ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში სტუმრად მონტენეგროს 3:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა და მომენტების უკეთ გამოყენების შემთხვევაში, უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებდით. ეს გამარჯვება ჩვენთვის გერმანიაში ჩასატარებელი შეხვედრების წინ თვითდაჯერების მხრივ ბევრს ნიშნავდა. თუმცა ფიზიკურად ჯერ ბოლომდე არ ვართ მზად, ეს მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ახლა ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ. თურქეთთან პირველ დაპირისპირებამდე ცხრა დღე გვაქვს, რათა გერმანიაში გასამართი თამაშებისთვის უკეთ მოვემზადოთ. ევროპირველობაზე დიდი გამოცდილება უნდა მივიღოთ. ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ბევრი გვყავს, დიდ ტურნირზე
ასპარეზობა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის", - ციტირებს სანიოლს vijesti.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ხვიჩა გადამწყვეტ მომენტში პასს არ აკეთებს და ეს ღორობა უნდა მოიშალოს.
Status quo
08:16 10-06-2024
22
კიტეს იმედია არაფერი სერიოზული,ძალიან დიდი ძალაა. ისე კარგი იყო ნაკრები,აშკარად აჯობეს მოწინააღმდეგეს. მგონი საშუალო დონის გუნდობაზე უნდა გქონდეს აწი პრეტენზია! დიდი კონკურენციაა, დავიტაშვილის და ზივზივაძის დატოვება სკამზე დიდი ფუფუნებაა,ასევე ლობჟანიძის.
რერო
08:58 10-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული