"ხვიჩას არყოფნა ლუქსემბურგისთვის დიდი პლუსია" - აცხადებს მეტოქე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ლუქსემბურგის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიხაილ ზარიცკიმ საქართველოს ნაკრებთან მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:

"ეს ლუქსემბურგისთვის დიდი მოვლენაა. მგონი, 1965 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პირველი შესაძლებლობაა. ორი მატჩი რჩება, მაგრამ ძალიან რთული იქნება. საქართველოში ძალიან კარგი სტადიონი და პუბლიკაა: დაახლოებით 55 ათასი გულშემატკივარი მივა და ძალიან აქტიურად დაუჭერენ მხარს თავიანთ გუნდს. ვფიქრობ, ასეთ პირობებს ლუქსემბურგელები მიჩვეულები არ არიან, თუმცა თითქმის ყველა საზღვარგარეთ თამაშობს, პრაქტიკულად არც ერთი ფეხბურთელი არ ჰყავთ, რომელიც ლუქსემბურგის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, მაგრამ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს, ვინაიდან ასეთი შანსი
კიდევ დიდხანს არ გამოუჩნდება.

ერთადერთი იმათგან, ვისაც შეუძლია ლუქსემბურგი შემდეგ ეტაპზე გაიყვანოს, მწვრთნელი კი არა, ჟერსონ როდრიგეშია. თუ კარგი დღე ექნა, შეუძლიათ გაიმარჯვონ. ის განსხვავებას ქმნის. ხვიჩას არყოფნა კი ლუქსემბურგისთვის დიდი პლუსია", - განუცხადა მიხაილ ზარიცკიმ "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა მაგრათ გშურს სხვისი წარმატება, ამიტომაც არავითარი შანსი არ გაქვს ცხოვრებაში რამეს მიაღწიო--შესაცოდი ხარ და ..........
დინამოელს
20 მარტი 2024 20:12
0
მაკედონიისᲗვისაც იყო, ᲚუქსემბურგისისᲗვისაც არის და Ამათ Თუ Გავცდით ბერᲫნებ/ყაზახეᲗსᲗვისაც დიდი პლუსი იქნება. აბა უმოტივაციო ᲗამაᲨებᲨი Ჩვენი ბალი-Ბიჭუნა მაგარი რომაა ეგ ყველამ ვიციᲗ
დინამოელი
20 მარტი 2024 18:48
25
ვერ აკეთებს? ეტყობა დაგავიწყდათ შვედებს რა უქნა,გახსოვთ შვედი მწვრთნელის გამწარებული და გაოგნებული სახე
სვანსკი
21 მარტი 2024 10:31
0
მამენტ რო დავუფიქრდეთ რომელ გადამწყვეტ თამაში ითამაშა ხვიჩამ კარგად ნაკრებში გინდა ნაპოლში მაგრად გვიყვარს მაგაზე მაგარი ნამდვილად არავინ არ გვყავს ქართველებს მაგრამ რეალურად ეგრეა ან ტოვებს თამაშსს ან კიდე ვეტაფერს აკეთებს სს არის მწარე რეალობა
სიმართლე
20 მარტი 2024 22:44
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული