"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფმა 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა, რომელიც ამჟამად იჯარით "ნიჟნი ნოვგოროდში" ირჯება, "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს.

"საქართველოს პასპორტი ჯერ კიდევ სექტემბერში მივიღე, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე საკითხს სფფ წყვეტს. განაცხადი ფიფაშია შესული და ახლა მეუბნებიან, რომ სანამ შესარჩევი მატჩები გაგრძელდება, მოვიცადო.

რატომ გადავწყვიტე საქართველოს ნაკრებში თამაში? ასაკის მატების შემდეგ გადავწყვიტე, რომ საქართველოსთვის მეთამაშა. მე მინდა ამ ნაკრების მაისური მოვირგო და საქართველოს ღირსება დავიცვა!

მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო კრიტიკის? - მამაჩემის
მხრიდან ყველა ნათესავი ქართველია და რატომ არ შემიძლია ამ ქვეყნის სახელით ვითამაშო?!

ბევრი ნეგატიური კომენტარი წავიკითხე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლა ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზოგჯერ ვკითხულობ სტატიებს, მაგრამ ვცდილობ, რომ ამას იუმორით მივუდგე.

მამაჩემს ყოველთვის სურდა, რომ საქართველოს ნაკრების სახელით მეასპარეზა და როდესაც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, ძალიან გაუხარდა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებს გამოვადგე", - თქვა მარადიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 58 /
მე ორივე ხელით მივესალმები! მაგრამ არის ერთი მაგრამ... ჯერ ამ საიტის "ქართველთ მოძულეებს" უნდა დაეკითხო და შეეკითხო, მერე თვით მეცოცხე ნაცებს, შეიძლება თუ არა? ასეთ ახვრებს ხო ყველა ვინც რუსეთში მოღვაწეობს, ყველა სძულთ, ეზიზღებათ დარწმუნებული ვარ, ისეთი "შეპყრობილები" არიან, რო საკუთარი თავებიც კი ეზიზღებათ! ამ "შეპყრობილებს,რომლებიც ვითომ პატრიოტობას" აწვებიან, მათ გასაგონად:ეთნიკურად ყველა ქართველს გულში ჩავიხუტებ, ვინც საქართველოს გამოადგება! თქვენ კი ყარეთ დორბლები!
ქართველი.
14:04 19-01-2024
33
არავინ არსად , არც ერთი წვეთი და არც მისხალი, სისხლის ჩვენ არ გვყავს დასაკარგი, სულ ნამცეც, ნამცეც უნდა შევაგროვოთ მთელ მსოფლიოში ქართული გენი, აზრი და ნიჭი .
ვახსიმონტო
22:11 19-01-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული