სანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

"გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით. 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", რასაც აუცილებლად გავაანალიზებთ. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით მეტოქეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბოლო წუთების გამო არ დავისაჯეთ, მაგრამ ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს.

კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ. ჩემი ზოგიერთი საკადრო
გადაწყვეტილება, შესაძლოა, ყველასთვის მისაღები არ იყოს...

დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ამის შემდეგ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიქაუტაძის თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მოთამაშის გუნდიდან მოკვეთა და განაცხადის შემცირება ადამიანურად რთულია. საბა საზონოვი კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ ახლა გუნდში ცოტას თამაშობს და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს 90 წუთი და უფრო მეტიც ითამაშოს. ამის შესახებ მასაც ვესაუბრე", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.

altლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგთან მატჩში

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ეს რა თქვა?
სანიოლი: "დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ"...
დააკვირდები თუ ასწავლი ძალები სწრაფად როგორ აღიდგინონ?
ან ვინც იცის იმას ასწავლებინე მაინც!
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
22 მარტი 2024 12:45
6
ანუ შენი აზრით სანიოლმა უნდა ასწავლოს როგორ აღიდგინონ ფორმა ? მაგისთვის არსებობენ ფიზ.მომზადების მწვრთნელები და რეაბილიტოლოგები, ვინც საბედნიეროდ გვყვავს გუნდში და აი ეგენი ზრუნავენ მათ ფორმის აღდგენაზე, რასაც მერე ვილიც უყურებს, აი იმ მონაცემებით გულზე რომ აქვთ დამაგრებული ვარჯიშის დროს და კომპიუტერში ისახება, თან მოახსენებ კიდეც. ასე რომ არაფერი უთქვამს საოცარი.
Jaba
22 მარტი 2024 20:12
0
ვინაა ჩარჩენილი მართლა ეტყობა, თურმე პორტუგალიამ ორ მატჩი 15 გოლი რომ გაუტანა ლუქსემბურგს ეგ არ უნდა ჩავთვალოთ, ლიხტენშტეინები და ისლანდიები და ბოსნია ჰერცოგოვინების მატჩები უნდა ვითვალოთ. გუნდი რომ 2 მატჩი 9-0 და 6-0 წააგებს, პრესტიჟის გოლსაც ვერ გაიტანს ეგ მეთევზეები კი არა უარესები არიან, მაგათთან მოგება გვიხარია. თქვენ თუ გგონიათ ამ თამაშით რამეს ვიზამთ საბერძნეთთან ღმერთმა ქნას, ნეტა ისე მოვიგოთ სანიოლის გაღმერთება დავიწყო, თუმცა მეეჭვება მე ეს, ამ კაცს არანირი გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს რომ სწორი ტაქტიკა შევთავაზოთ და თუ პირველი გოლი ბერძნებმა გაიტანეს მაშინ მაგ მობერებული დაცვით რომ გავიხსნებით ყაზახეთივით შეიძლება ამოგვტენონ და მერე ვიძახოთ ლუქსემბურგი. ლუქსემბურგს თუ ვერ მოუგე აბა რა გინდა ვაფშე სადმე, ევროპაზე კი არა.
barca
22 მარტი 2024 12:45
5
შენს გონებრივ შესაძლებლობაზე უნდა დაფიქრდე ნამდვილად :) სანიოლის შესაძლებლობა რომ უკეთესია და შენნაირები არ უნდა ჩერჩეტებდნენ,მის პოზიციასაც ეტყობა და 26 მარტის საღამოსაც. იმედია აფანატებ უკვე სანიოლზე , ჰაჰაჰა!!!
ქომაგი
01 აპრილი 2024 21:15
0
მასე ესპანეთმა ჩვენც გაგვიტანა 7 გოლი აქ და ეგეც არ ჩავთვალოთ ? თუ ის ესპანეთი ყო და რამით ცამოუვარდება პორტუგალიას. მოკლედ მოსაგები მოვიგეთ და იმედი ვიქონიოთ საბერძნეთის ძლიერ ნაკრებთანაც ჩვენსკენ იქნება იღბალი. წარმატება მისურვებია საქართველოს ნაკრებისთვის და შენთვისაც მეგობარო.
JABA
22 მარტი 2024 14:57
0
საზონოვი დააყენე ორივეს ჯობია თუ არადა ვერ გადარჩება თქვენი სასტავი ნამუსი იქონიეთ ბიჭო
სიმართლე
22 მარტი 2024 12:17
2
ვერ ვიგებ საზანოვს რა პონტში არ ენდობა. ლოჩოშვილი, საზანოვი, გოჩოლეიშვილი. მე მგონი ესენი უნდა დაიტვირთონ. აზაროვის არ გამოძახება იქნებოდა? ტიპები ბარსელონასთან ბრწყნავენ, საგოლე პასებს აკეთებენ და ეს კიდე უთამაშებელ ფეხბურთელებს აყენებს სასტავში.მოკლედ ხვთისწყალობის იმედადავართ ბერძნებთან.
დ ი დ ე ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს!
ჯიმა
22 მარტი 2024 11:59
1
კარგი თუ ძმახარ ისეთი ბანძები არიან დაცვაში ძლიერი გუნდი რო შეგვიტევს შენი ნახსენები ფეხბურთელები ნაქურჩელის კოშკივით იბნევიან. მოკლეთ საზანოვი ლოჩოშვილი ბევრად მაგარია. ახალგაზრდებს მისცენ ასპარეზი. იმიტომ რომ ღირსები არიან.
ჯიმა
22 მარტი 2024 13:07
1
საზანოვი სერია ა ში თამაშობს 10-25 წუთამდე, 90 წუთი სათამაშოდ გამოიყვანოს პლეიოფში? მაშინ როდესაც კაშია და კვირკველია წლებია გვერდიგვერდ თამაშობენ და შეთამაშებულები არიან, მაინდამაინც პლეიოფში და ფინალში უნდა ჩაანაცვლოს საზანოვით? აზაროვი კიდე დაცვაში არი ნოლი, ისევე როგორც გოჩოლეიშვილი, ნაკრების წინა მარცხები ნახე სადაც ათამაშა სანიოლმა ათრიეს ორივე. განსაკუთრებით გოჩოლეიშვილი, რაც მიუთითებს რომ არიან განწყობის ფეხბურთელები და მათზე დაყრდნობა სარისკოა. კი ბატონო შეიძლება გაიბრწყინონ მაგრამ სტაბილურიბას უნდა მიაღწიონ იმისთვის რომ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდნენ. კაკაბაძე ბევრად კონცენტრირებულია და ნაკლებ შეცდომას უშვებს. რომელი ფეხბურთელი დააყენა უთამაშებელი?
semi
22 მარტი 2024 12:19
4
ძაან სასიხარულოა რომ ლუქსემბურგი გავიარეთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს მწვრთნელს არანაირი ტაქტიკური განათლება არ აქვს, მაგის გადაწყვეტილებების იმედად დიდი ალბათობით განწირულები ვართ საბერძნეთთან, მთელი იღბალი, მსაჯები და საფეხბურთო ღმერთები თუ არ იქნებიან ჩვენსკენ. სანიოლზე სუსტი მწვრთნელი ალბათ ჩვენ ნაკრებს არ ყოლია. ფლანგზე ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ვინც ხვიჩასთან ტანდემში შეიძლება პრობლემები შეუქმნას არ გამოიძახა(აზაროვი). ლობჟანიძე რომელიც ზურიკოზე კარგ ფორმაშია საერთოდ არ გამოიძახა(მიზეზი მე მგონი ამერიკა რომ შორსაა, მაგრამ საბერძნეთთან მატჩამდე ხომ მოასწრებდა დასვენებას). მოედნის ცენტრი ძაან აბდაუბდად იყო დალაგებული, უბრალოდ ვეთამაშებოდით მეთევზეებს და მღებავებს, მეორე ბუნდესლიგის დონის გუნდს და კლასის ხარჯზე მოვუგეთ. დაცვა ნუ კატასტროფაა, ერთი აჩქარება და ეგრევე გახვრეტილია ჩვენი დაცვა, რაღა დროს კვირკველიაა, ნუ კაშია კიდე შეიძლება ათამაშო. მოკლედ სამწუხაროდ გვყავს ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი და მეეჭვება საბერძნეთს ტაქტიკურად რამე შევთავაზოთ, ღმერთის და ხვიჩას იმედად თუ ვიქნებით სამწუხაროდ.
barca
22 მარტი 2024 11:31
7
რა მეთევზე და მებაღე ? მგონი ჩარჩენილი ხარ 90-იან წლებში. ამ გუნდმა ევრო შესარჩევში 17 ქულა აიღო და თუ პორტუგალიასთან გაშვებულ გოლებს არ ჩავთვლით, დანარჩენ 8 შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა. ცოტა გადახედეთ ახალ ინფორმაციას, უკეთესი იქნება.
JABA
22 მარტი 2024 12:16
3
ბრავო სანიოლ ბრავო!!!!!!!!
ტოტო
22 მარტი 2024 11:04
8
სისულელეებს რომ წერდის ის გულშემატკივარი სად ხართ, კვირკველიას, კაკაბაძეს და და შენგელიას რა უნდა ნაკრებშიო, ჯაბა ათამაშეთ ჯაბაო. მშვენივრად ითამაშა ყველამ, ერთი ქოჩორაშვილი ვერ იყო ფორმაში და კიტე ძალიან დაწეული იყო თორემ მთლიანობაში თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს ბიჭებმა.
semi
22 მარტი 2024 09:43
9
აგერ ვარ, ვინც კვირკველიას ვაგინებდი, რა ვქნა, როგორც თამაშობდა, ისე ვაფასებდი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ვცდებოდი. უბრალოდ იმდენად დიდ ხანს ვერ აღიდგინა ფორმა, რომ ვიფიქრე, აწი ამისგან რა გამოვა მეთქი, ძველ კვირკველიას ვერასოდეს ვერ ვიხილავ მეთქი. ამ თამაშში რა ვიცი, ან ფეხით როგორი დიაგონალები აკეთა, თან რამდენი. ორთაბრძოლებში უკომპრომისო იყო, თვალებს არ ვუჯერებდი, ფეხით თამაში საერთოდ დაავიწყდა მეგონა. მოკლედ თუ საბა ისევ ისეთი გახდება, როცა ლესტერში გადასვლასთან ახლოს იყო, ეს ბედნიერება იქნება მთელი საქართველოს ნაკრებისთვის. რა ვიცი კაცო, ეს ფეხბურთი უკვე ფსიქოლოგების სპორტი გახდა, რამდენს ნიშნავს ნდობა მწვრთნელისგან.
22 მარტი 2024 13:10
0
შენგელია გადასარევი იყო და გეთანხმები. მაგრამ აი, დაცვის ხაზი კატასტროფულად სუსტია.. თუმცა ვინ უნდა დააყენოს ამ კაშია-კაკაბაძე-კვირკველიას მაგივრად საკითხავი აი ეს არის. მოსაძებნია ფიზიკურად ძლიერი ბიჭები
გორო
22 მარტი 2024 11:12
1
ყველა გამოხმაურება
მიუხედავად ფინალში გასვლისა თამაშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მთლად ჯანსაღად ვერ დაიგეგმა პროცესები. ცენტრში ისევ ჭირს მოძრაობა, სწრაფი გახსნა და ბურთის გაგორება,ამის გამო ისევ წინ ბურთის გადაგდებისა და ბრძოლის იმედზე ვართ მაშინ, როცა ზივზივაძის გარდა მოედნის მეორე ნახევარში ერთი ტანმაღალი კაცი არ გვიდგას. გარდა ამისა რჩებოდა უამრავი თავისუფალი სივრცე, რასაც ლუქსემბურგისგან განსხვავებით საბერძნეთის ნაკრები სხვანაირად ისარგებლებს. პრობლემები გამოიკვეთა და თანაც მწარედ დაცვაში, განაცხადს მიღმა საზონოვი და სასტაროს მიღმა გოჩოლეიშვილი, აზაროვის არ გამოძახება, საყრდენის პოზიციაზე კიტეიშვილის დაყენება, ნელ და ნაკლებად ღონიერ ქოჩორაშვილთან ტანდემში. ორი ფორვარდის ტაქტიკამაც აშკარად ვერ გაამართლა, მიქაუტეძეს მოპოვებული წითელი ბარათის გარდა მარგი ქმედების კოეფიციენტი წინ თამაშში ქონდა ნული, გარდა ამისა საერთოდ არ ეხმარებოდა უკან ნახევარდაცვას ცარიელი ზონების შევსებაში. ვერ მივხვდი ვერც ნელი და მოუქნელი შენგელიას ფლანგზე დაყენების შინაარსს, თანაც უკნიდან... გოჩოლეიშვილი, თუნდაც მარცხნიდან გაცილებით უკეთეს ვარიანტად მეჩვენება. გამძლეობა მაინც აქვს, თანაც წინ და უკან სწრაფად სირბილში შენგელიას ბევრად ჯობნის. საბერძნეთთან მაქსიმალურად მობილური, მოძრავი და მებრძოლი სასტარტო შემადგენლობა დაგვჭირდება, რომელსაც ჯახიც შეეძლება და ბურთის გაგორებაც. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ლაფსუსების მთელი წყებაა და იმედია სანიოლი ფინალამდე გაიაზრებს მათ და გადაალაგებს რაღაცეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში განწირულები ვართ გარღვევისთვის.
pablo
22 მარტი 2024 09:28
6
გელ-100 - მეგობარო, დაითვალისწინე ის გარემოება, რომ საერთო სოციალურ სივრცეში ხარ, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, რომელიც ვერ იქნება ყველასთვის მისაღები და მოსაწონი, მათ შორის ვერც შენთვის. შესაძლოა აქამდე არავის უთქვამს, თუმცა იცოდე, რომ კრიტიკა ან საკუთარი აზრის დაფიქსირება ბოღმით კი არა, ხანდახან უკეთესის სურვილითაა განპირობებული - ეს ერთი, მეორე - ბევრი შეურაწყოფა მოვისმინე და არ ვაპირებ უზრდელობაზე უზრდელობით გიპასუხო, უბრალოდ გაითვალისწინე, რომ ადამიანისთვის შეურაწყოფის მიყენება, თანაც უმიზეზოდ და მითუმეტეს ინკოგნიტო რეჟიმში, სუმ მცირე არაა კაცური საქციელი, ამაზეც დაფიქრდი, სანამ ქართველობაზე და პატრიტულ სულისკვეთებაზე დაწერდე ძვირებს.
pablo
22 მარტი 2024 13:36
0
სანიოლმა რაც არ უნდა გაიაზროს და რაც არ უნდა ,,შენთვის" სასურველი ტაქტიკა და შემადგენლობა დააყენოს მაინც გამოჩნდებიან შენისთანა ყველაფრით უკმაყოფილო ხალხი რომელიც იპოვის რაღაცას გასაკრიტიკებლად,,მოვიგეთ მნიშვნელოვანი თამაში შეირგე და გაიხარე როგორც გულშემატკივარმა,რა შენი საქმეა შემადგენლობაზე და ტაქტიკაზე ესეთი კრიტიკული ტონით საუბარი,,ნაკრებს ყავს სამწვრთნელო შტაბიც,მრჩეველიც და ლაფსუსებზე და შეცდომებზე დამკვირვებელიც,რომლებიც დაჯდებიან ფეხბურთელებთან ერთად და გაარჩევენ ყველაფერს,ასე რომ ამ ბოღმისგან გასიებულ ხალხს რომლებსაც არაფერი არ მოწონთ და ყველგან და ყველაფერში ნაკლს ეძებენ გირჩევთ ენა ჩაიგდოთ,ეგ სიბოროტე და ბოღმა დაგახრჩობთ თქვე სამი თითის კომბინაციებო,,,წარმატებები ჩვენს სამშობლოს და ყველას ვისაც გულწრფელად უხარია საქართველოს წინსვლა ყველა სფეროში,დრო მოვა თქვენნაირი მახინჯი სულის ადამიანები აღარ იარსებებთ
gel-100
22 მარტი 2024 11:43
5
ევროპაზე გასვლა და იქ ახალგაზდებზე შანსის მიცემა აუცილებელია. კლუბში მთელი სეზონის კარგად თამაშს ევროპაზე სამი თამაშით უფრო უკეთესი შანსი გაუჩნდებათ ფეხბურთელებს უკეთესს გუნდებში გადასვლის მითუმეტეს ახალგაზდები მალე აღიდგენენ ძალებს და იმ სამ თამაშს იმ 9-10 დღეში ჩაატაებენ ფიზიკურად ნორმალურად მაგრამ ეს ფედერაციის ბოსები და სანიოლი ვერ ეშვება კანკავა კაშია კვირკველია ქვილითაია ლორიას
ტოტტი
22 მარტი 2024 08:32
4
სტრანნი თამაში იყო. მხოლოდ გოლის შემდეგ დაურეკა ვარმა, დიდი დაგვიანებით, გოლი გაუუქმეს და კაცი გაუგდეს. ყვითელი მაინც მიეცათ. ეს თამაში რომ ვერ მოეგოთ, და ვერც მოვიგებდით, რომ არა წითელი, ოცნებას დედა აღარ ყავდა. ეხლა საბერძნეთთან წაგება , ისე არ იყვირებს.მე მსაჯების გვერდში დგომის უხილავი ხელი დავინახე,დანარჩენი თქვენ იფიქრეთ. დვალიშვილიც დაებრუნებია ნაკრებში. დაცვა არა გვყავს. კიდევ ერტი, ასეთი უხეში საქართველოს ნაკრები არ მახსენდება. და ბოლოს, ჩვენი გუნდი 4 დღეში ძალებს ვერ აღიდგენს. გოჩოლეიშვილს ათამაშებს ბერძნებთან. კვერკველია-კაშია თამაშობენ, მაგრამ მაგრად თოხლაობენ კიდეც, ნუ, ვერ და არ სეცვალეს ეს ბიჭები ფედერაციის საძმომ. ეგ კიარა ლორია აკერიათ პირზე, თან თურმე მამარდა მისგან დიდ გამოცდილებას მიიღებს. ქვილითაიას ფეხბურთი, ახალგაზრდობაში არ მახსოვს. გაგვხევს საბერძნეთი. ისედაც ამ ფედერაციით და სასტავით, რა გვესაქმება ევროპაზე? იქ რომ გაგვაბითურონ? 1 თამაშს იტამაშებ, კაი, როგორც დღეს, მოიკლავ თავს, მარა 3-4 დღეში ფეხზე ვეღარ დადგება ჩვენი დაბერებულ-დაჩაჩანაკებული საძმო. ვაი თქვენს პატრონს. კიდევ კარგი ჩაკვემ, ბუდუმ და კიტემ ტრამვები არ მიიღეს. შენი ქვეყანა რომ გიყვარს კაცს, ტორე, შემზარდა ფეხბურთის ყურება. აზაროვს კაცი არ გამოიზახებდა? ზამენებმა არ გაამართლა. ალბათ 6 მცველით ვითამაშებთ, ან 7-იტ. არაა ჩვენი საშველი. ან გველესიანს რას ერჩის, ერთხელ მაინ მიეცათ შანსი, საზონოვიც არაა ცუდი, თავითაც კარგია. 4-5 კაცით, შორს ვერ წახვალ. ბუდუ მეორე თამაშს გაქაჩავს ფიზიკურად? ბევრი იშრომა დღეს, სენგელიამაც. გაუწირდებათ აღდგენა
ლევან მაღლაკელიძე.
22 მარტი 2024 07:59
19
რა ვქნათ ბატონო ლევან,ჩვენი რესურსი ეს არის და აგერ ფუტზალში დავიმატეთ ბრაზილიელები,მაგრამ წაგებები ჩაგვითვალეს,თქვენთვის არ შეიძლებაო.
სოსო
22 მარტი 2024 13:50
1
კაცი ერთიერთზე გადიოდა,უკნიდან ჩაარტყეს, ბოლო იმედის ჯარიმა იყო და წითელი არ უნდა მიეცა? დაგვიანებით რა , ვარი ეგაა რომ გადაამოწმოს. როცა გაჩერდა თამაში მაშინ გადაამოწმა. როგორ ვართ ამ პოლიტიკით მოწამლული რა უბედურებაა, მაგარი მკიდია ეს ოცნებაც და ნაცებიც ორივე ( გირჩი მევასება), უბრალოდ ელემენტარული ფეხბურთის წესებია !
დიმო
22 მარტი 2024 10:19
3
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული