მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში გასვლაზე მონტენეგრო 3:1 დაამარცხა.

მწვრთნელმა სანიოლმა ოპტიმალურთან მიახლოებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ჯერ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარე მიატოვიჩმა მოიგერია, ცოტა ხანში კი კიტეიშვილმა „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შემდეგ ჩაკვეტაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე კვარაცხელია გაიყვანა, მაგრამ მას მცველმა დრეშკოვიჩმა დაასწრო და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული, თამაში გათანაბრდა, მეტოქის შეტევები მოვიგერიეთ და სწრაფი კონტრიერიშისას მიქაუტაძე, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მცველმა წააქცია. მერე ხვიჩამ მიქაუტაძე შესანიშნავი პასით მიატოვიჩთან ერთი-ერთზე გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა. მასპინძლებმა პირველად
კარში მხოლოდ 38-ე წუთზე დაარტყეს, მაგრამ მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კიტეიშვილი დაშავდა და კვეკვესკირმა შეცვალა. ოთარმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და იმედია, სერიოზული ტრავმა არ მიუღია. მერე „კვარა“ მეურვეს გაექცა და მახვილი კუთხიდან გატანა მეკარემ არ დაანება. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, გადაცემა უკეთეს პოზიციაში მყოფი მიქაუტაძისთვის გაეკეთებინა. ამას მონტენეგროელთა შეტევა მოჰყვა და ოსმაიჩს ახლო მანძილიდან მამარდაშვილმა არ გაატანინა, ხოლო შეცვლაზე შესულმა იოვეტიჩმა მალე ანგარიში შეამცირა. შემდეგ ალთუნაშვილის კარგი პასით მიქაუტაძე საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი მიატოვიჩმა მოიგერია. 83-ე წუთზე დავითაშვილი მცველს დაუსხლტა, რომელმაც საჯარიმოში წააქცია, თუმცა ზივზივაძემ გაიტანა და პენალტის დანიშვნა საჭირო არ გახდა. მორიგი იერიშისას ზურიკოს მეკარემ არ გაატანინა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ევრო 2024-ზე ამაღლებული განწყობით გაემგზავრება.

სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას უკვე ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს - 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან.

პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“
მონტენეგრო - საქართველო 1:3
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10), 0:2 მიქაუტაძე (33), 1:2 იოვეტიჩი (68), 1:3 ზივზივაძე (83)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 80), შენგელია (წიტაიშვილი 66), ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 66) , კიტეიშვილი (კვეკვესკირი 50), კვარაცხელია (დავითაშვილი 80), მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)

მკითხველის კომენტარები / 77 /
ჩერნოგორია,რა თქმა უნდა ჩვენნაირ ფორმაში ვერ იქნება,მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ასე საგრძნობი უპირატესობით თამაში.როგორც იქნა,შეტევაში დამუშავებული კომბინაციები და სქემები გამოჩნდა და შედეგიც სახეზეა.ამდენი ზუსტი დარტყმა როდის გვქონდა სერიოზულ მეტოქესთან,აღარ მახსოვს.გველესიანს კლასი ეტყობა,თუმცა შეცდომებიც ჰქონდა და აშკარაა,რომ მცველებთან შეთამაშება აკლია.ეს მისი სანაკრებო დებიუტი იყო და ეს არც არის საკვირველი,თუმცა შეტევაში საგოლე პასი მიითვალა და მის თავდაჯერებულობას ესეც დაეხმარება.მეორე ამხანაგური მატჩი რომ არ გაუქმებულიყო,გველესიანი იმასაც ითამაშებდა და რა თქმა უნდა უკეთესად შეეწყობოდა გუნდს.კვირკველიას დიდი ხანი გაუცდა და ჯერ არ ვიცით,პირველ თამაშზე რამდენად იქნება მზად.ასე რომ მაგ პოზიციაზე შესაძლოა პრობლემები გვქონდეს.პირველ ტაიმში საყრდენი ზონა ძალიან კარგად მოქმედებდა და კარში დარტყმა,მეტოქეს არ დავანებეთ.მეორე ტაიმში,კიტეიშვილის გასვლის შემდეგ,კარის წინა ზონები გაგვეხსნა და ძალიან ბევრჯერ დავარტყმევინეთ.ამან დაცვის ცენტრში გაამწვავა არეულობა და ისე გამოვიდა რომ თამაშის კონტროლი დავკარგეთ.მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი,ჩემი აზრით ჩაკვე იყო,რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა და ერთადერთი,კარზე უშუალო მუქარების შექმნაა,თვითონ რომ არ აკეთებს და მხოლოდ პასებით კმაყოფილდება.დარწმუნებული ვარ,ამ ჩემპიონატის მიმდინარეობისას კარშიც დაარტყამს და თუ გაიტანა,მერე ყველა ნახავს,რა შეუძლია ჩაკვეს.მისი ადგილი,პრემიერლიგაშია.კიტე რომ შეუცვლელია,მისმა შეცვლამაც დაგვანახა,ფლანგებზე შენგელია და კაკაბაძე,ნორმალურად გამოიყურებოდნენ,პირველ ტაიმში მაინც.შემტევები კი მართლაც კარგები იყვნენ.ადრე თუ თამაშის გასაძლიერებლად,მიქაუტაძე გამოიყვანა,ბუდუ კი ძირითადში იყო,წუხელ ადგილები გაცვალეს და ორივემ კარგი გოლები გაიტანეს.ესე იგი,ორივე ვარიანტში,მათი იმედი უნდა გვქონდეს.ზურიკოც აქტიურად შემოვიდა უკანიდან დიდებული პასის შემდეგ,თვითონაც მშვენიერი გარღვევით შეტევა საბოლოოდ გოლამდე მიიყვანეს.კვარა თავისას აკეთებდა და საგოლე პასიც მიითვალა.აშკარა იყო,რომ რაც შეეძლო ბოლომდე არ აწვებოდა.მეორე ტაიმში,როცა პასი არ გააკეთა და თვითონ დაარტყა,ანგარიშის გამო მისცა თავს უფლება.თვითონაც ძალიან უნდოდა გატანა და დაარტყა,მაგრამ ერთი წუთის შემდეგ,უკვე დასარტყმელი არ დაარტყა და პასი გააკეთა,წინა მომენტის დანაშაულის შეგრძნების გამო.ოფიციალურ თამაშში თავს უფლებას არავინ მისცემს,ასეთი რამე გააკეთოს.რა ვიცი.რაც ვნახე,დღეს საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი გუნდია,ვიდრე საბერძნეთთან იყო,თუმცა მეტოქეებიც უფრო ძლიერები გვყავს და წინასწარ გულზე მუშტის ბრაგუნი,არ გამოვა,მაგრამ არც არავისი უნდა გვეშინოდეს.ჩვენ უკვე შეტევითი პოტენციალი გვაქვს და დაცვაშიც სტაბილურად თუ დავდექით,რაღაცა კი უნდა გამოგვივიდეს.ჩერნოგორიელებს მადლობა ტაბლოზე გამოტანილი გზის დალოცვის და იმის გამოც,საკუთარ მოედანზე დამარცხების მიუხედავად,უხეშობა რომ არ იკადრეს.სულ კი მეშინოდა.ვუსურვებ,მომდევნო ჩემპიონატზე,ისინი გახდნენ,ჩემპიონატის დებიუტანტები.ჩვენ ბიჭებსაც წარმატებულ თამაშს ვუსურვებ გერმანიაში და ძმებო გულშემატკივრებო,ვინც გერმანიაში უყურებთ ამ თამაშებს.სხვა გზა არაა,ჩვენს ნაცვლადაც თქვენ უნდა დაიხეთქოთ ყელები და არ აგრძნობინოთ ბიჭებს,რომ გერმანია სავსეა თურქებით და მეტი გულშემატკივარი ეყოლებათ სტადიონზე.აქ კი ვჭამთ,ერთმანეთს,მაგრამ იმ საჰაერო ორმოში ჩავარდნილი თვითმფრინავის მგზავრების და ეკიპაჟისა არ იყოს,სადაც აუცილებელია,იქ უნდა გავერთიანდეთ და როგორც ის თვითმფრინავი ამოათრიეს,ისე მივაწვეთ და გავატანინოთ ლელო,ჩვენ ბიჭებსაც.საქათველოს ნაკრები და მისი გულშემატკივარი!ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვიბრძოლებთ.ღმერთი გვეწეოდეს.
სოსო
10 ივნისი 2024 15:07
1
გუშინდელი თამაშის მერე დავითაშვილი აღარ მევასება!
ჯერ ერთი: იღორა და საგოლე პასი არ გააკეთა,
მეორე: არც გოლის დროს აპირებდა პასს და არც მიულოცა,
და მესამე: 9 ნომერი მაისურა მიისაკუთრა დაუსახურებლად!
მამამისმა სჯობია ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კურკურს თავის ბიჭს ჩაუკურკუროს რომ მაგისი ძველბიჭობა და ეგოიზმი არევს სიტუაციას ნაკრებში და საბოლოოდ ისევ მაგასვე ავნებს.
ეძმაკაცემა კვარს და მამარდას და სხვებს ზემოდან უყურებს , ბიჭები ითმენენ ისევ კვარას მამარდას და საქმის ხათრით, მარა მგონია რომ კაშია, კვეკვესკირი და სანოილი უნდა დაელაპარაკონ და მიაყენებინონ ერთი ადგილი.
ქეცბას რომ აიგნორირებდნენ ხოლმე მისი თაობის თბილისელი ვარსკვლავ ბიჭუნები იმას მაგონებს ეს სიტუაცია და სანიოლმა უნდა მიხედოს ამ სიტუაციას. ასე არ ივარგებს!
სათქმელი ახლა უნდა ითქვას რომ ჩაგიგუბებიათ მდორე წყალი პირში და ხმას არავინ იღებთ!
ბს
10 ივნისი 2024 14:35
7
ბუდუს მეორე გოლიც არ გაატანინა ზურიკომ. აქ ამ ვიდეოში ნახეთ:

ბუდუმ მშვენიერი პასი გაუკეთა და ცარიელი კარებისკენ მირბინა. დავითაშვილმა არ დაუბრუნა და მეკარემ დაუბლოკა.

ესეთი მიდგომა ნაკრების და თანაგუნდელების მიმართ ეხლავე უნდა ამოიძირკვოს ან ზურიკო ჩაიხსნას !!!
გია_544
10 ივნისი 2024 17:05
1
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სანიოლის 3-5-2-მა მშვენივრად იმუშავა შედარებით სუსტ მონტენეგროსთან და იგივე ტაქტიკით უფრო ძლიერებთანაც გვექნება შანსი ( პორტუგალიასთან კი), ოღონდ მხოლოდ ნახევარი საათით, მაქსიმუმ ერთი ტაიმი... სწორედ ამ დროის განმავლობაში ინარჩუნებს მობილურობის ჩვენი 5 კაციანი ( ხვიჩათი 6-იც) ნახევარდაცვა და ახერხებს შედარებით სუსტი დაცვისა და ძლიერი შეტევის ხაზის დაკავშირება-დაბალანსებას... უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კიტე და ჩაკვე, ვისზეც დიდწილად არის დამოკიდებული ნახევარდაცვის მობილურობა, საუკეთესო თვისებებს ნახევარი საათის განმავლობაში ავლენენ (მეტს არც კლუბებში თამაშობენ), ქოჩორაშვილი სულაც არ მოიაზრება ძირითადის მოთამაშედ ლევანტეში, შენგელია ტრამვამდეც ვერ ქაჩავდა სრულ ტაიმს, გოჩოლეიშვილი, ვისაც ფიზმომზადება ნამდვილად არ აკლია, კაცმა არ იცის, რა ფორმაშია - აღარც კლუბში ენდობიან და აღარც ნაკრებში და ამ მხრივ ყველაზე საიმედოდ კი აქამდე ყველაზე არასაიმედო კაკაბაძე მოსჩანს... კი ბატონო, მექვაბიშვილმა და ალთუნაშვილმა მოსალოდნელზე უკეთ ითამაშეს, წიტაიშვილს სტაბილურად არა უშავს, კვეკვე - უკომენტაროდ, მაგრამ
კიტეს და ჩაკვეს შეცვლისგან შორს არიან და ფაქტიურად ჩამშლელისა და გამთამაშებლის გარეშე ვრჩებით... შედარებისთვის, შემცვლელი არც ჩალჰანოღლუს ჰყავს, მაგრამ ეგ კაცი დაღლილი არავის უნახავს, ისევე როგორც ბერნარდო სილვა და ბრუნო ფერნანდესი ( ჩეხებზე ვერაფერს გეტყვით) - ტიპები 90 წუთის განმავლობაში უამრავ შავ სამუშაოს ასრულებენ და არც ტრავმებისადმი არიან მიდრეკილი... ვინც ჩვენი ნაკრების ამ სუსტ მხარეს სწორად გააანალიზებს, სწორედ ნახევარდაცვის დაღლა-გამოფიტვაზე გააკეთებს აქცენტს ( უარეს შემთხვევაში ტრამვის მიყენებაზე) და ბოლო 30 წუთში უპრობლემოდ მოგვახვევს თავზე თავის სათამაშო სტილს, რადგან მაგ დროს გვეწყება ყველაზე ცუდი - კვარა იძულებულია, ბურთის მოსაპოვებლად საკუთარ საჯარიმომდე სდიოს მეტოქეს, ვეღარც თამაშის ტემპს აკონტროლებს და ვეღარც ისეთი პროდუქტიულია, - შესაბამისად მიქაუტაძე ( ზივზივაძე) აბსოლუტურად უსაქმოდ რჩება, ქანგგაწყვეტილი ნახევარდაცვა მხოლოდ დაცვის დახმარებაზეღა ფიქრობს, სწრაფი კონტრშეტევის საშუალებაც რომ იყოს, მაინც ბურთის გაგორება ურჩევნიათ ( ასეთები გუშინაც ვნახეთ და ამას გამართლება არც ამხანაგურში აქვს - სწრაფი კონტრშეტევა შენზე მეტად მეტოქეს აცლის სიქას... მეტოქეს შენი კონტრშეტევის აღარ ეშინია, მაღალი პრესინგით თამამად გახრჩობს და მთლიანად გიკონტროლებს თამაშის სადავეებს... თუ ეს გუშინ ნაკლებად გამოჩნდა, ყველამ ვიცით, რომ ევროზე მაგის იმედად ვერ ვიქნებით, მაგრამ რაც გამოჩნდა, სწორი დასკვნების გასაკეთებლად, სრულიად საკმარისია - მშვენივრად დაწყებულ თამაშში
საბოლოოდ ჩვენ 21- ჯერ დავჯარიმდით, ისინი 12 -ჯერ, რაც ნიშნავს, რომ მათი შეჩერება ან ბურთის ართმევა უჯარიმოდ აღარ შეგვეძლო და შეცვლაზე შემოსულმა, მაგრამ მაინც 34 წლის იოვეტიჩმა იმდენჯერ დაგვირტყა კარში და კარისკენ, რამდენსაც ოლიმპიაკოსში ლამის სეზონის განმავლობაში ურტყამს... მოკლედ, ყველასთან ბოდიში ამდენი კრიტიკისთვის, კარგსაც ვხედავ და ცუდსაც, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ 8 დღის განმავლობაში 3 მატჩის ჩატარება გვიწევს უმაღლეს დონეზე ( პირველად ისტორიაში) და წარმატებული გამოსვლის იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გვქონდეს, თუ ზემოთქმულს გაითვალისწინებს და ძალების სწორად გადანაწილებას შეძლებს სანიოლი და სამწვრთნელო შტაბი, ადვილი არ იქნება და წარმატებები მას და ბიჭებს.
ვოოტ
10 ივნისი 2024 14:23
1
კარგი ანალიზია!კანკავა თავისი უდიდესი გამოცდილებით,ძალიან გამოგვადგებოდა,მაგრამ იმდენი უძახეს წადიო,თავმოყვარე კაცია და წავიდა.სიგუა და თუნდაც აზაროვი,ძალიან კარგი ბიჭები არიან,მაგრამ ჯერ მხოლოდ ბიჭები.კანკავა კი, ჩამოყალიბებული კაცია და რაც არის,სტაბილურად იმ დონეზეა.სკამზეც და მოედანზეც ის აუცილებლად გამოადგებოდა ჩვენს ნაკრებს.აგერ,შეცვალეს კიტე და საჯარიმოს ხაზიდან ყველა ბურთი კარისაკენ წავიდა.კანკავა სხვებს სჯობია ჩამშლელის პოზიციაზე,ქოჩორაშვილთან ერთად.დღეს ქოჩორა კიტეს დუეტს,ღირსეულად ვერავინ ცვლის და ტრავმა იყოს,ან დისკვალიფიკაცია,ან გადაღლა,კანკავას შეეძლო,მათი მეტ ნაკლებად შეცვლა.ალთუნაშვილი,მექვაბიშვილი,სიგუა,ჯერ იმდენად მომწიფებულები არ არიან,რომ ეს პოზიციები დაფარონ.
სოსო
10 ივნისი 2024 18:14
0
ყველაფერი კარგადაა, გარდა მარჯვენა ფლანგისა, კაკაბაძე რატომაა ხელშეუხებელი და რატომ არ ჯობია მას გოჩოლეიშვილი, ვერ ვხვდები?! ერთი ზუსტი ჩაწოდება გამახსენეთ ვინმემ კაკაბაძისგან, რომელიც გოლით ან კარში დარტყმით დამთავრდა. ეგეთი სწორხაზოვანი ქართველი ფეხბურთელი ძალიან იშვიათად მინახავს. აბსოლუტურად ყველა მისი ჩაწოდება უმისამართო და უზუსტოა ან უკან პასს აკეთებს. შე კაი კაცო, მთელს მინდორს გადაირბენ, ბურთს მიიღებ და უკან მოდიხარ, მაშინ წინ რისთვის წახვედი?!
ბმბ
10 ივნისი 2024 13:38
4
crystalsport გადავხედე რამდენჯერმე ბუდუს გოლის ვიდეოს. ზურიკო არც პასის გაკეთებას აპირებდა ბუდუზე, არც ბუდუს გოლი გაუხარდა, არც ბუდუს მიულოცა. პასისთვის ავტორს გადაეხვია და ბუდუ არც შეიმჩნია....
თქვენც გადახედეთ ამ ვიდეოს და თქვენით გამოიტანეთ დასკვნა!
გია_544
10 ივნისი 2024 12:36
5
არც ის 9 ნომერი ეკუთვნოდა. ნამეტანი ძველბიჭობს და თავში აქვს მგონი ავარდნილი.
ბს
10 ივნისი 2024 14:20
4
კლავიატურის ვირთხები და ლომები :))))))))
Pepelu
10 ივნისი 2024 12:31
0
არ იყო საჭირო ბევრი გოლების გატანა ამ ამხანაგურში, დაწყნარდით. 5-1 რო მოგვეგო უფრო სერიოზულად მოგვიდგებოდნენ მერე ევროზე. თავის გაგიჟება არ იყო საჭირო მოკლედ
Sindikati
10 ივნისი 2024 12:11
1
გველესიანმა ითამაშა ძალიან კარგად! მაღალი დონე იგრძნობა! ერთი თავით მაღლაა სხვებთან შედარებით, ორი თავით მაღლაა სიმაღლეში:). რამდენიმე შეცდომა დაუშვა, როგორც კვარამ და ზურიკომ. ეგ არაფერი, ცუდი ის არის რომ 33 წლის კაცს აქამდე არ მისცეს სათამაშო დრო... წარმატებები ნაკრებს!
პროფესტო
10 ივნისი 2024 12:01
2
ნამდვილად კარგად ითამაშა, თუმცა ევროპულ სისწრაფეებთან ცოტა აგვიანებდა, შეჩვევაა საჭირო.
გიზოგ
10 ივნისი 2024 12:34
0
საინტერესოა ბრაზილიას რომ მოვუგოᲗ მარაკანაზე ყველა იქნება კმაყოფილი Თუ რამე,, საინტერესო,,აზრს ᲨემოგვᲗავაზებენ?)))
გიუშა
10 ივნისი 2024 11:34
1
ანგარიშს გააჩნია DDD თუ 4-2 მოვიგებთ დაცვას მიწასთან გაასწორებებ. DDD 4-0 იტყვიან არასწორი ტაქტიკა იყოო და რა ამბავია მაგდენი მომენტების ვერ გამოყენებაო. DDD
G.LA
10 ივნისი 2024 18:42
0
ცენტრალური მცველები გვინდა სასწრაფოდ! გველესიანი ვერ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს სამწუხაროდ და კაშიაც ნელნელა უნდა შეიცვალოს, იმდენად დიდ რესურსს ხარჯავს თითოეული გარბენისას რომ გუნდის ორგანიზების რესურსიც აღარ რჩება რაც ადრე მისი პლუსი იყო.
ემიგრანტი
10 ივნისი 2024 11:10
10
გველესიანი იყო საუკეთესო, რა დონეს ვერ აკმაყოფილებს? :) კაშიასაც სჯობს, კვერკველიასაც და დვალსაც! ვუყურეთ და ვნახეთ ხალხმა.
eq4q
10 ივნისი 2024 11:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული