სანიოლი: შემადგენლობა?კვარაცხელია არ იქნება - დამატებითი საუბარი არ მჭირდება!..

AutoSharing Option
21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"სულისკვეთება მნიშვნელოვანია, მის გარეშე დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ფეხბურთელებს კონცენტრაციაზე მუდმივად ვესაუბრები. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება ასევე გონებით თამაში. მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.

თამაშამდე საკმაოდ მოკლე პერიოდია და ჩვენ ახალისა და განსაკუთრებულის მოფიქრება არ დაგვიწყია, თუმცა გვესმის, რა მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ტაქტიკური "ნოუ ჰაუს" დრო ნამდვილად არაა.

ლუქსემბურგელთა ყველა მატჩი განვიხილეთ. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე შესაბამისად
დავაფასოთ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, თუკი ასე არ მოვიქცევით, სასურველი შედეგი არ გვექნება. ვიცით, როგორ გავაკონტროლოთ ბურთი.

ფეხბურთელებთან დამატებითი საუბარი არ გვჭირდება, მათ იციან, თუ რაა საჭირო წარმატების მისაღწევად.

კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ვიმედოვნებ, დაზიანებები არ იქნება. ვხედავთ მიქაუტაძისა და ზივზივაძის ფორმას, ქოჩორაშვილი დაბრუნდა...

ჩვენ ასეთი თამაშებისთვის სულ მზად ვართ და ეს გამოწვევები და მოლოდინი სასიამოვნოა. ფოკუსირებული ერთ და მთავარ მიზანზე უნდა ვიყოთ!"

altფრე და პენალტების სერია, ხვიჩა რომ იყოს, სხვა იქნებოდა... - უცხოური მედიის პრევიუ

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი

altროგორ ფორმაში არიან ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელები - სად ვუფრთხით მეტოქეს და სად გვიჭირს ჩვენ...

მკითხველის კომენტარები / 39 /
რა წაიღეთ ტვინი და შეჭამეთ ეს ჩვენი სტუმარი კაცი - არაბა-არაბ-არაბა.....
აი ჯერ ქვილითაიას დონეზე ავიდეს არაბოძე და შემდეგ მოხვდება ნაკრებოს კანდიდატებში.

და ყველაფერი იქნება ისე როგორც ჩვენ ევროკავშირში, მაგრამ მას მერე რაც მოვუმატებთ, როგორც არაბიძე.....
არაბა
20 მარტი 2024 17:26
19
Qvilitaias raunda nakrebshi
Temo
20 მარტი 2024 20:28
4
არაბიძე უნდა თამაშობდეს ნაკრებში! ასეთი ფეხბურთელის იგნორირება არაპროფესიონალიზმია, გვებავთ ვილიდან და გნებავთ...
ალექსანდრე
20 მარტი 2024 22:28
5
21:00-ზე მატჩის დანიშვნა არის საკუთარი ხალხის აბუჩად აგდება
შეიძლება პენალტებამდე მივიდეს საქმე და მატჩი დამთავრდეს 1-ის ნახევარზე
მოზარდს ვერ წავიყვან
ბორჯომიდან ვერ ჩამოვალ
თბილისელსაც კი გაუჭირდება სახლში მისვლა
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სუფთა სპორტული თვალსაზრისით არ გვაწყობს,ამ დროს ქართველი ფეხბურთელების ორგანიზმი ემზადებაძილისთვის,ლუქსემბურგელებისთვის კი არის სიფხიზლის საუკეთესო დრო.
ნიკა
21 მარტი 2024 09:00
11
რა მაგრად იცი ატყობ. რომელი ეხბურთელია ამ დროს ძილისთვის მზად
ფანი
21 მარტი 2024 11:12
1
Luqsenburgi unda amovtenot da saberznetic unda mivayolot. Eg tu ar shegvidzlia germaniashi turistad gvinda chavidet?kai fsiqologi aris sachiro matchebis win tore vili gamoucdelia aseti gadamwyveti matchebistvis.fsiqologiurad ar unda wavagot tore fexburtshi ver mogvigeben.
Gia
20 მარტი 2024 20:06
1
ორ რამეში დარწმუნებული ვარ ქოჩორაშვილი ჩვენი სუპერ სტარი და კვერკველია სუპერ მცველი ძირითადში იქნებიან სხვა ნაკლებად მაღელვებს სიმართე გითხრათ. ეს უკვე იმის ნიშანია რომ ხვალ გვარიანად დამეხმარებიან ჩვენი ჯიგრები ქისის ავსებაში თუ მთლად უძლიერესი შემადგენლობა დააყენა ბატონმა ვილიმ და თვით ქვილათაიაც ძირითადში ჩასვა მაშინ მთლად ავშენდები თითო ტოტოში 4 დიდი ტოტოდან საქართველოში 20 კს ანუ ათას ჩავდივარ მაჩანჩალა ლუქსემბურგზე ოხ ვილი და ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ თქვენი იმედი მაქვს ხვალ!
ჰაიკა
20 მარტი 2024 16:57
16
Რატომღაც არ მგონია ქოჩორაშვილი კვეკვესკირზე უკეთესი ნახევარმცველი,იმის მიუხედავად, რომ ლევანტეში თამაშობს.ბუბა დაუშვილის გაუმჯობესებული ვერსიაა.
მეზღვაური
20 მარტი 2024 19:54
9
ბევრი ამბობს,რომ ლუქსემბურგია და არ უნდა გვეშინოდეს,არც არავის ეშინია ლუქსემბურგის და საერთოდაც,საფრანგეთი რო იყოს მეტოქე,არც მათი უნდა გეშინოდეს სპორტსმენს. აგერ ილია იქნება და მრავალგზის ქამარ დაცული კაცი დააგდო,ახლაც უნიავებენ და აზრზე მოყავთ. შიში მხოლოდ ერთი რამის მაქვს,თვითონ ქართველებმა არ იმაუმონონ რაღაც და ტრადიცია არ გაგრძელდეს. როცა ფულის ხამი ხარ,მნიშვნელს არ ანიჭებ ფულს ვინ მოგაწვდის,ლუქსემბურგელი თუ ბერძენი.რა ფედერაციაში ან თვითონ ნაკრებში ხამები ცოტანი არიან? კიდევ ერთი ფაქტი, ხვიჩა ჩახსნეს წინა თამაშებიდან და გაყიდეს სიტუაცია(ამას რათ უნდა ბევრი მსჯელობა,ხალხიც კი არ დაუშვეს სტადიონზე),არც ლუქსემბურგთან არ იქნება და კიდევ ერთი საორჭოფო სიტუაცია,ისევ იგივე ხო არ ხდება? იმედია არაფერი იქნება და მართლა ერთობით გავალთ ევროზე,თუმცა თუ იქნება,მე პასს დავიძახებ. არ მიყვარს გადაბრუნებული ურემის გადმობრუნება,მირჩევნია მანამ შევაკეთო და არ გადაბრუნდეს.იმასაც ვნახავ,რისი მაქნისები ხართ ე.წ. დამცველთა რაზმი,ქე რო სათუთ გულებს უფრთხილდებით
იასონას უდარი
21 მარტი 2024 00:16
7
ვილი არის ევროპელი მწვრთნელი და მისი უმეტესობას ნაკლებად ესმით. ის არც ბოსკამპივით მყვირალაა და ქართველი მწვრთნელიივით გინებით აგვარებს ურთიერთობას მოთამაშეებთან. ყოველი ჩავარდნილი თამაშის შემდეგ ატოვებივებს თამაშს. ასეა ყველა პროფესიულ გუნდში და ასე იქცევა სანიოლიც. ამიტომ არაა აზაროვი გუნდში, მეც არ მომწონს ეს მაგრამ ჩაგდებულ თამაშზე, თუ შეუსრულებელ დავალებებზე ხომ უნდა აგოს პასუხი, რომ იგივე აღარ განმეორდე. წარმატებები ბიჭებს მომავალ ორ მატჩში.
გიზოგ
21 მარტი 2024 00:12
1
საქართველო ხვიჩას გარეშეც თანაბრად ეთამაშება საშუალო ევროპულ გუნდებს,საბერძნეთს,ავსტრიას და ა.შ.
ამათ კიდე ყველაზე მაგარი ორი კაცი ჰყავთ სლოვანში და მაინცში.
ასე რომ-"ეს ის ლუქსემბურგი აღარ არის" გადაჭარბებულია.
საქართველო მოუგებს 3-4 ბურთით
Levani
20 მარტი 2024 22:53
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული