საკუთარ მოედანზე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებთან დამარცხების (1:3) შემდეგ მონტენეგროს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ ისაუბრა:
"გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ნაკლოვანებები დავინახეთ, რაზეც მუშაობა გვჭირდება. მეტოქეს წარმოუდგენელი გადასვლები ჰქონდა და კონტრშეტევაზე კარგად გადმოდიოდა. პირველი გოლი კუთხურიდან გავუშვით, შემდეგ კი ავნერვიულდით, რაც ნორმალურია. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. სექტემბრისთვის გაცილებით უკეთ მოვემზადებით. ივნისში სათანადოდ სათამაშოდ მზად არ აღმოვჩნდით, რადგან ყველას სეზონი დაუსრულდა და შვებულებაზე ფიქრობდნენ".
vijesti აღნიშნავს, რომ ბელგიასთან 0:2 წააგეს და დღესაც ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილე მათი გუნდისთვის ზედმეტად ძლიერი იყო.