"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფმა 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა, რომელიც ამჟამად იჯარით "ნიჟნი ნოვგოროდში" ირჯება, "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს.

"საქართველოს პასპორტი ჯერ კიდევ სექტემბერში მივიღე, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე საკითხს სფფ წყვეტს. განაცხადი ფიფაშია შესული და ახლა მეუბნებიან, რომ სანამ შესარჩევი მატჩები გაგრძელდება, მოვიცადო.

რატომ გადავწყვიტე საქართველოს ნაკრებში თამაში? ასაკის მატების შემდეგ გადავწყვიტე, რომ საქართველოსთვის მეთამაშა. მე მინდა ამ ნაკრების მაისური მოვირგო და საქართველოს ღირსება დავიცვა!

მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო კრიტიკის? - მამაჩემის
მხრიდან ყველა ნათესავი ქართველია და რატომ არ შემიძლია ამ ქვეყნის სახელით ვითამაშო?!

ბევრი ნეგატიური კომენტარი წავიკითხე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლა ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზოგჯერ ვკითხულობ სტატიებს, მაგრამ ვცდილობ, რომ ამას იუმორით მივუდგე.

მამაჩემს ყოველთვის სურდა, რომ საქართველოს ნაკრების სახელით მეასპარეზა და როდესაც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, ძალიან გაუხარდა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებს გამოვადგე", - თქვა მარადიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 58 /
მატჩებზე ვიტყოდი იმას,რაც მოდერმა აკრძალა
გელა
05:04 27-04-2024
0
jobs zogierti komentaris avtorma fsikiatrs gaesinjos.rac heexeba am bichs.sagad azrovnebs kartulad rac mtavaria da vusurbeb carmatebebs.
Vaja
14:07 20-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული