ფრე და პენალტების სერია, ხვიჩა რომ იყოს, სხვა იქნებოდა... - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ცდილობენ. ქართველებს "ერთა ლიგიდან" ამის შანსი უკვე ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში გორან პანდევის ჩრდ. მაკედონიასთან დამარცხდნენ. ნახევარფინალი ისევ თბილისშია (21 მარტს, 21:00 საათზე), წყვილში გამარჯვებული კი საბერძნეთს ან ყაზახეთს უმასპინძლებს.

ლუქსემბურგის ნაკრები ისეთი აღარაა, როგორც წლების წინ. ევროპის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ ეტაპზე მათ თამაშების 50% მოიგეს (17 ქულა) - ბოსნიასა და ლიხტენშტეინთან ორივე შეხვედრა, ერთ დაპირისპირებაში კი ისლანდიას აჯობეს. გუნდი სტუმრად საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს.

"წითელმა ლომებმა" 2018 წელს საქართველო ამხანაგურ მატჩში
(1:0) დაამარცხა. გოლი აურელიენ იოახიმმა გაიტანა. "ჯვაროსნებმა" წინა 3 შეხვედრიდან 2 მოიგო და ერთი ფრედ დასრულდა.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია ნახევარფინალს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს. "ნაპოლის" ფეხბურთელი რომ იყოს, ფავორიტს იილად დავასახელებდით, ახლა კი სხვა ვითარებაა. "კვარას" არყოფნაში გატანის მთავარი ტვირთი "მეცის" ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს აწევს. მას საფრანგეთის ჩემპიონატში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. მასპინძელთა ყველაზე გამოცდილი წევრები გურამ კაშია (110 მატჩი ნაკრებში) და ჯაბა კანკავა (100 მატჩი) არიან.

სინანის არყოფნაში, ლუქსემბურგელთა მთავარი იმედი გერსონ როდრიგესია. ბოლო საკვალიფიკაციოზე მას 5 გოლი ჰქონდა, სულ კი ეროვნულ გუნდში 20 შედეგიანი დარტყმა აქვს და აჯობა საუკეთესო ბომბარდირს, ლეონ მარტს (16). ამავდროულად, კაპიტანმა ლორენტ იანსმა 100 მატჩი ჩაატარა. სამი შეხვედრაც და "წითელი ლომების" შემადგენლობაში ის ამ მაჩვენებლით საუკეთესო იქნება.

დაცვაში კომპაქტურად მოთამაშე ლუქსემბურგს შეუძლია საქართველოს ნაკრებს პრობლემები შეუქმნას და საქმე პენალტების სერიამდეც კი მივიდეს.

სავარაუდო ანგარიში 1:1 ძირითადი დრო და დამატებით ტაიმებში ან პენალტების სერიაში ქართველების გამარჯვება.

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები:

საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, კანკავა, გოჩოლეიშვილი - ჩაკვეტაძე - მიქაუტაძე, ქვილითაია;

ლუქსემბურგი: მორისი - კორაჩი, შანოტი, მ. მარტინსი - იანსი, კ. მარტინსი, ბარეირო, პინტო - ს.ტილი - სანჩესი, როდრიგესი.

მსაჯი - სანჩესი (ესპანეთი)

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

altროგორ ფორმაში არიან ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელები - სად ვუფრთხით მეტოქეს და სად გვიჭირს ჩვენ...

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი

მკითხველის კომენტარები / 27 /
სუპერ შემტევი ფეხბურთი უნდა ვეთამაშოთ ამათ. ის არ უნდა იყოს ვაიმე გოლი არ გაგვიტანონ და ასე შემდეგ.. დაცვას თუ ვითამაშებთ ზედმეტად დავისჯებით. უნდა ვანახოთ ერთს თუ გაგვიტანენ ორს ჩევენ გავუტანთ. ორს გაგვიტანენ და სამს გავუტანთ. ეგაა რა.
სანიოლი
13:00 20-03-2024
0
შიშით თუ ვითამაშებთ ფრე სანატრელი გვექნება...თავიდანვე თუ შევუტევთ 3:0 მოვიგებთ...
რობი
13:11 20-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული