"ბოდიში, ჩემი შეცდომაა, თავს ამის გამო საშინლად ვგრძნობ... ესპანეთთან თამაშამდე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ...- სანიოლი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული 3 ყვითელი ბარათის გამო, "ნაპოლის" შემტევი "ჯვაროსნებს" ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ლუქსემბურგთან მატჩში ვერ დაეხმარება.

"მინდა, ფანებს ამ შეცდომის გამო, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ, ბოდიში მოვუხადო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ ყველა ბარათი გაუქმდებოდა და ეს ფეხბურთელებსაც ვუთხარი. სამწუხაროდ, რეგლამენტისთვის არ გადამიხედია", - აქვეყნებს სანიოლის სიტყვებს tuttomercatoweb.

altსანიოლი: პლეი-ოფში გამარჯვების გარდა, სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს

მკითხველის კომენტარები / 53 /
შეთამხმებული ამბავია, წინასწარ განზრახ მიღებული 2 ბარათი, საერთოდ არასაჭირო მომენტში, ავტომატურად გამოტოვება და შემდეგ უფრო მარტივია იმის ახსნა რომ მოძლიერებულ ლუქსემბურგთან დავმარცხდით იმიტომ რომ ხვიჩა აი იყოო, აი ნახეთ თუ 21 მარტს ეს არ მოხდება, სამაგიეროდ ფედერაცია იშოვის დიდი ფულს... მოკლედ მივყვეთ ფაქტებს. ბოლო 2 მატჩია დარჩენილი ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს შედეგს, ჯერ ის რომ საერთოდ ათამაშებ წამყვან ფეხბურთელებს (განსაკუთრებით მათ ვისაც 2 ყვითელი აქვს) ეს ძალიან დიდი შეცდომაა, მეორეც დააკვირდით ხვიცას მოპქმედებას, აქამდე ასეტი გაცხარებული და მსაჯებთან მოჩხუბარი ხვიჩა მე არ მახსოვს, საერთოდ არაფერ შუაში იყო არცერთ მომენტში თვითონ, რიც გამოც მიიღო ყვითელი ბარათები, კარი რომ გადაერჩინა გოლისაგან ან სახიფათო შეტევა ჩაეშალა კიდევ გააპრავებდი ამ ბარათებს, არაფერი საერთოდ ასეთი, უბრალოდ ძალიტ განზრახ რომ მიიღებ ამის განცდას ტოვებს. აქედან დასკვნა ფედერაცია+სამწვრთნელო შტაბი+ხვიჩა(სამწუხაროდ გუნდის 60-70%-ია) ერთად შემუშავებული გეგმაა. ფედერაცია იშოვის კარგ ფულს, რომელსაც ლუქსემბურგი გადაუხდის... ასე დასრულდა ჩვენი ევრო 2024-ის ოცნება. ნეტავ ვცდებოდე!!!
bebe
15:42 24-11-2023
61
ვინმეს გჯერათ, რომ არაფრის მომცემ თამაშში კვარაცხელია მთელი მატჩის განმავლობაში უმიზეზოდ ეკამათებოდა მსაჯს, რა გვჭირს ხალხო დავბრმავდით და დავყრუვდით? ლუქსემბურგთან თამაში გაყიდულია წინასწარ და ნუ იშლით ნერვებს.
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული