საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში გასვლაზე მონტენეგრო 3:1 დაამარცხა.
მწვრთნელმა სანიოლმა ოპტიმალურთან მიახლოებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ჯერ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარე მიატოვიჩმა მოიგერია, ცოტა ხანში კი კიტეიშვილმა „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შემდეგ ჩაკვეტაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე კვარაცხელია გაიყვანა, მაგრამ მას მცველმა დრეშკოვიჩმა დაასწრო და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული, თამაში გათანაბრდა, მეტოქის შეტევები მოვიგერიეთ და სწრაფი კონტრიერიშისას მიქაუტაძე, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მცველმა წააქცია. მერე ხვიჩამ მიქაუტაძე შესანიშნავი პასით მიატოვიჩთან ერთი-ერთზე გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა. მასპინძლებმა პირველად კარში მხოლოდ 38-ე წუთზე დაარტყეს, მაგრამ მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიტეიშვილი დაშავდა და კვეკვესკირმა შეცვალა. ოთარმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და იმედია, სერიოზული ტრავმა არ მიუღია. მერე „კვარა“ მეურვეს გაექცა და მახვილი კუთხიდან გატანა მეკარემ არ დაანება. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, გადაცემა უკეთეს პოზიციაში მყოფი მიქაუტაძისთვის გაეკეთებინა. ამას მონტენეგროელთა შეტევა მოჰყვა და ოსმაიჩს ახლო მანძილიდან მამარდაშვილმა არ გაატანინა, ხოლო შეცვლაზე შესულმა იოვეტიჩმა მალე ანგარიში შეამცირა. შემდეგ ალთუნაშვილის კარგი პასით მიქაუტაძე საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი მიატოვიჩმა მოიგერია. 83-ე წუთზე დავითაშვილი მცველს დაუსხლტა, რომელმაც საჯარიმოში წააქცია, თუმცა ზივზივაძემ გაიტანა და პენალტის დანიშვნა საჭირო არ გახდა. მორიგი იერიშისას ზურიკოს მეკარემ არ გაატანინა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ევრო 2024-ზე ამაღლებული განწყობით გაემგზავრება.
სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას უკვე ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს - 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან.
პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“
მონტენეგრო - საქართველო 1:3
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10), 0:2 მიქაუტაძე (33), 1:2 იოვეტიჩი (68), 1:3 ზივზივაძე (83)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 80), შენგელია (წიტაიშვილი 66), ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 66) , კიტეიშვილი (კვეკვესკირი 50), კვარაცხელია (დავითაშვილი 80), მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)
ჯერ ერთი: იღორა და საგოლე პასი არ გააკეთა,
მეორე: არც გოლის დროს აპირებდა პასს და არც მიულოცა,
და მესამე: 9 ნომერი მაისურა მიისაკუთრა დაუსახურებლად!
მამამისმა სჯობია ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კურკურს თავის ბიჭს ჩაუკურკუროს რომ მაგისი ძველბიჭობა და ეგოიზმი არევს სიტუაციას ნაკრებში და საბოლოოდ ისევ მაგასვე ავნებს.
ეძმაკაცემა კვარს და მამარდას და სხვებს ზემოდან უყურებს , ბიჭები ითმენენ ისევ კვარას მამარდას და საქმის ხათრით, მარა მგონია რომ კაშია, კვეკვესკირი და სანოილი უნდა დაელაპარაკონ და მიაყენებინონ ერთი ადგილი.
ქეცბას რომ აიგნორირებდნენ ხოლმე მისი თაობის თბილისელი ვარსკვლავ ბიჭუნები იმას მაგონებს ეს სიტუაცია და სანიოლმა უნდა მიხედოს ამ სიტუაციას. ასე არ ივარგებს!
სათქმელი ახლა უნდა ითქვას რომ ჩაგიგუბებიათ მდორე წყალი პირში და ხმას არავინ იღებთ!
ბუდუმ მშვენიერი პასი გაუკეთა და ცარიელი კარებისკენ მირბინა. დავითაშვილმა არ დაუბრუნა და მეკარემ დაუბლოკა.
ესეთი მიდგომა ნაკრების და თანაგუნდელების მიმართ ეხლავე უნდა ამოიძირკვოს ან ზურიკო ჩაიხსნას !!!
კიტეს და ჩაკვეს შეცვლისგან შორს არიან და ფაქტიურად ჩამშლელისა და გამთამაშებლის გარეშე ვრჩებით... შედარებისთვის, შემცვლელი არც ჩალჰანოღლუს ჰყავს, მაგრამ ეგ კაცი დაღლილი არავის უნახავს, ისევე როგორც ბერნარდო სილვა და ბრუნო ფერნანდესი ( ჩეხებზე ვერაფერს გეტყვით) - ტიპები 90 წუთის განმავლობაში უამრავ შავ სამუშაოს ასრულებენ და არც ტრავმებისადმი არიან მიდრეკილი... ვინც ჩვენი ნაკრების ამ სუსტ მხარეს სწორად გააანალიზებს, სწორედ ნახევარდაცვის დაღლა-გამოფიტვაზე გააკეთებს აქცენტს ( უარეს შემთხვევაში ტრამვის მიყენებაზე) და ბოლო 30 წუთში უპრობლემოდ მოგვახვევს თავზე თავის სათამაშო სტილს, რადგან მაგ დროს გვეწყება ყველაზე ცუდი - კვარა იძულებულია, ბურთის მოსაპოვებლად საკუთარ საჯარიმომდე სდიოს მეტოქეს, ვეღარც თამაშის ტემპს აკონტროლებს და ვეღარც ისეთი პროდუქტიულია, - შესაბამისად მიქაუტაძე ( ზივზივაძე) აბსოლუტურად უსაქმოდ რჩება, ქანგგაწყვეტილი ნახევარდაცვა მხოლოდ დაცვის დახმარებაზეღა ფიქრობს, სწრაფი კონტრშეტევის საშუალებაც რომ იყოს, მაინც ბურთის გაგორება ურჩევნიათ ( ასეთები გუშინაც ვნახეთ და ამას გამართლება არც ამხანაგურში აქვს - სწრაფი კონტრშეტევა შენზე მეტად მეტოქეს აცლის სიქას... მეტოქეს შენი კონტრშეტევის აღარ ეშინია, მაღალი პრესინგით თამამად გახრჩობს და მთლიანად გიკონტროლებს თამაშის სადავეებს... თუ ეს გუშინ ნაკლებად გამოჩნდა, ყველამ ვიცით, რომ ევროზე მაგის იმედად ვერ ვიქნებით, მაგრამ რაც გამოჩნდა, სწორი დასკვნების გასაკეთებლად, სრულიად საკმარისია - მშვენივრად დაწყებულ თამაშში
საბოლოოდ ჩვენ 21- ჯერ დავჯარიმდით, ისინი 12 -ჯერ, რაც ნიშნავს, რომ მათი შეჩერება ან ბურთის ართმევა უჯარიმოდ აღარ შეგვეძლო და შეცვლაზე შემოსულმა, მაგრამ მაინც 34 წლის იოვეტიჩმა იმდენჯერ დაგვირტყა კარში და კარისკენ, რამდენსაც ოლიმპიაკოსში ლამის სეზონის განმავლობაში ურტყამს... მოკლედ, ყველასთან ბოდიში ამდენი კრიტიკისთვის, კარგსაც ვხედავ და ცუდსაც, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ 8 დღის განმავლობაში 3 მატჩის ჩატარება გვიწევს უმაღლეს დონეზე ( პირველად ისტორიაში) და წარმატებული გამოსვლის იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გვქონდეს, თუ ზემოთქმულს გაითვალისწინებს და ძალების სწორად გადანაწილებას შეძლებს სანიოლი და სამწვრთნელო შტაბი, ადვილი არ იქნება და წარმატებები მას და ბიჭებს.
თქვენც გადახედეთ ამ ვიდეოს და თქვენით გამოიტანეთ დასკვნა!