ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში სტუმრად მონტენეგროს 3:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა და მომენტების უკეთ გამოყენების შემთხვევაში, უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებდით. ეს გამარჯვება ჩვენთვის გერმანიაში ჩასატარებელი შეხვედრების წინ თვითდაჯერების მხრივ ბევრს ნიშნავდა. თუმცა ფიზიკურად ჯერ ბოლომდე არ ვართ მზად, ეს მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ახლა ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ. თურქეთთან პირველ დაპირისპირებამდე ცხრა დღე გვაქვს, რათა გერმანიაში გასამართი თამაშებისთვის უკეთ მოვემზადოთ. ევროპირველობაზე დიდი გამოცდილება უნდა მივიღოთ. ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ბევრი გვყავს, დიდ ტურნირზე
ასპარეზობა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის", - ციტირებს სანიოლს vijesti.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თუ არ ჩავთვლით ქოჩორას, ლობჟანიძეს, ზურიკოს და ბუდუს(ალბათ 70წთ), გვყავს გუნდი, რომელიც მხოლოდ ერთ ტაიმს უძლებს მთელი დატვირთვით თამაშისას. ამიტომაც, როგორც შეცვალეს კიტე (არ მგონია მაინცდამაინც ტრავმის გამო, უფრო დაღლა ეტყობოდა), ასევე დროულად უნდა შეცვალონ დაღლილი ფეხბურთელები რაც შეიძლება მალე მეორე ტაიმში და არა მე-60 ან 70-ე წუთზე. აუცილებელია პრესინგი მინიმუმ 5-6 კაცით და მერე ვნახავთ უამრავ გატანილ გოლს დაწნეხილი მოწინააღმდეგის კარში. არაფრის დიდებით არ უნდა დავთმოთ ცენტრი - ეს უნდა იყოს გუნდის უპირველესი ამოცანა. არავითარი მეორე ნომრად თამაში, 80-90% შემთხვევაში დამარცხებულები დავტოვებთ მინდორს. წარმატებები ბიჭებს, თურქებთან ნაღდად არ გაგვიჭირდება მოგება.
გიო
16:14 10-06-2024
3
უმოტივაციო მონტენეგროსთან თამაშზე სერიოზულად მსჯელობა არა ღირს.
ჩემი აზრით
12:27 10-06-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული