მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა - სფფ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ

AutoSharing Option
გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დ
ამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ, მათ, ვინც ეს წარმატება ჩვენთან ერთად გაიზიარა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 42 /
საქართველოს მტრები!
berg
17 ივნისი 2024 03:59
12
ინდივიდები დაჯილდოება არის სრული ბოდვა. . .ზოგადად ეროვნული ნაკრები და მორჩა. . .ისე ესაც სრულად ზედმეტი მგონია. . . ისე კიდე საცა ამდენ მოღალეტეს აქვს ეგ ორდენი ამ ქვეყანაში ,იქ ამათაც ქონდეთ ფასი მაინც არ აქვს. . . მეგის ქარდავას მოკითხვა ორდენოსნებო
ნაპოლეონი
16 ივნისი 2024 23:36
9
აცადეთ თამაში. თქვებ ის ერთიც გეყოფათ
Chakve
17 ივნისი 2024 09:16
0
მოიცადე კობი ოქტომბრამდე ტუ მანამდე არ დაგიჭირე არაუსავს ოქტომბრის მერე დაგიჭერე 84 ივეს ერთად როგორც ქვეყნის გამყიდველებს და მორალატეეებს. 84 ივეს დედებს
რომანი
17 ივნისი 2024 15:47
5
რომან,2008 წლის აგვისტოში,კობიაშვილმა,გერმანიის ჩემპიონატში,იმ მაისურის ჩაცმაზე განაცხადა უარი,რომელზეც მისი კლუბის სპონსორის,გაზპრომის ლოგო იყო დატანილი.ზუსტად იმავე,ომის დღეებში,იმ ტელევიზიების მმართველმა,რომელსაც შენ უყურებ და უჯერებ,თავის დედას,კაპიკებად მიჰყიდა,"გეპეის" კორპუსი,მისივე სტადიონი და მის ქვეშ,მიწისქვეშ განთავსებული ლაბორატორია,ხოლო რუსებს,საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლება მისცა,ფულს სუნი არა აქვსო.ღალატისათვის დასჯას რომ ჰპირდები,ეგეც ტყუილია,იმიტომ რომ,ისევ იმ მფლობელმა მისმა პარტიამ,კანონიდან ღალატის ცნება და მასზე სასჯელი ამოიღო.გარეჯის უდაბნოს კომპლექსის მიყიდვაზე,უკვე შეთანხმებული იყო და წინასარ მოიშორა ის მუხლი,რომლის ძალითაც პასუხი უნდა ეგო,ქვეყნის წინაშე.უკვე სამი წელია,ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოსაგან დაფინანსება აღარ მიუღია,თანაც რამდენი სტადიონი ააშენა და მინდორი დააგო,იმ დიდმა ბატონმა კი,მხოლოდ თბილისში 11 სტადიონი დაანგრია და ტერიტორია მშენებლობებისათვის გაყიდა,ბათუმი სულ მთლადსტადიონის გარეშედატოვა და რამდენი კიდევ სხვაგან,მის ხელში,საქართველოს ნაკრები,154 ადგილზე დაქვეითდა,რეიტინგში.კობიაშვილის ხელში,ჩვენი ნაკრები,75 ადგილზე ამოვიდა და ევროპის ჩემპიონატზეც გააღწია,24 საუკეთესოს შორის.შენ და შენნაირები ბედავთ ამას და იაშვილს მაფიოზები უწოდოთ და თქვენ ფიურერს,ქვეყნის მხსნელი?იმასაც შეგახსენებ,რომ სააკაშვილის მთავარი ფინანსისტი,კახა ბენდუქიძე,პუტინის მრჩეველი იყო და სწორედ მისი ბრძანებით წამოვიდა საქართველოში,სააკაშვილის დასახმარებლად,შედეგად კი,საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი,რუსეთის მფლობელობაში გადავიდა და რკინიგზაც მათ რიცხვს შეუერთდებოდა,ამერიკელებს რომ არ მოესწროთ და შეეჩერებინათ,სააკაშვილი.ამ ფედერაციამ შესძლო და საქართველოს ნაკრები,ევროპის ჩემიონატამდე მიიყვანა და ამას თუ დაქცევას და მაფიას უწოდებთ,მაშინ იმ სტადიონების დანგრევას,სპორტის აკადემიის გაყიდვას რაღას დაარქმევთ? ქათამმა წყალი დალია და ცას შეხედაო.ქათამმა როგორ უნდა გაჯობოთ,ხანდახან თქვენც შეხედეთ ხოლმე ცას!
სოსო
18 ივნისი 2024 00:03
2
ეს ნაციონალები როგორი ოპტიმისტები ხართ თან მარტო გამარჯვება კი არ გინდათ, უფლება რომ მოგცენ, ყველას კედელთან მიაყენებდით და დახვრეტდით. სწორედ იმიტომ ვერ მოხვალთ, რომ გამყიდველები და სადისტები ხართ.
ნინო
17 ივნისი 2024 22:48
2
ჯაბა მოვიცდით ნოემბრამდე და მოვიშორებთ მორალატეებს ქვეყნის გამყიდველებს სადაც არის შენი საყვარელი კობი. ის და მისნაირი კიდევ 83 იუდა ისტორიაში შევლენ როგორც ყორღანაშვილი ორჯონიკიძე და კიდევ რა მოტვლის ამ სია
რომანი
17 ივნისი 2024 15:41
6
თუ ყველა ჩართულ პირს და იმ ადამიანს,ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ წარმატებაში,მივცემთ ამ ორდენებს,მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა მიეცეს,ვისაც ერთი თეთრი აქვს გადახდილი და ერთ თამაშზე მაინც არის ნამყოფი.სხვანაირად,გაუგებარია,ფეხბურთის ფედერაციის განცხადება და ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივა. გულშემატკივარი არის ამ გუნდის ნაწილი,მათ გარეშე რასაც მიაღწიეს კი ვნახეთ მაკედონიასთან,ხომ ასეა? ფეხბურთელებიც იყვნენ,შტაბიც და ფედერაციაც,ხოდა რატომ ვერ გავიდნენ? მათ დაემატა ქომაგები და წარმატება მოვიდა. ყველას ვერ მისცემ,ეს გასაგები ამბავია,მაგრამ მაშინ სულ სხვანაირი კრიტერიუმები უნდა მიესადაგოს. გადაეცეს მთლიანად ფედერაციას,ეროვნულ ნაკრებს და "ქომაგებს" სიმბოლურად,რათა დაფასებული იყოს მათი წვლილი. ასეც მოხდებოდა ეს რო არ იყოს პოპულიზმის ზენიტი,ვის რაში ადარდებს ფეხბურთი,პოლიტიკური დღის წესრიგი და პირადი ინტერესები აქვთ. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას,ხალხი უჭერს მხარს ნაკრებს და ესენი ცდილობენ ხალხი მიმხრონ. მისცენ მარტო ფეხბურთელებს,თორე ასე რა გამოვა? თუ ყველა წვლილის შემტანი უნდა იყოს,ვოვა გუცაევმა რა დააშავა ან რომან ფიფიამ? ამ უკანასკნელმა აკადემია გააკეთა და გუნდის ბირთვის იქ გაიზარდა,ნაპოლისაც გაუგზავნონ და ყაზანის რუბინსაც,რამეთუ ჩვენს ბიჭს დაეხმარენ და წინსვლა განიცადა. ასე დაწვრილმანება ამას გამოიწვევს,ხოდა მიეცით მხოლოდ ფეხბურთელებს,ფედერაციას ზოგადად და "ქომაგებს" ზოგადად. სხვა საქმეა,მე რო ფეხბურთელი ვიყო,სალიტას მოცემული რაიმე ორდენი არაფერს არ შემმატებდა. თან ამ ორდენებს ისე არიგებენ,პრესტიჟი დაუკარგეს უკვე,როგორც გმირის აღქმას. ფეხბურთელები გმირები არ არიან,ისინი თავის საქმეს აკეთებენ და მორჩა. გმირი არის ანწუხელიძე და ზაზა დამენია,მათ სიცოცხლე გაწირეს ქვეყნისთვის. ორდენი და გმირის სტატუსი უნდა ეძლეოდეს მხოლოდ იმათ,ვინც თავისი თავი გაწირეს ამ ქვეყნისთვის და არა ყოველ მეორეს. მე რო ჩემს საქმეს ვაკეთებ კარგად,ორდენი უნდა მომცენ? რათ მინდა და არც მეკუთვნის. ფეხბურთელების ორდენი იქნება,თუ ფეხბურთში დაფინანსება გაიზრდება,ახალი სტადიონები აშენდება და მეტი ყურადღება იქნება. ცხელ ძაღლში რო არის,როცა პოლიციელებს აჯილდოვებენ ორდენით,რას ამბობს თაბაგარი"ორდენი დაგვკიდეს და დაგვიკიდესო". მსგავსი იქნება ახლაც,საქმით დაუფასეთ შრომა და ორდენი გმირებისთვის შეინახეთ. ძველი დინამოს გუნდს ისეთი ორდენი აქვთ რო ვერაფერი შეუცვლით,ხალხის უპირობო სიყვარული და პატივისცემა. რაც შეეხება იმას რო ვინმე რამეს ყოფს,მაგას აკეთებენ ნაც-ქოცები და ადრინდელი მოქ.კავშირი,დაყავი და იბატონეს აწვებიან.ხალხს იმდენი ტვინიც არ აქვს რო გაემიჯნონ ამ პროცესს,არის რაღაცეები რაც საკამათო არ არის,ასეთი არის ნაკრები და ფეხბურთი.ამიტომ იყო ცუდი ფეხბურთელების განცხადება და მხარის არჩევა ცუდი,ხოლო კვარას განცხადება სწორი "არა ყველაფერს,რაც გვაპირისპირებსო" და ამაზე კარგად ვერ იტყოდა. დიდი ზეწოლა მიდიოდა და მიდის ფეხბურთელებზე,გმირებს მოთმენის და გაძლების უნარი აქვთ,ხოდა რანაირად არიან გმირები.არჩევნებზე მიდი და ვისაც გინდა იმას მიეცი ხმა,ხოლო დანარჩენი დაიტოვე შენთვის,არ უნდა გახდე პროპაგანდის მონაწილე,მით უფრო პოლიტიკაში. სხვა საკითხია,არჩევნები რისთვის ტარდება,სად გინახიათ რო ღარიბს გადაეწყვიტოს მდიდრის ბედი? მეტი საქმე არ აქვთ მდიდრებს,ბიჯეტის წურბელებს რო ღარიბებს გადააწყვეტინონ რამე.ეს არის იმიტაცია,რომლის ყველას სჯერა და მსოფლიო გამოაშტერეს დემოკრატიის ძახილით. სად არის დემოკრატია ან რა არის? ხალხის მართველობა ვერ და არ იქნება არსად,ეს შეუძლებელია.ხალხზე მორგებული და არა მდიდრებზე,იყო სოციალიზმი და სსრკ,ხო დავანგრიეთ და გამოვედით. კაპიტალიზმში ხალხი არაფერს ნიშნავს,იქ ინდივიდი და დარვინის თეორია მეფობს,ხოდა ძლიერები ამა ქვეყნისანი არის მდიდრები და სათავისოდ გადაწყვეტენ. ყველაზე მდიდარი კი არის ბიძო,8 მილიარდი რო გქონდეს,ცალცალი კალოშით მოსიარულეს გადაწყვეტინებ შენს ბედს? ამაშია საქმე
იასონას უდარი
17 ივნისი 2024 09:34
4
ძირითადად გეთანხმები, პატარა შესწორებით: ეს ორდენი არ ეძლევა გმირებს, გმირებისათვის სახელმწიფოს სხვა ორდენები არსებობს. მაგრამ მაინც ორდენია და ნაცებდან დაწყებული ასე უპრაგონოდ დარიგება არ მოსულა, თუმცა ძალიან ბევრს ისეთ ადამიანს ვიცნობ ვისაც მართლა გმირის ორდენი და წოდება ეკუთვნის და თუნდაც ვახტანგ გორგასლის სხვადასხვა ხარისხის ორდენი, მაგრამ არავის არაფერი მიუცია და არც მისცემენ. დანარჩენად გეთანხმებით, მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების დაწერის და ინტრიგების ჩახლართვისათვის ჩანს ეს ყველაფერი გაკეთებული, თანაც ორივე მხრიდან!
Bs
17 ივნისი 2024 10:41
0
ქოცობა დიაგნოზია ( აპა ჰე,დამბლოკეთ)
Walter White
18 ივნისი 2024 00:54
0
ფეხბურთს თამაშობენ ფეხბურთელები.მათ მიაღწიეს და გავიდნენ ევროზე.ხოლო ის ჩინოვნიკები,კაბინეტებში რომ ზიან და იმას ვერ არკვევენ ვის რამდენი ყვითელი აქვს რომ მწვრთნელი გააფრთხილონ,იმათ რა უნდათ სიაში.ბოლო ბოლო მაგ ჩინოვნიკების სამსახურია ქართული ფეხბურთის საქმიანობაში მოღვაწეობა და გვარიან ხელფასი პრემიებისა იღებენ.ეს იგივეა ორდენზე წარვადგინოთ მთავრობა,პარლამენტი იმაზე რომ ევროკავშირის სტატუსი მოგვცეს.დაფიქრდით რაა.ზუსტად მხოლოდ ნაკრებია დასაჯილდოვებელი და არანაირი ჩინოვნიკები და მათი მძღოლები.
გულშემატკივარი
17 ივნისი 2024 22:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული