"ხვიჩას არყოფნა ლუქსემბურგისთვის დიდი პლუსია" - აცხადებს მეტოქე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ლუქსემბურგის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიხაილ ზარიცკიმ საქართველოს ნაკრებთან მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:

"ეს ლუქსემბურგისთვის დიდი მოვლენაა. მგონი, 1965 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პირველი შესაძლებლობაა. ორი მატჩი რჩება, მაგრამ ძალიან რთული იქნება. საქართველოში ძალიან კარგი სტადიონი და პუბლიკაა: დაახლოებით 55 ათასი გულშემატკივარი მივა და ძალიან აქტიურად დაუჭერენ მხარს თავიანთ გუნდს. ვფიქრობ, ასეთ პირობებს ლუქსემბურგელები მიჩვეულები არ არიან, თუმცა თითქმის ყველა საზღვარგარეთ თამაშობს, პრაქტიკულად არც ერთი ფეხბურთელი არ ჰყავთ, რომელიც ლუქსემბურგის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, მაგრამ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს, ვინაიდან ასეთი შანსი
კიდევ დიდხანს არ გამოუჩნდება.

ერთადერთი იმათგან, ვისაც შეუძლია ლუქსემბურგი შემდეგ ეტაპზე გაიყვანოს, მწვრთნელი კი არა, ჟერსონ როდრიგეშია. თუ კარგი დღე ექნა, შეუძლიათ გაიმარჯვონ. ის განსხვავებას ქმნის. ხვიჩას არყოფნა კი ლუქსემბურგისთვის დიდი პლუსია", - განუცხადა მიხაილ ზარიცკიმ "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა მაგრათ გშურს სხვისი წარმატება, ამიტომაც არავითარი შანსი არ გაქვს ცხოვრებაში რამეს მიაღწიო--შესაცოდი ხარ და ..........
დინამოელს
20:12 20-03-2024
0
მაკედონიისᲗვისაც იყო, ᲚუქსემბურგისისᲗვისაც არის და Ამათ Თუ Გავცდით ბერᲫნებ/ყაზახეᲗსᲗვისაც დიდი პლუსი იქნება. აბა უმოტივაციო ᲗამაᲨებᲨი Ჩვენი ბალი-Ბიჭუნა მაგარი რომაა ეგ ყველამ ვიციᲗ
დინამოელი
18:48 20-03-2024
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული