"ქართველებო, იზრუნეთ, რომ ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის დროს ამ პოლიტიკურ მარაზმს აარიდოთ" - სოსო პავლიაშვილი საქართველოს ნაკრების შესახებ

AutoSharing Option
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა Metaratings-ისთვის მიცემულ კომენტარში, საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

"მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ქართველი ფეხბურთელები პოლიტიკურ ინტრიგებში არ გაიხლართონ. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იზრუნოს რომ ფეხბურთელებს საბრძოლო განწყობა ჰქონდეთ და მათგან არ ითხოვდნენ იყვნენ პოლიტიკური მარაზმის ნაწილი.

ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე ეს ასე უნდა იყოს და როდესაც ტურნირი დასრულდება, თვითონ გადაწყვიტონ. მესმის რომ მოთამაშეები ახალგაზრდები და ემოციურები არიან. ამან მათ თამაშზე შეიძლება მოახდინოს გავლენა და ფსიქოლოგიურად დაიღალონ.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი სიხარულია და მე მადლობელი ვარ
ყველასი, ვინც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს. ჩვენი ბაბუები იმისთვის იბრძოდნენ, რომ ევროპაში გამარჯვება მოეტანათ და ამის დავიწყება არ შეიძლება. იმედია მათი სულები ჩასახლდებიან ჩვენს ფეხბურთელებში და გამარჯვებებს მოგვიტანენ. Მე მიყვარს ფეხბურთი. მუსიკოსი რომ არ ვყოფილიყავი, ვფიქრობ, ფეხბურთელი გავხდებოდი", - თქვა პავლიაშვილმა. 
მკითხველის კომენტარები / 82 /
საქართველოს გარეშე ნაკრებიც ვერ იქნება, თუმცა ამას რა ესმის რუსთამძრომელია
სხვა
11 ივნისი 2024 11:58
15
პრო-რაშისტი ღრუზინჩიკი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში რუსულ ბაზებს ისურვებდა, პოლიტიკურ მარაზმზე საუბრობს. ეს ********************************!
რატი
11 ივნისი 2024 11:54
11
როგორც პიროვნება ნაგავია, მაგრამ ამ შემთხვევაში მართალია.
გია პაპა
11 ივნისი 2024 11:52
15
მე ამის ქართველობა )))
გია_544
11 ივნისი 2024 11:51
14
მოდი სასო შენ საქმეს მიხედე რა, დიდი ხანია საქართველოსთან და ქართველობასთან აღარაფერი გაკავშირებს....
ბესარიონ
11 ივნისი 2024 11:46
17
სამშობლოოო, გჯეროდეეეს...ეჰ, ჩემო სოსო... ვაგლახ, რომ უკვე გარუსებული ქართველი ხარ.
მწარე
11 ივნისი 2024 11:45
15
ეს მოღალატე ხმას რო იღებს საერთოდ
ზურა
11 ივნისი 2024 11:37
15

სიახლეები პოპულარული