რობერტ პროსინეჩკი: საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი კონტრშეტევები აქვს

AutoSharing Option
საკუთარ მოედანზე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებთან დამარცხების (1:3) შემდეგ მონტენეგროს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ ისაუბრა:

"გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ნაკლოვანებები დავინახეთ, რაზეც მუშაობა გვჭირდება. მეტოქეს წარმოუდგენელი გადასვლები ჰქონდა და კონტრშეტევაზე კარგად გადმოდიოდა. პირველი გოლი კუთხურიდან გავუშვით, შემდეგ კი ავნერვიულდით, რაც ნორმალურია. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. სექტემბრისთვის გაცილებით უკეთ მოვემზადებით. ივნისში სათანადოდ სათამაშოდ მზად არ აღმოვჩნდით, რადგან ყველას სეზონი დაუსრულდა და შვებულებაზე ფიქრობდნენ".

vijesti აღნიშნავს, რომ ბელგიასთან 0:2 წააგეს და დღესაც ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილე მათი გუნდისთვის ზედმეტად ძლიერი იყო.

alt

ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს

altმონტენეგროელების დასაფასებელი საქციელი საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა [PHOTO]

altმშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ასრულდაა მოვესწარიით ! ნორმალური არა ჭ კლასის გუნდის პატრონები ჩვენზე ამბობენ ჩვენი გუნდისთვის ზედმეტად ძლიერი იყო-ო !
zura222
05:59 10-06-2024
4
კლასში სხვაობა აშკარა იყო. მომენტების რეალიზაციაზე მეტი მუშაობაა საჭირო და დარწმუნებული ვარ ევროპაზე ჩვენს სიტყვას ვიტყვით.
ქობულეთიდან
09:21 10-06-2024
4

სიახლეები პოპულარული