წამყვანები მას ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. არის თუ არა არაბიძე მზად ეროვნული ნაკრებისთვის და რას იტყვის ხშირად ნახსენებ საკითხზე, რომ გიორგის ცუდი ხასიათი აქვს და ნაკრებში ამიტომ არ უხმობენ.
"ვფიქრობ, ფიზიკურადაც და მენტალურადაც ნაკრებისთვის მზად ვარ. თავიდან ევროპაში, რომ ჩადიხარ არ იცი რა ხდება... დროს კარგავ, ადაპტაცია იწელება, მარტო გარემოს და ა.შ. არ ვამბობ... ის მოთხოვნები,
პორტუგალიაშიც ვიყავი, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ჩემთვის მაღალი მიზნებისკენ სწრაფისთვის მოთხოვნა ახალი ნამდვილად არ იქნება.
ხასიათი? ვიღაცას შეიძლება გიჟი ვეგონო, "არაბა" გამოვა და ვიღაცას ეჩხუბებაო... სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან, მე მაგას არა ცუდ ხასიათს, არამედ სიმართლეს ვეძახი! შემხვდა თუ არა ქუთაისში ჩამოსული სანიოლი? - არა, მასთან არანაირი საუბარი არ მქონია", - თქვა არაბიძემ.
ერთადერთი ადამიანი ვისზეც ამ ხუთ კაცში შეიძლება იფიქრო დატოვოს და არაბიძე წაიყვანოსო, არის ქვილითაია. მაგაზე იმედია არ ვკამათობთ რომ დანარჩენი 4 ხელშეუხებელია. ეხლა შეხედე - სტილის მიხედვით შემცვლელი ვისაც არ ჰყავს ეს არის ზივზივაძე. მაღალ გადაგდებულ ბურთებზე თამაში რომ დაგვჭირდეს. ქვილითაია არის დაახლოებით მისი სტილის. არაბიძე არის ბურთით “მომატავე” , ბურთიდ წამღები ფეხბურთელი ხომ. ეგეთი გვყავს სამი. გარდა ამისა სამივე თამაშობს უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში, ხვიჩაც, ზურიკოც და მიქაუტაძეც. ვის მაგივრად გინდა რომ წაიყვანო?