღიქმება და ეჭვის საბაბს ეს იძლევა. მაგალითად,
"ერთა ლიგა" დასრულდა, პლეი-ოფი კი, სადაც თამაშის საშუალება გვაქვს, ევროპის ჩემპიონატისაა და არა "ერთა ლიგის", შესაბამისად, შიში იმისა, რომ დისკვალიფიკაცია აქაც იმოქმედებს, გულშემატკივრებში გაიზარდა.

შეგახსენებთ, "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეი-ოფის პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ლუქსემბურგის ნაკრებს (აზერბაიჯანთან შეხვედრის შანსებიც არსებობს) 2024 წლის მარტში, თბილისში დავუპირისპირდებით.

მკითხველის კომენტარები / 99 /
კომენტარი*
ხვიჩა დიდ ფეხბურთელს თავმდაბლობა უხდება, ხომ გაეხარდა მესიმ ხელი რომ ჩამოართვა, ხო და მიბაძე მას. ფეხბურთელები უნდა გააფრთხილოს ტრენერმა!, ის კი ფედერაციამ! ლიხტენშტეინი და ყაზახეთის ნაკრები ჩვენზე არანაკლები გუნდების, ნახეთ რამდენი ქულები დააგროვეს.

ს.მ
22:01 21-11-2023
1
ხვიჩა კარგი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა,მაგრამ უიმისოდ ლიხტენშტეინთან,ლუქსემბურგთან,ანდორასთან და თუნდაც ყაზახეთთან თამაში თუ გვეშინია,იქნებ სულაც ჯობდეს არ გავიდეთ ფინალურ ეტაპზე.წინასწარ არ ღირს ყურების ჩამოყრა.მაგაზე მარტში ვილაპარაკოთ რა და როგორ მოხდება
ჯელა
11:46 21-11-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული