"საქართველოს ნაკრების მთავარ პლუსად ეს მიმაჩნია" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
18 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება, მათმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ კი Turkiyetoday-სთან ინტერვიუში "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მთავარია რწმენით და თავდაჯერებით ვითამაშოთ. უმთავრესი მიზანი საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის პოზიტიურად დაწყება იქნება. უმაღლესი მიზნები უნდა დავისახოთ, თუმცა შესაბამისი ზომის ნაბიჯები გადავდგათ, რადგან თუ დიდი ნაბიჯის გადადგმას შევეცდებით, ფეხის დაცდენის და წაქცევის შანსი გაიზრდება.

საქართველოს ნაკრები კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს, მათ სივრცეები თითქმის არ რჩებათ და კონტრშეტევისას ძალიან სახიფათოები
არიან, ჩემი აზრით, მათი მთავარი პლუსი სწორედ კონტრშეტევებია. მთავარია, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ და მატჩის ბედს სწორედ ეს ფაქტორი გადაწყვეტს", - განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altმონტელა: საქართველოსთან ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული მატჩი გველის

alt"ჯვაროსნების" მეტოქე - მონტელამ თურქეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

alt"ნაპოლის" მთავარი ვარსკვლავი? ის სათადარიგოთა სკამზეა - მონტელამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
 

მკითხველის კომენტარები / 17 /
ისეთი განწყობაა შექმნილი სოც ქსელებში და ზოგადად გულშენატკივრებში,რომ ყველა 3 ქულის აღებაში და თურქების მაგრად დაჩაგვრაში დარწმუნებულია, მიუხედავად დანაკლისისა საკმაოდ სოლიდური ნაკრები ყავთ თურქებს და რეალურად ფავორიტი მათი ნაკრებია. ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებულად ისე როგორც ბერძნებთან იყო.
1
მეცინება, რომ პალიტრამედიის გამოცემები (ამბები.გე, bpn.ge, sportall.ge) საქართველოს ნაკრებზე სტატიის დადებისას, ცდილობენ, რომ ზივზივაძის სურათი დაურთონ. თითქოს ის იყოს ნაკრების მთავარი სახე. :)
ჯეჯე
10:48 16-06-2024
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული