მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა - სფფ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ

AutoSharing Option
გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დ
ამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ, მათ, ვინც ეს წარმატება ჩვენთან ერთად გაიზიარა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 42 /
ასეთი პრიმიტიული ნაგლობა გინახავთ???
ზაზა
16 ივნისი 2024 20:38
5
სირცხვილია ფედერაციისგან და რუსული მთავრობისგან ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ესეთი ქცევა.გრცხვენოდეთ
kote
17 ივნისი 2024 07:30
30
საკუთარი აზრი საერთოდ რამეზე გაგაჩნია? რატომ არის რუსული-იმიტომ,სულ ეს ხარ?
ადამიანი
17 ივნისი 2024 09:01
12
შენ ბიძიე კოტე ხარ თუ ქეთო ?! რა და ვისგანაა სირცხვილი ვერ ხვდები ? პრეზიდენტი რომ გუნდიდან ხალხს ამორჩევით უპირებს დაჯილდოებას , ან გამოტოვებს ვიღაცას თუნდაც დემენციის გამო , ისაა სირცხვილი . აზროვნების უნარი თუ არ გაქვს , არაა აუცილებელი ყველაფერზე აკომენტარო .
zaza
17 ივნისი 2024 09:56
13
ყველა გამოხმაურება
რა ხდება? სირცხვილია რა... რა დავწერო არ ვიცი. რატომ ახდენთ ყველაფრის პოლიტიზირებას?
სიმენონი
17 ივნისი 2024 02:17
4
არც ფეხბურთელებს,არც მწვრთნელებს,არც ნაკრების მომსახურე პერსონალს თუ ფედერაციას,არავის,ვინც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლისათვის ყველაფერს აკეთებდა,ეს ყველაფერი სახელმწიფოს ჯილდოებისათვის არ გაუკეთებია.იმას აკეთებდნენ,რაც ძალიან უყვარდათ და ფიქრობდნენ,რომ ეს ქვეყანას სჭირდებოდა.ასე რომ ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან, მათგან ზოგიერთის გამოტოვება,მხოლოდ თვითონ პრეზიდენტის ხასიათის არც თუ სასიამოვნო და მოსაწონ მხარეს ააშკარავებს.სხვას ესროლა ლაფი და თვითონ დაისხა თავს ლაფი.სამწუხაროა,რომ საქართველოს ვერც ერთმა პრეზიდენტმა თავისი საპრეზიდენტო ვადა,ბოლომდე ღირსეულად ვერ მიიყვანა.
სოსო
16 ივნისი 2024 23:20
23
მგონი მარგველაშვილი მივიდა ფინიშამდე ყველაზე კარგ ფორმაში, თანაც მასაც არ წყალობად მამა მარჩენალი მარა მაინც მივიდა.
ქორ-პარიკმახერი
17 ივნისი 2024 00:27
7
ნინა წკრიალაშვილს და ლექსენს და კიდე ეგეთ ბევრ არაფრის გამკეთებელ ტიპებს მიანიჭეს და დიდი ამბავი ამათაც თუ მისცეს...
მე უჩა აბაშიძეს და მის ცოლსაც ჩავამატებდი ამ სიაში...
Mourinio
16 ივნისი 2024 22:50
13
კაცებად წოდებულნი! ყველაფრის მკადრებელნი! ესენი ამოიღო, მაფიოზები? ჰოო, სალო? შემოგევლეე
იიიფ
16 ივნისი 2024 21:34
22
კაცებად წოდებულნი! ყველაფრის მკადრებელნი! ესენი ამოიღო, მაფიოზები? ჰოო, სალო? შემოგევლეე
იიიფ
16 ივნისი 2024 21:33
19
როგორ ცდილობთ,თქვენთვის სასურველი პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოთ!
გლობალური ომის პარტია
17 ივნისი 2024 10:31
2
ღირსეული პასუხი უღირსობას!
ბრაზი
16 ივნისი 2024 22:48
11
მოიცადე კობი ოქტომბრამდე და ერთიანდ მოვიშორებთ მადამ პრეზიდენტსაც და მთელ სანაცეთს. თითოეული ნაკრების წევრის და მთელი ფედერაციის დამსახურება არის ის სადაც ეხლა ვართ და ვინმეს თუ ამ მირწევის არ დანახვა უნდა და დაკარგვა, კარგად იყოს, ხალხმა ყველაფერი ვიცით.
JABA
17 ივნისი 2024 11:28
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული