რა დაგვანახა საქართველოს ნაკრების მატჩმა ევროპის ჩემპიონატისთვის? - შექებაცა და ხისტი სიცხადის მხილებაც...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო ამხანაგურ მატჩში (3:1) დაამარცხა და კიდევ უფრო გაამყარა ის ოპტიმიზმი, რაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება. ამის მიუხედავად, განვლილი შეხვედრა სხვადასხვა კუთხით საფუძვლიან ანალიზსა და კრიტიკულ მსჯელობას მოითხოვს. ჩვენ ახალი გამოწვევები გვაქვს, სადაც არც შექება უნდა დავივიწყოთ და არც ხისტი სიცხადის მხილება...

შემადგენლობა და ცვლილებები

ვილი სანიოლმა თითქოს როგორც მოკეთეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს ბოლომდე დაანახა, თუ რომელ ფეხბურთელებს შეიძლება დაეყრდნოს ევროპირველობის სადებიურო მატჩში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ. ერთადერთი ცვლილება იძულებითი იყო, საბა კვირკველია ჯერ ბოლომდე მზად არაა. ფაქტია, საქართველოს ნაკრების
მწვრთნელმა იდეალურ ტაქტიკურ სქემას მიაგნო, ხოლო, როცა მასზე უარი თქვა, ესპანეთთან (1:7) მწარედ დამარცხდა. ფრანგმა სპეციალისტმა თავისი ჩანაფიქრებისთვის შესაფერისი ფეხბურთელებიც გამოკვეთა. ამას უარყოფითი რაც შეიძლება ჰქონდეს, მოწინააღმდეგეებმა მაქსიმალურად შეგვისწავლონ. საჭიროების შემთხვევაში, ე.წ. გეგმა "ბ" უნდა მოგვეპოვებოდეს, რაზეც არაერთხელ მიგვინიშნებია.

ამხანაგურმა მატჩმა თითქოს ის ახალი ფეხბურთელებიც გამოკვეთა, სანიოლი მინდორზე შესასვლელად პირველ რიგში რომ მოუხმობს. გამოჩნდა, რატომაა გუნდში საკმაოდ ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი, რთულ მეურვეებთან აქ როტაცია საჭირო იქნება. თუკი გიორგი ჩაკვეტაძის ალტერნატივად აქამდე ზურიკო დავითაშვილი მიიჩნეოდა, იქნებ ეს მისია ახლა სანდრო ალთუნაშვილმა მოირგოს, ზურიკო კი უფრო ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად იქცეს. ნიკა კვეკვესკირი მინდორზე შესვლის მაინც უმთავრესი კანდიდატი თუ იყო, იქნებ ეს როლი ანზორ მექვაბიშვილს (მოედანზე არსებულ ვითარებას გააჩნია) მიენიჭოს. ძალების გადანაწილება და როტაცია ასეთ ტურნირზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი შუახაზელებისგან ამ ეტაპზე არავის შეუძლია ის ფუნქციები იტვირთოს, რისი განხორციელებაც ოთარ კიტეიშვილს ხელეწიფება. მას ტრავმების გამო არასტაბილურობა ჰქონდა, თორემ არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩვენს ნახევარმცველებს შორის ყველაზე შემოქმედებითია.

მიქაუტაძემ აუღელვებლად გაიტანა...

Sportall.Ge

ძალიან კარგია ის რესურსი, რაც შეტევაშია. მოწინააღმდეგეებიდან თუ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ფუფუნება აქვს, სხვადასხვა ფორვარდს ენდოს. თურქეთთან გიორგი მიქაუტაძე რომ დაიწყებს, ეს უტყუარი ჩანს, მომდევნო ტურში (ჩეხეთთან) კი იქნებ პირველი წუთებიდან ბუდუ ზივზივაძე ვიხილოთ. არ დაგვავიწყდეს მათი ერთდროულად გამოყენების საშუალებაც. ბარემ საბერძნეთთან ფინალურ დაპირისპირებასაც თუ გავიხსენებთ, საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერი გიორგი ქვილითაია იქ კონკრეტული და შედეგიანი დავალებებით შემოვიდა.

რაც არ მოგვეწონა...

ტაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს დაცვაში მეტი ყურადღება და შეტევაში შანსების ეფექტურად გამოყენება მართებს. მონტენეგრო "წყალწაღებული" ნამდვილად არაა, თუმცა მაინც, თურქეთის ნაკრები ამდენ შანსს არ შეგვაქმნევინებს და თავადაც უფრო უნარიანად შემოგვიტევს  ამიტომ დაცვაში ყურადღებაც მეტადაა საჭირო და მომენტების რეალიზებაც. სანიოლი იტყვის, რომ დაცვა გუნდური ელემენტია და მხოლოდ მცველებს არ ევალებათო, რაშიც მართალიც იქნება, მაგრამ უკანა ხაზს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში მეტი მოეთხოვება, მით უმეტეს, ჩეხების ათლეტური შემტევების ფონზე; კონტრშეტევაზეც უფრო უნდა გამოიყენო მომენტები, მაგრამ ყველა სახიფათო ეპიზოდი გოლად მაინც რომ ვერ იქცევა, ესეცაა.

საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდში გუნდურობა აშკარად სახეზეა, მაგრამ არ ვიცით ამხანაგური შეხვედრის თუ სხვა მიზეზის გამო, რამდენიმე ეპიზოდში ეგოიზმი აშკარად ჭარბად იყო. ზუსტად ვიცით, სანიოლი ამას მნიშვნელოვან ყურადღებას დავუთმობს, ბიჭებს კი მისი გააზრების პრობლემა ისედაც არ ექნებათ.

გასაგებია, ჩვენი სტრატეგია ბურთის დათმობასაც ითვალისწინებს, მაგრამ ამ დროს მეტი კონცენტრაცია გვჭირდება და მხოლოდ მეკარის გადარჩენის ამარა არ უნდა დავრჩეთ, ეს ამბავი კიდევ უფრო დასახვეწია!..

კიდევ ერთია ბურთის იმ ზონაში დაკარგვა, საიდანაც ხიფათი გარდაუვალია, თანაც, როცა ჩალხანოღლუსა და მსგავსი კალიბრის ფეხბურთელებს ეპაექრები. კარგია, როცა შეტევაში ქაოტურად არ ამოდიხარ, მაგრამ რისკები მინიმუმამდეა დასაყვანი.

მცველებს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში მეტი მოეთხოვებათ...

Sportall.Ge

რაც კარგი იყო...

საქართელოს ნაკრები ჰგავდა გუნდს, რომელმაც იცის, წარმატებისთვის რა სჭირდება. სანიოლი ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობის გამოყენებას, რაც იმავე წინახაზელების სისწრაფეს უკავშირდება, კარგად ახერხებს. როგორც შეტევის, ასევე კონტრიერიშის დროს "ჯვაროსნები" კარგადაა გადანაწილებული და ყველამ იცის, თავის შანსს სად დაელოდოს. ამაში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი დიდია, ის ირგვლივ ბევრ მეტოქეს იკრებს და თანაგუნდელებს სივრცეებს მშვენივრად უთავისუფლებს (საგოლე პასიც სულ სხვა დონე იყო).

აშკარაა, სტანდარტულ მდგომარეობებს უფრო პროდუქტიულად ვიყენებთ, მარცხნიდან გიორგი ჩაკვეტაძის (დიდებული პასები შემოგვთავაზა და ახლა სულ მარცხნივ აღარ მიიწევდა) კუთხურები სახიფათოა. საგულისხმო იყო, რომ ლევან შენგელიას მარჯვენა ალმიდან ჩაწოდება სათანადოდ რომ არ წაუვიდა, მწვრთნელმა ეს უფლება ხვიჩა კვარაცხელიას გადააბარა. "კვარას" ნეაპოლურმა შესანიშნავმა ჯარიმამ იმედები მოგვცა, ის ამას ნაკრებშიც შეძლებს და მცდელობა საკმაოდ კარგი იყო.

დაცვაში შეცდომების მიუხედავად, გიორგი გველესიანის შეტევაში ჩართვები ძალიან კარგი იყო. ეს ისაა, რაც ჩვენ ცენტრალურ მცველებს აშკარად აკლიათ.

ისე ჩანს, სანიოლი ფლანგელებს უპირველესად დაცვაში თამაშს ავალებს და ამ მხრივ ოთარ კაკაბაძესა და ლევან შენგელიას მიმართებით საკმაოდ დამაჯერებელი სიტუაციაა. მეტი შეტევის სურვილის შემთხვევაში ალტერნატივები აშკარად გვყავს და ეს გიორგი წიტაიშვილის მაგალითზეც ვნახეთ.

კიტეიშვილის გარეშე ბურთის კონტროლი კი გვიჭირდა, თუმცა ჩვენი ნახევარდაცვისგან მაგარი პასები ვნახეთ - ჯერ "ჩაკვეს", მერე სანდრო ალთუნაშვილის და ანზორ მექვაბიშვილმაც "დახატა". რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, ის ბევრს მოძრაობს და ძალიან საჭირო შუახაზელია.

განწყობა მშვენიერია, უფრო მეტს კი 18 ივნისს ვნახავთ, ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში!..

altმშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]

altვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს

მკითხველის კომენტარები / 45 /
ამ ფორმაციის დაცვაში გველესიანი იყო სუსტი რგოლი. ამიტომ იოვეტიჩიც მის მხარეს დადგა და ყველა ორთაბრძოლა მოუგო. გიორგის დებიუტი იყო ნაკრებში და ალბათ ამიტომაც დაუშვა შეცდომები, რაც გამოსწორებადია. თავით თამაშით გველესიანი აშკარად საუკეთსოა ნაკრებში! ნახევარდაცვაში ყველაფერი იყო იდეალურად!! რადგანაც ბურთის ფლობა ამ ნაკრების შეტევაში მთავარი ოპცია არ არის სავარაუდოდ კონტრშეტევები დაისახა სანიოლმა მიზნად, რასაც იდეალურად გაართვეს თავი!! ნახევარდაცვამ კარგი კავშირი შექმნა თავდასხმასთან სივრცეში ასე სწრაფად გადასული ნაკრები პირველად ვნახე!! თამაშის გეგმა არსებობდა, შესრულება მაღალ დონეზე! ბიჭებს თავდაჯარება აშკარად ემჩნეოდათ! ხარვეზებიც ჩანდა თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. თქვენთან ვართ ბიჭებო!!
Pepelu
10 ივნისი 2024 15:24
5
გველესიანმა მაგრად ითამაშა! შეცდომები კვარას და ზურიკოსაც ჰქონდათ.
პროფესტო
10 ივნისი 2024 15:02
6
ჯერ საერთოდ რა უნდოდა ნაკრებში მარა გადამწყვეტი პენალტის მერე საშვილიშვილო ვალში ვართ და კვეკვესკირის გაფუჭებულ საქმეებს უნდა ვუყუროთ.ჯვარი გვაქვს დაწერილი. . დაცვა დირკაა და ბერებს სინდისი არ აქვთ ხოლო მწვრთნელს კი. . .(ვისაც სანიოლი გონია მწვრთნელი მეცოდება)კაშიას და კვეკვეს ამოგდება პოლიტიკურ დევნას ჩაითვლება. . .ყველა ჩაწოდება ყველა ირთაბრძოლას აგებენ და იცით სიბერესთან ერთად ამის მიზეზი უპირველესად გიორგი მამარდაშვილია. . . 45 ლიმონი არა იხვი. . .რომელი სულელი გადაიხდის მეკარეში რომელიც მაღალ ბურთებს ხელში ელემენტარულად ვერ უმაგრებს და გამოსვლაზე უბრალოდ წარმოუდგენლად მშიშარაა. . . აი ეს შიში გადაეფოთ მცველებს ზუსტად. . .მეკარე ვერ ბედავს ბურათზე გამოსვლას.მაგრამ მამარდაშვილის კრიტიკა დღეს პრორუსობად ითვლება. . .იოვეტიჩის ორივე დარტყმაზე დაგვიანებულმა ეფექტურმა ხტომებმა,არ მოგვტყუოს. . მეკარე უკანასკნელი მცველია და როცა პანიკიორობს დაცვასად ედება. . . ეს ესეა და წყალი არ გაუვა. . .ჰაერში ბურთს ვერ იჭერს თუ ძირს არ დააგდო ეგ საბჭოთა მეკარეების სტილი იყო მარა ეხლა დააგეშილი თავდამსხმელები რაღაცას დაგმართა ენა მაგ დროს. . .მონტენეგროს პრესინგი არ უთამაშია. . .აი კარგი პრესინგი და დამთავრებულია ეს გუნდი. . .მიქაუტაძე უპირობოდ უნდა იყოს ძირიატადში,თუ რასაკვირველია პოლიტიკურ ზეწოლას გაუძლო ფედერაციამ. . ბუდუს უკანასკნელი აქტივობების ერთერთი მიზანიც ეგ იყო რა. . .
ნაპოლეონი
10 ივნისი 2024 14:58
54
ცოტას ვითამამებ და ვიტყვი. მეკარე გვყავს ფენომენალური. რა რეაქცია და კარის შეგრძნება, ანუ პოზიციის შერჩევა, რა თქმა უნდა სიმაღლისა და სისწრაფის წყალობით. მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, არ მომწონს. მეკარე დარტყმულ ბურთს, ადგილზე უნდა აქვავებდეს და არა უმისამართოდ იგერიებდეს და კიდევ, თუ ატყობთ, ძლიერად დარტყმულ ბურთს, ხელში ვერ იჭერს, კუთხურზე ვერ აგზავნის, ცხვირწინ მუშტებით იგერიებს. ამ თვისებას უნდა გადაეჩვიოს. გავიხსენოთ ჩვენი სახელოვანი მეკარეები. კოტრიკაძე, გაბელია, გოგია, ურუშძე. ბურთის როგორი "სხვატკა" ჰქონდათ. ან თუ ბურთს ძნელად სწვდებოდნენ, მუშტებით მოედანზე კი არ აბრუნებდნენ, კუთხურზე აგზავნიბდნენ. ასეთი იყო მსოფლიოში ცნობილი, საბჭოთა ფეხბურთის სკოლა. ასე რომ, ესეც გასათვალისწინებელია.
გულშემატკივარი
10 ივნისი 2024 23:05
0
ამ საიტზე ეტყობა ორი ადამიანი წერს,ნაპოლეონის სახელით.ერთი ნორმალური გულშემატკივარია,მეორე კი,(ეს)ყველაზე გაბრაზებული და ბრაზისაგან ობიექტურობა დაკარგული.ჩემპიონატი კარზეა მომდგარი და 100% სიმართლესაც რომ ამბობდე,ახლა ამ პოსტის დადება,მაინც არ შეიძლებოდა.
სოსო
10 ივნისი 2024 18:39
1
ყველა გამოხმაურება
მოდით თურქებო სტანოკზეეეე.))))
კოლა პაპა
10 ივნისი 2024 14:42
3
საინტერესო ანალიზია. თურქებთან მაინც მგონია რომ გველესიანის ნაცვლად კვერკველია უნდა იყოს, ბერძნებთან როგორც ითამაშა გვახსოვს, ორთაბრძოლა არ წაუგია. ალთუნაშვილი და მექვაბიშვილი მეიმედებიან, მექვაბიშვილის პასი დავითაშვილზე ძალიან კარგი იყო, რასაც გოლიც მოჰყვა. ალთუნაშვილის პასი კი მიქაუტაძეზე, ესეც საგოლე პასი იყო ფაქტობრივად. კვეკვესკირთან დაკავშირებით კი ყველას საერთო აზრი გვაქვს, სამწუხარდ ისე ვერ გადაადგილდება, როგორც ზემოთ ჩამოთვლილნი(უკიდურეს შემთხვევაში უნდა შემოიყვანოს ვილიმ). ქოჩორა და კიტე კი ღერძია ამ ნაკრებისა. ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, ეს ბიჭები რაღაც საინტერესოს ქმნიან, ბურთთან მათი შეხება უკვე საინტერესოს მომასწავებელია. ბუდუ და ჟორჟი, ესეთი ფორვარდები რომ გვყავს ბედნიერები უნდა ვიყოთ, ჩვენ ვისიამოვნოთ მათი ყურებით, ვილიმ კიდე ინერვიულოს რომელი დააყენოს. ვილი? ამ კაცმა შექმნა სისტემა, რომელიც ცხადია მუშაობს და ამ სისტემით ტოპ 10 ნაკრების გარდა ყველასთან თანაბარი შანსი გვაქვს.
Dima
10 ივნისი 2024 14:37
2
დაცვა რომ არ არის შეთამაშებული, ეს სანიოლის დამსახურებაა. იყო მატჩები, სადაც შეიძლებოდა სხვა მცველების გამოცდა, შეთამაშება, მაგრამ ასე არ მოიქცა.
ქუთაისელი
10 ივნისი 2024 14:26
0
ამას თუ უბრალო გულშემატკივრები ვხდებით თქვენ ბრალიანებს რაღა დაგემართად საზანოვი აზაროვი კალანდაძე ნაკრების მომავალია და ხვალ რომ ორმოც წელს მიღწეული მცველები ბოლობოლო მინდვრიდან გასატანი რომ შეიქმნებიან მათ ჩამნაცვლელებს პრაკტიკა და შეთამაშება რომ არ ექნებათ არ გიფიქრიათ?თუ დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდენ ქათამს?
გიორგი
10 ივნისი 2024 19:01
2
პირველი რაც ამ თამაშზე გავიფიქრე,ყოჩაღ ფედერაციას,კარგი მეტოქე აურჩევიათქო. სხვას ვერაფერს ვიტყვი,ამხანაგრი და მოსამზადებელი იყო,ხოდა დიდი არაფერი,გაგორეს და მოემზადნენ. ამხანაგურით არავინ საზღვრავს და არავინ უკეთებს ანალიზს,მხოლოდ საქართველოში შეიძლება გადააწყდე მსგავს რამეს. ნებისმიერი გუნდი უამრავ მონახაზს და ტაქტიკას ამუშავებს,ამიტომაც ეს იყო სპარინგი მოსამზადებლად და მეტი არაფერი. ის რო ამ თამაშით დიდი მოლოდინები ან თავში ხელი ირტყათ,უაზრობა იქნება და ფეხბურთის უცოდინრობა.
იასონას უდარი
10 ივნისი 2024 14:21
4
წაკითხულის გააზრებასთან როგორ ხარ? ამხანაგურები კონკრეტული გუნდის მწვრთნებისთვის არის და არა მეტოქისთვის. იმდენ რაღაცას ამუშავებენ რო შეიძლება ყველაფერი ან არაფერი არ გამოიყენონ. სწორე დაწერა იასონამ,მოლოდინებს ვერ შეიქმნი მაგით.ინგლისმა ისლანდიასთან წააგო და რა მერე მაგით?
guga-ს
10 ივნისი 2024 15:32
4
ამხანაგურ თამაშს თუ ანალიზს არავინ უკეთებს, მაშინ ამხანაგურ თამაშს რა აზრი აქვს?.. კაი დავუშვათ ჩვენ ვერ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და აზროვნებაში გვიჭრს, სხვა ნაკრებებზე რას იტყვი? ყველამ მინიმუმ 2 თამაში ითამაშა ამხანაგურად და მერე ერთი ამბავი ატეხეს, პრობლემებზე (იტალიაში და საფრანგეთში), ზოგს ფეხბურთელები დაეტრავმა? იმათაც უჭირთ აზროვნებაში?
guga
10 ივნისი 2024 15:17
2
ძალიან დაძაბული ვიყავი რომ, ვინმე არ დაშავებულიყო და მადლობა ღმერთს! არამგონია კიტეს ტრავმა სერიოზული იყოს. რაც შეეხება თამაშს,ჩვენ კლასით გაცილებით მაღალი დონის ვიყავით. თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდა თავის საქმე. ერთადერთი რაც არ მომეწონა ( და ბევრმა აღნიშნა ეს) პასების არ მიცემა.იმედია ამას გაითვალისწინებენ ბიჭები.
ქობულეთიდან
10 ივნისი 2024 14:17
1
კარგი თამაში იყო მტლიანობაში მაგრამ დაცვის მეტად ყურადღებით თამაშია საჭირო
რასაც აუცილებლად ავღნიშნავდი ნახევარ დაცვა აშკარად უკეთ არის ათამაშებული კარგია რომ კვევემ და ძველებმა ახალგაზრდებს დაუთმეს და შედეგიც ჩანს ასეთი კარგი ნახევარაცვის ხაზი ჩვენი ნაკრების მე არ მაქხოვს, კიდევ მოუმატებენ აუცილებლად აქვსთ ამის პოტენციალი რაც შეეხება თავდასხმას იმედია ეგოიზმს გვერდით გადადებენ და ეს ამხანაგურის გამო იყო ამის მჯერა მოკლედ ჩვენი ნაკრების ყველაზე სუსტი მხარე დაცვაა ნახდაცვა უკეთესია თავსადხმა და მეკარე ძალიან მაღალი დონეა და ბევრ ევროპულ ნაკრებს რომ რომარ ჩამორჩება
წარმატება ჩვენ გუნდს და მჯერა რომ ჯგუფიდან გავალთ და ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის
HK
10 ივნისი 2024 14:12
1
დავიწყებ იმით, რომ ასეთი რასაც ჰქვია გუნდი,ცსაქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში არ გვყოლია და ამისათვი მადლობა სანიოლს. ბიჭებმა კარგად ითამაშე და კიდევ მეტის რესურსი აქვთ. ინდივიდუალური შეცდომები იყო და ამას ვერ გავექცევით, გამოჩნდა რომ ქოჩორაშვილი შეუცვლელია, კიტესაც ბევრი თმაში მოუწევს.
მოკლედ მჯერა ჩვენების და იმედიანად ვხვდები ჩემპიონატს! თქვნ იცით ბიჭებო!
Irakli
10 ივნისი 2024 13:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული