სანიოლი: პლეი-ოფში გამარჯვების გარდა, სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს

AutoSharing Option
ნიონში ჩატარებულ კენჭისყრაზე ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის მასპინძელი გაირკვა - თუ საქართველომ ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგს სძლია, გადამწყვეტ შეხვედრასაც სახლში გამართავს. წილისყრას "ჯვაროსნების" მწვრთნელი ვილი სანიოლი და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი დაესწრნენ, რომლებმაც კომენტარი nakrebi.ge-სთან გააკეთეს.

ვილი სანიოლი: "ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

10-15 წლის წინ ლუქსემბურგი, საფეხბურთო თვალსაზრისით,
დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა ლუქსემბურგის ნაკრები გერმანიის და იტალიის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, რთული თამაში გველის, თუმცა, ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა, სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს".

ალექსანდრე იაშვილი: "საკუთარ მოედანზე თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგაზე სწორედ ამაზე ვიყავით კონცენტრირებული, რათა მოგვეგო მაქსიმალურად ყველა თამაში და ეს უპირატესობა მოგვეპოვებინა ნახევარფინალში.

ლუქსემბურგი ძლიერი გუნდია, კარგად ითამაშა შესარჩევი ციკლი. მნიშვნელოვანია ჩვენი გულშემატკივრის ენერგია და მჯერა ჩვენი გუნდის, ჩვენი ბიჭების. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ ნახევარფინალში და მოვიპოვოთ ფინალში თამაშის უფლება, რომელიც ასევე საქართველოში გაიმართება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივართან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავიხდინოთ ოცნება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია".

მკითხველის კომენტარები / 20 /
იმ კაცმა იყიდება საქართველოო მაშინ დაწერა როცა ე.წ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. . კიდე იცით რა თქვა იმ ლექსში?!. . . იყიდება ყველაფერიოოოოო. . . კიდევ იცით რა თქვა?. . . ყიდის ყველაოოოოო. . . აბსოლუტურად ყველაოოოოო. . .აი დღეს რომ გაჰყვირიან პუტინ ხუილოს იმათ გასაგონად ვამბობ. . . .იყიდებაო გესმით. . . და თუ ვინმეს ჰგონია რომ გამყიდველი კლიენტს ან ეროვნული ან პოლიტიკური გენდერული თუ სხვა ორიენტაციის მიხედვით ანსხვავებს ძალიან ცდება. . .გამყიდველი გამყიდველია და სულ კიდია ვინ იყიდის. . . დღეს ჩადით კახეთში ლარით მეტი მიეცით გლეხს,ხაზს შეგნებულად ვუსვამ ლარით მეტი მიეცით და თუნდაც იცოდეს რომ ცოლშვილს გაუწყვიტავთ,მაინც თქვენ მოგცემთ და არა მეზობელს. . . ანალოგიურად ყველა კუთხეში. . . თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს იმას უბრალოდ აქრობენ,მორჩა და გათავდა. . . ესაა ნამდვილი დასავლური დემოკრატიული სტანდარტი. . . "ძაღლიშვილია მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილი",ხომ არ გეცნობათ ეს გამოთქმა და ავტორი?!. . . ან ის რომ ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მეგობრები,მას აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები!!!. . . ხო აი ეხლა საინტერესო ,ეს სიტყვები პრავდება აუცილებლად და ამ სიტყვების საპასუხო სვლა - რუსეთს ჰყავს ორი მეგობარი,ეს არის მისი არმია და ფლოტი ,უკვე ველიკოდერჟავული იმპერიალიზმია ხომ?!. . .სანამ ეგრე იაზროვნებთ მანამ გუნდიც ეგეთი გეყოლებათ და ირაკლი ალადაშვილის დახატულ ვირტუალურ ბრძოლის ველზე იცხოვრებთ. . .
ნაპოლეონი
23 ნოემბერი 2023 20:41
9
შეთამხმებული ამბავია, წინასწარ განზრახ მიღებული 2 ბარათი, საერთოდ არასაჭირო მომენტში, ავტომატურად გამოტოვება და შემდეგ უფრო ამრტივია იმის ახსნა რომ მოძლიერებულ ლუქსემბურგთან დავმაცხდით იმიტორმ რომ ხვიჩა აი იყოო, აი ანხეთ თუ 21 მარტს ეს თუ არ მოხდება, სამაფგიეროდ ფედერაცია იშოვის დიდი ფულს...
სიმართლე
24 ნოემბერი 2023 15:35
4
უკაცრავად და ისიც დაწერეთ რითი იშოვის დიდ ფულს? ლუქსემბურგი იყიდის თამაშს? თუ ჩვენ წაგებაზე დადებენ:)))
Vito
24 ნოემბერი 2023 17:53
0
გუშინდელი წილისყრის ფორმულირება: ჩვენი ნახევარფინალის გამარჯვებული ფინალს სახლში ითამაშებს.
ლუქსემბურგს მიათრევს UEFA, რომ გვესმოდეს კარგად.
ქ. გ.
24 ნოემბერი 2023 04:02
1
ვაი მართლა რა დონეზე ვართ.... ლუქსემბურგის სიძლიერეზე წუწუნებენ,და ევროზე გვინდა გასვლა... თუ რამე ამბიცია გვაქვს და რამის მიღწევას გეგმავენ ნაკრებში,ეს ლუქსემბურგი საერთოდ უპრობლემოდ უნდა გაიარონ ხვიჩას გარეშეც, მითუმეტეს სახლში... თორემ ევროზე არაფერი გვესაქმება ისე
დავითი...
24 ნოემბერი 2023 19:23
0
რუსები რუსეთიდან გარბიან. ღრუზინმა შვილი მოსკოვის ლოკომოტივში წაიყვანა.
ბოსკამპის "mentalitet debil"-ის ინტერვიუ
https://youtu.be/ptFRxDG7bA0?si=oaIO7Q3e05ZtQn5n
ქ. გ.
24 ნოემბერი 2023 10:18
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული