"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ "ჩემპიონატთან" ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

"საბერძნეთთან მატჩი ჩემი ქვეყნისთვის ისტორიულია. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამომ" თასების თასი მოიგო, მაგრამ ის მაშინ გუნდი იყო და ახლა საქმე ნაკრებთან გვაქვს. წინ გვაქვს საუკუნის მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

საშინაო კედლები ძალიან დაგვეხმარება. ნახევარ მილიონამდე ადამიანს სურდა ბილეთების ყიდვა, მაგრამ სამწუხაროდ, სტადიონი მხოლოდ 55 000-ს იტევს. მსგავსი რამ ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა.

როგორც ჩვენ, ასევე საბერძნეთს,
კარგი გუნდი გვყავს. ყაზახეთთან ჩვენი მეტოქის თამაშს ვუყურე და ძალიან კარგი დაცვა ჰყავთ. გულშემატკივარი ჩვენი მე-12 მოთამაშე იქნება. ჩემი აზრით, საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან სახლში ვთამაშობთ", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
გიორგი ბატონო, შენ ხომ უცებ იშოვე ბილეთი, საიტმა ხომ არ გამოგაგდო? )) მოკითხვა სამთავრობო ლოჯაში მსხდომთ უკლებლივ!
3-1
25 მარტი 2024 14:00
10
დემე შენ იმაზე ილაპარაკე, მაგ საუკუნის მატჩი შავბაზარზე გატანილი ბილეთებიდან, რამდენი უნდა შეგხვდეს?! კაციშვილი რომ ხმას არ იღებთ, არც ფედერაცია და არც მთავრობა, რომ გკითხოთ კაცმა ხაზარაძესთან(თი-ბი-სი) ბანკთან და ნაცებთან(მთავარ სპონსორთან) დაპირისპირება გაქვთ და პირველი ბილეთებს ყიდის და მეორე მთავარი სპონსორია. რაც თქვენ ამ ბილეთებზე იკადრეთ, იმედია ნაკრების თამაშზე არ აისახება ეგ ნეგატიური მუხტი და მე ვენაცვალე იმათ მარჯვენას, ვინ გადამყიდველები სცემა გუშინ. არ იყიდოთ მათგან არცერთი ბილეთი, ვანახ ერთი რა მოგებაზე გავლენ!!!
ATP 16
25 მარტი 2024 14:03
20
ეჭვიც არ მეპარება რომ რაღაც ჯგუფი დგას ამ ბილეთების უკან და ძარცვავენ ადამიანებ. ხელში ჩაუვარდათ პროდუქტი რომლის ფასიც არნახულ მოგებას იძლევა. უბრალოდ კეთილი ნებაა საჭირო და ერთ დღეში შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.მფლობელის ვინაობა უნდა შეამოწმოს კონტროლმა რაც ბილეთზე არის მითითებული
David
25 მარტი 2024 16:13
0
ნუ გაატ..კეთ ახლა.
ყველა მთავრობა იჯდება ლოჟაში და ფედერაციის საძმაკაცო-ეს ნორმალურია,კაცმა რო გკითხოთ კომუნიზმი არ გევასებათ და პირდაპირ ბილშევიკობთ აქ-კალაძე რატო ზის ლოჟაში და დემეს ბილეთი რატო შეხვდა.
ოღონდ რამე საკირკიტო ნახოთ და..
წინა მთავრობის დროს სკას სტადიონი რო დაანგრიეს,ფიზკულტურული რო გაანადგურეს კრინტი არ ამოგიღიათ.
Levani
25 მარტი 2024 16:27
35
ეგრე არ გამოდის კაი კაცი. შენ მე ზემოდან მიყურო და მერე ერთიანობა მომთხოვო, ეგრე არ მუშაობს. ვინაა კალაძე ან დემეტრაძე, პრივილეგიები რომ ჰქონდეს დაკანონებული?! მასე ქვეყანა არ შენდება.

შენ თუ ამოიღე წინა მთავრობისას ენა და გააპროტესტე, ახლა სად ხარ? მაკედონიის თამაშის მეორე დღეს, ფედერაციის შენობასთან, გულშემატკივარი რომ გალახეს "ფედერაციის საქმოსნებმა", არველაძის მხარდამჭერი დელეგატს რომ არბენინეს მთელი დღე შარდის ჩასაბარებლად, მანდამაინც არჩევნების დღეს, რატომ არ გააპროტესტე? ბიუჯეტის ფულს, ერთი მუჭა შპანა რომ ჭამს, კლუბების განვითარების ეგიდით, განსაკუთრებით ქვედა ლიგებში-გააპროტესტე? შევარდნაძის დროს, ბორის პაიჭაძის სტადიონი, ავეჯის ბაზრობად რომ იყო გადაქცეული, მაშინ სად იყავი?!
ციციკორე
25 მარტი 2024 18:31
7
შე უტვინო დემეტრაძე, რაა პირველად ისტორიაში, 55 ათასი? დინამო-ივერპულის მატჩისას 75-ათასიან სტადიონზე, 100-ათასი მაყურებელი ესწრებოდა. თუმცა სად შენ და სად ისტორია, თქვენ მხოლოდ დღევანდელობით, ერთი დღით ცხოვრობთ.
მაცი ხვიტია
25 მარტი 2024 13:35
15
ნახევარ მილიონ კაცს უნდოდა ბილეთის ყიდვა, ასეთი რამ არ ყოფილიაო. (რამდენად ეგრეა ეგ რთული გადასამოწმებელია)

წაკითუხლის შინაარსიდან აზრის გამოტამაში სამართლიანად ვართ ევროპაში ბოლო ადგილზე.
სხვა რამ თქვა
25 მარტი 2024 14:16
6
ამას რაᲦა ალაპარაკებს(
ჰიზო
25 მარტი 2024 20:41
11
შენ უპრობლემოდ იჯდები შენი ძმაკაცის გვერდით. იმათ ვიკითხოთ, ვინც გადამყიდველები არა ვართ და შვილები ვერ მიგვყავს სტადიონზე. დიდ ეკრანზე თქვენ უყურეთ წვიმაში და სიცივეში
:)))))))))))
25 მარტი 2024 12:32
8
ესენი ამ ახალ თაობას არ უნდა გააკარო თორემ გააფუჭებენ
გურჯი
25 მარტი 2024 14:48
6
ქომაგებო, ქართველებო თუ გვინდა რომ ადვილად მოუგოთ ბერძნებს. ამაღამ 2-საათზე ბერძნების სასტუმროს წინ,მარტყოფის ველზე დავცხოთ გამაყრუებელი ყიჟინა....ხმაური,ქართული სიმღერები.ცეკვები გნიასი.დოლი.დუდუკი.გიტარა.ზურნა და ასე შემდეგ რომ მეტოქე არ დავაძინოთ მოსვენება არ მივცეთ მთელი ღამე და დღე...გარწმუნებთ უეჭველი მოუგებთ...
სტალინი
25 მარტი 2024 16:17
42
შენ სტალინი ხარ თუ არსენა?ორივე სახელით წერ?ჯერ კიდევ როდის,ლივერპულთან მატჩის ღამეს,სასტუმრო ივერიის წინ მოიქცნენ ასე,ქართველი ფანები და ლივერპულმა,ამის გამო უეფაში გვიჩივლა.0-3 წაგება,მაგას დააბრალეს.
სოსო
25 მარტი 2024 17:40
1
შენ ის გვითხარი ამ მატჩზე ხელზე გამაზე უკვე? წინა მთავრობამ ბევრი უსამართლოდ გაასამართლა, მაგრამ ეს 100-იანი დასაჭერი იყო
დავით
25 მარტი 2024 23:25
14
ვესტ - ჰემთან იყო ყველაზე მეტი, 90-100 ათასამდე, თუ არ ვცდები.
წიგნები მაინც იკითხე გიორგი
25 მარტი 2024 13:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული