"გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით. 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", რასაც აუცილებლად გავაანალიზებთ. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით მეტოქეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბოლო წუთების გამო არ დავისაჯეთ, მაგრამ ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს.
კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ. ჩემი ზოგიერთი საკადრო
დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ამის შემდეგ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიქაუტაძის თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.
ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მოთამაშის გუნდიდან მოკვეთა და განაცხადის შემცირება ადამიანურად რთულია. საბა საზონოვი კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ ახლა გუნდში ცოტას თამაშობს და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს 90 წუთი და უფრო მეტიც ითამაშოს. ამის შესახებ მასაც ვესაუბრე", - განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.
ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგთან მატჩში
ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
სანიოლი: "დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ"...
დააკვირდები თუ ასწავლი ძალები სწრაფად როგორ აღიდგინონ?
ან ვინც იცის იმას ასწავლებინე მაინც!
დ ი დ ე ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს!