კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - საქართველოს მომავალი არის ევროპა

AutoSharing Option
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება და „სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას“.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას,
მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 47 /
აკი მარტო ზივზივაძეს ყოლია ნაცი მამა? შე ფლიდო შენი გადაგრეხილი ტვინით ყცელა ფეხბურთელის მამა ნაცია.
G.LA
17 აპრილი 2024 20:37
3
კახა! ზღაპრის ბოლო ვითომ კეთილია??!!გუთენტრაკენ!!!
საბა
17 აპრილი 2024 20:16
1
ადამიანი? თუ ურნა...
კლაუსი
17 აპრილი 2024 18:49
3
როგორ უთხარი ჟურნალისტს: თქვენ ხართ უმცირესობაშიო ხოლო ჩვენო უმრავლესობაშიო? ბევრი აღარ დარჩა არჩევნებს სად აღმოჩნდებით დავინახავთ ყველა, ეგრე იყო მიშიკო ბატონი რევოლუციის და ხალხის ქუჩაში გამოყვანის ბაბაი ახლა სადაა წამოწოლილი?
Badiri
17 აპრილი 2024 18:35
6
კახი ე ბიჭო რაცხა გვითხარი დაგვამშვიდე მართლა ევროპისკენ ხომ გვინდა და არა რუსეთი?
Badiri
17 აპრილი 2024 18:29
3
მაგას ევროპა საშოპინგოდ და თმის შესაკრეჭად უნდა
თამაზი
17 აპრილი 2024 18:43
2
როცა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა გეუბნება რომ ეს არაა ევროპული გზა, არამედ რუსეთისაკენ მიმავალი გზა,
როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს.მდივანი აკეთებს განცხადებას (რამდენჯერმე) და გეუბნება რომ ეს კანონი არის პრორუსული,
როცა ამ კანონს იწონებს მედვედევი, პესკოვი, დუგინი და მათნაირი ცოფიანი იმპერიალისტები, ცოტა ტვინი გაატოკო და შეეშვა მაგ ყალბ განცხადებას!

ბიძინას ცუციკი ხარ და შენი გზა არის მუხასრანსკში!
თამაზი
17 აპრილი 2024 18:11
9
რატო აქვს ამ ჩინოვნიკს ფეხბურთელებზე საუბრის ექსკლუზივი? შენზე დიდი ფეხბურთელები იყვნენ ზიდანი, ხავი, გვარდიოლა, ალონსო, ანჩელოტი და ფეხბურთში დარჩნენ და შენ ხარ ევროპაში ყველაზე ბინძური დედაქალიქ მერი. გადათხრილ, დაბინძურებული ჩაბეტონებული ქალაქის თავი ხოდა მართლა მიხედე ქალაქის კანალიზაციას და ილაპარჟე მილებზე და ავარიულ შენობებზე. ფეხბურთზე? აი რო აღარ იქნები პოლიტიკაში მერე ვილაპარაკოთ გინდა 4-3-3 გინდა ცრუ ცხრიანზე გინდა რომბზე
დინამიტი
17 აპრილი 2024 17:59
6
ძალაუფლებით გაირყვნა ოცნება
სხვა საქართველოში ცხოვრობენ, ეს კიდე რას ამბობს? ქართული ოცნების ხელში შევალთ ევროკავშირშიო, წადიიით, წადიიით! რითი ვერ გაძეხით...
კვაჭი კვაჭანტირაძე
17 აპრილი 2024 17:38
4
კაცს, რომელიც მილიონებს იპარავს ბიუჯეტიდან ევროპა და კანონიერი ცხოვრება რაში უნდა.ასევე არიან დარაჩენი ქოცები.
ამაშია საქმე
17 აპრილი 2024 17:35
2
მაგარი სასაცილო ამბები ხდება ხოლმე .თან რაც უცებ გაყიდიან ხოლმე საკუთარ თავს...ანუ ნაკრების ფეხბურთელები ნაცები აღარ არიან რადგან ქოცების გამპრავებლები სადღაც მიიმალნენ...და ევროპას ვინ უნდა აგინოს ეხლა? ალტ-ინფოც რომ დახურეს თან ....პატრიოტთა ალიანსი უკვე გადაგვავიწყდა მგონი
საბა
17 აპრილი 2024 16:59
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული