საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო.

18 მარტს ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია საწვრთნელ პროცესს 19 მარტს შეუერთდებიან.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 მარტს თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება. მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ლევან შენგელიამ ისაუბრეს.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების წევრი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის.
მთავარია, ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ ლუქსემბურგთან მატჩს. ერთმანეთი გვჭირდება ყველას ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ერთად ვიქნებით. ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს. ვფიქრობ, საინტერესო ერთი კვირა გველის და მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ ისევ ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც აქამდე გვიჭერდნენ მხარს".

ლევან შენგელია (საქართველოს ნაკრების წევრი): "შემართება უმაღლეს დონეზე გვაქვს. თითოეულმა ფეხბურთელმა ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს თამაშები. მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ეროვნულ გუნდში პირველად გამომიძახეს, ჯაბა მაშინ კაპიტანი იყო და ზუსტად მახსოვს ის ლიდერული თვისებები, რაც მას გააჩნია. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება ძალიან გამოგვადგება და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
Აბჯარს და მშვილდისარს მანდ დაგვირიგებ თუ როგო იქნება ?ვის ვეომოთ ოღონდ,მომხდური ვინ არი? Ჰკა მაგას ირაყლიიიიი
Ირაკლი-ს
19 მარტი 2024 17:46
0
დავითასილი რატომ არაა სიაში??? გამორჩათ თუ მაგასაც არ დაუძახა?
inviz9
19 მარტი 2024 10:04
4
მთავარია წიტაიშვილი და დავითაშვილი არიან,გუნდი მათზე იწყობა.არაბას არ დაუძახეს და ეს ორი მოყვარული ნაკრებშია
!!
19 მარტი 2024 08:36
10
Სასწრაფოდ დაიდოს არველაძების ტინგიცობა.მოვითხოვთ ადმინისაგან დაიდოს არველაძების ცეკვა.განსაკუთრებით ის მომეწონა ის ქალი რო ყვიროდა ბრავოს...რა იყო საბრავო იქ ეს ტინგიცები
Ბაბუაწვერა
19 მარტი 2024 05:04
2
ბუდუ ზივზივაძეს მიეცით ხმა თუ მოგინდებათ აქ, ირჩევენ საუკეთესო მოთამაშეს https://www.liga2-online.de/jetzt-voten-der-spieler-des-26-spieltages-10/
c
19 მარტი 2024 02:20
1
Arian pormashi ararian pormashi araaq mnishneloba chemi azrit xvela sulsda guls dadebs ase mjera gulshematkivari iqneba tan chveni chempioni gaxsnis tamashsda(ilia tofuria) aramgonia motivacia moakldet bichems aba tqveni icit bichebo raiqneba gagvaxaret ertxel mainc upali gparavdet
Achi
19 მარტი 2024 00:33
0
მოიცა, ზურიკო დავითაშვილი აღარ ჩამოდის?! თუ ავტორს გამორჩა ამ სიაში?!
fani
19 მარტი 2024 00:04
1
საქართველო 2:0 ლუქსი
Gigi
18 მარტი 2024 21:37
0
აბა, როგორ ფორმაში არიან ჩვენი ცოლიანი და უცოლო ფეხბურთელები??
!
18 მარტი 2024 21:36
0
ჯერ ერთმანეთთან უნდა ათამაშო, ცოლიანები და უცოლოები.
მალხაზ ჯობავა
19 მარტი 2024 15:24
0
არ ვიცი რამდენად პოპულარული აზრია, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ. - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართველი გულშემატკივრის თვალწინ პირველად იმათება. ერთგვარი “ომი” უნდა გავმართოთ ერმა, მოწინააღმდეგის მიმართ და ხომ არ იქნებოდა მართებული, 11 ფეხბურთელთან ერთად, 55 000 გულშემატკივავარი (სტადიონზე მყოფი), 2 საათის განმავლობაში (პლუს-მინუს) ფეხზე დამდგარი დასდგომოდა ნაკრებს გვერდით?! თანაბრად გადავინაწილოთ თითოეულმა ჩვენგანმა… საქართველოსთვის…
ირაკლი
18 მარტი 2024 21:22
5
კარგი აზრია, როგორც ფეხბურთელები დაიტანჯებიან მინდორზე, ისე მაყურებელი უნდა დაიტანჯოს ტრიბუნებზე.
ჟორა
19 მარტი 2024 23:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული