საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებს გერმანიაში სტუმარი ეწვია, ამის შესახებ სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება:

"დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე განსაკუთრებული სტუმარი გვეწვია. შადიმან ხარშილაძემ 12 დღეში 4000 კილომეტრი მოპედით გაიარა, ნაკრებს კი ჩვენი ეროვნული დროშა ჩამოუტანა, რომელზეც გულშემატკივრების გზავნილები იყო დატანილი.

გუნდის კაპიტანმა შადიმანს სამახსოვროდ ეროვნული ნაკრების ხელმოწერებიანი მაისურით გადასცა".

ვიდეო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ ძმაო. ღმერთმა მშვიდობით გატაროს მთელი ცხოვრება. ზუსტად ესაა და ასეთი პატარა ნიუანსები რაც ბიჭებს გააძლიერებს და აგრძნობინებს ხალხის გვერდით ყოფნას. ესაა გულშემატკივრობა. ღმერთო დალოცე და დაიფარე საქართველო. ბიჭებს მიეცი ძალა რომ ხმაურიანად ითამაშონ და მსოფლიოს აჩვენონ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. ღმერთი ჩვენსკენ.
roma bejanidze
14:47 16-06-2024
0
ჯორდან ბელის და სხვებს: რა გჭირთ ხალხო? - მიტინგებზე სწავლობთ საქართველოს ისტორიას? შადიმანი უძველესი, სპარსეთიდან შემოსული ქართული სახელია - სიხარულს ნიშნავს!
ვაჟა მასწავლებელი
12:23 16-06-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული