სანიოლი: შემადგენლობა?კვარაცხელია არ იქნება - დამატებითი საუბარი არ მჭირდება!..

AutoSharing Option
21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"სულისკვეთება მნიშვნელოვანია, მის გარეშე დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ფეხბურთელებს კონცენტრაციაზე მუდმივად ვესაუბრები. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება ასევე გონებით თამაში. მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.

თამაშამდე საკმაოდ მოკლე პერიოდია და ჩვენ ახალისა და განსაკუთრებულის მოფიქრება არ დაგვიწყია, თუმცა გვესმის, რა მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ტაქტიკური "ნოუ ჰაუს" დრო ნამდვილად არაა.

ლუქსემბურგელთა ყველა მატჩი განვიხილეთ. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე შესაბამისად
დავაფასოთ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, თუკი ასე არ მოვიქცევით, სასურველი შედეგი არ გვექნება. ვიცით, როგორ გავაკონტროლოთ ბურთი.

ფეხბურთელებთან დამატებითი საუბარი არ გვჭირდება, მათ იციან, თუ რაა საჭირო წარმატების მისაღწევად.

კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ვიმედოვნებ, დაზიანებები არ იქნება. ვხედავთ მიქაუტაძისა და ზივზივაძის ფორმას, ქოჩორაშვილი დაბრუნდა...

ჩვენ ასეთი თამაშებისთვის სულ მზად ვართ და ეს გამოწვევები და მოლოდინი სასიამოვნოა. ფოკუსირებული ერთ და მთავარ მიზანზე უნდა ვიყოთ!"

altფრე და პენალტების სერია, ხვიჩა რომ იყოს, სხვა იქნებოდა... - უცხოური მედიის პრევიუ

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი

altროგორ ფორმაში არიან ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელები - სად ვუფრთხით მეტოქეს და სად გვიჭირს ჩვენ...

მკითხველის კომენტარები / 39 /
ამან თუ კაშია, კვირკველია, კვეკვესკირი, ქვილითაია, დვალი დააყენა ძირითადში რისი შანსი დიდია ჩათვალეთ წაგებულია თამაში.
ნიკა
21 მარტი 2024 10:03
2
რად აითვალწუნეთ მაგალითად ქვილითაია, რა არაბიძე გვიინდა? მაგასა აღარა სჯობიან? აბა არაბა გვინდა ნაკრებში?
ჯერ მარტო სიმაღლე და ჰასაკი ნახე, და
21 მარტი 2024 10:54
1
ამ ვილის რას ელაპარაკებიან? ყველაფერს მაინც ხიზანიშვილ-კობიაშვილი წყვეტს. მწვრთნელად არც ერთი უქნია ღმერთს
გიორგი
21 მარტი 2024 00:10
5
იმეგგაცრუების ზღურბლზე
კიდევ ერთი
20 მარტი 2024 18:51
8
არ მეგულება ქართველი ,რომელსაც არ უნდოდეს ქართული ფეხბურთის წარმატება და მათ შორის მეც ვარ.

მიყვარს ძველი გაზეთების კითხვა და არც ერთ მათგანში ისეთი სტატია ვერ ვნახე ,რომ წინასწარ ზეიმობდნენ გამარჯვებას. ფეხბურთელისგან ,რომელსაც 90 წუთის განმავლობაში ოფლი არ გამოუვა რა წარმატებას უნდა ელოდე. შეხედეთ ევროპელ ფეხბურთელებს როგორი თავდადებით იბრძვიან მთელი 90+8 განმავლობაში და შეადარეთ მათ.
სამაგიეროდ მწვრთნელი თამაშის შემდეგ გვახარებს,,რომ ესა თუ ის ფეხბურთელი იყო უთამაშებელი და სხვანი ნეელ-ნეელა ფორმაში შედიან [და რამდენი წელია საჭირო ფორმაში შესასვლელად ?] და მომავალ ციკლს მზად იქნებიანო. [ნეტავ ცემი პროგნოზი არ გამართლდეს].
ფიგუ
21 მარტი 2024 09:49
1
სანიოლი თუ მაგარია ახლა გამოჩნდება, ჩემი აზრით საზონოვი უნდა დააყენოს და პერსონალურად როდრიგესის წინააღმდეგ ათამაშოს, ჩათვალეთ ლუქსემბურგს გოლის გატანა ძალიან გაუჭირდება ასე და ულაპარაკოდ წააგებენ.
Givi
21 მარტი 2024 10:00
1
"რა დამატებითი საუბარი არ გჭირდება?"
ცოტა ტონს დაუწიოს ჯობია, მართლა ბანანების ქვეყანაში ხომ არ ჰგონია თავი?!! მაგაზე ბევრად გამოცდილი მწვრთნელები გვყოლია უცხოელები იგივე ვლადიმერ ვაისი, იგივე ივო შუშაკი და იგივე იოჰან ბოსკამპი, და კვარაცხელია რომ არ იქნება, ეგ ვისი ბრალია?! ბოდიში მაინც მოიხადე
იკა
21 მარტი 2024 00:24
9
არაფერი მაქვს არაბიძის ააწინააღმდეგო მაგრამ თქვა ამ კაცმა რაც აკლია და ვეთანხმები სრულიად უფრო მეტი ინტენსივრობა იდგე და ბურთს როდის მოგცემენ ეგ ფეხბურთი კაშიამ იცის:(ბევრრს დარბიან თურმე) ნეტა ყველა ქართველი ფეხბურთელი იმსახურებდეს ნაკრებში თამაშს..
კახა
20 მარტი 2024 23:41
4
დღეს ჩვენი ნაკრები თავისი თამაშით, ბრძოლით, შედეგით და პატრიოტიზმით მთელ ქვეყანას გაახარებს!!!!!!!! ნაკრების მხარდაჭერის გარდა საღ გონებაზე მყოფი ადამიანისთის დანარჩენი საუბარი ლაყაფი და დროის ტყუილი ხარჯვაა!!!! თქვენთან ვართ ბიჭებო!!!!!!!!!!!!!
Pepelu
21 მარტი 2024 09:35
1
მოგების შემთხვევაში ფინალი რომელ რიცხვშია. დამიწერეთ ვინმემ
Emi
20 მარტი 2024 19:27
5
5 დღეში
გიო
20 მარტი 2024 20:04
1
„უმადურებო:D“-ს


კარგად გიპასუხა რონიმ.. ნეტავ რისი მადლიერნი უნდა ვიყოთ. რა გაკეთა ისეთი.

რითი სჯობია ტოპმიულერს. მაგისი ხელფასი ქართველ მწვრთნელს რომ მისცა................
ფიგუ
21 მარტი 2024 11:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული