მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა - სფფ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ

AutoSharing Option
გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დ
ამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ, მათ, ვინც ეს წარმატება ჩვენთან ერთად გაიზიარა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 42 /
აი, ირაკლიმ (ხუჭუჭამ) განაცხადა: ქოცების მხარდამჭერების IQ გაცილებით აღემატება განსხვავებული აზრის მქონე ხალხისასო. ისეთი პირი უჩანს, რომ განაცხადებენ: ნამდვილი გულშემატკივრები ქოცები არიან, სხვა ყველას წაგება უნდათო.
დაიმახსოვრეთ, ტიპები ამაზე წამსვლელებიც არიან.
ალექსანდრე
16 ივნისი 2024 22:38
13
ნუ რუსულ კანონზე ხელმომწერმა კობიაშვილმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აიღოს ეს ქვეყნის ჯილდო და სხვებმა კი ბატონო!
რუსულ კანონზე ხელმომწერი
16 ივნისი 2024 20:40
23
კობიაშვილს რომ ევროპაში საქართველო უსახელებია და მისი ღირსება დაუვავს, შენ ნეტა მისი მეასედი გაგეკეთებინოს ქვეყნისა და სამშობლოს დასაცავად, ისე სხვათაშორის ერთადერთი ქართველია, რომელსაც ჩ.ლ. ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული.
ზაკო
16 ივნისი 2024 23:17
26
გიჟო ნაცო, აღარ დაიღალეთ "რუსულ კანონზე" ბლუყუნით? კობიაშვილმაც უნდა მიიღოს და ყველამ ვისაც ეკუთვნით! სალომეს რო აგინებდით უკანასკნელი სიტყვებით გნაცები დაგავიწყდათ? ეხლა გაგიტბათ?
ხელმომწერს.
16 ივნისი 2024 22:25
25
ყველა გამოხმაურება
დაანებეᲗ Თავი გიმირობებს,ბიᲭებმა გააკეᲗეს Თავიაი საქმე,ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარული არის,პენლების Შესრულების დროს ხალხი მᲗელი სტადიონი უმᲦეროდა ფეხბურᲗელს ᲨენᲗანა ვარ ნურაფრის ნუ გწᲨინია,Თუ ვინმეს ეკუᲗნის ჯილდო არის ქარᲗველი ხალხი,ამ უსაქმურ Თავის Თავზე Შეყვარებულ პოლიტიკოსებს,რომ ვიტანᲗ,Ძალაუფლებაზე Შეყვარებულ გაზულუქებულ არამზადებს,რომ ვიტანᲗ,ადამიანები ყოველ დᲦე სᲩადიან გმირობას,რომ რამენაირად Თავი გაიტანონ,ფუი Თქვენს კაცობას არ Შეგვარგეს არც სიხარული და არაფერი,ყველა ერᲗმანეᲗზე საზიზᲦრები ხარᲗ ოპოზიციაა და ბანკირები მორალზე გველაპარაკებიან,მᲗავრობა არის და საერᲗოდ გასული არიან მომსახურწბის ზონიდან,მიდიᲗ ჯიჯგნეᲗ ეს ქვეყანა არ გაᲫᲦა Თქვენი სტომაქი,ახლა ჯილდოებზე ატყდა ერᲗი ამბავი რა აიანცეᲗ ყველაფერი,მესი არც ესპანწᲗის გმირიᲐ და არც არგენტინის და რა,გაუმარჯოს ქარᲗველ ხალხს და სრულიად საქარᲗველოს,წარმატებები ევროპაზე,მიდიᲗ ბიᲭებო,ამაᲗ არ მიაქციოᲗ ყურადᲦება,იᲗამაᲨეᲗ Თქვენი ხალხისაᲗვის,რომლებიც Ღირსი არის გამარჯვების და სიხარულის.
გოᲩა
17 ივნისი 2024 00:01
3
რა ხდება ვერაფერი ვერ გავიგე ანუ ფეხბირთელების გარდა მასაჟისტები ბურთის მიმწოდებელი ბავშვები და სტადიონის დაცვაც უნდა დაჯილდოვდეს ?
bejo
16 ივნისი 2024 22:01
22
ინტრიგების დრო არ არის, კობი !
544
17 ივნისი 2024 02:03
8
მაგ სიის შედგენა თავიდანვე პროვოკაციად იყო ჩემი აზრით ჩაფიქრებული. წინასწარ ცნობილი იყო რომ ქოცების დანიშნული სალომე არ მოაწერდა ხელს რომელიმე საფეხბურთო ტურნირზე გასვლის გამო ორდენების გადაცემას და ამით ფიქრობდნენ რომ გააბანძებდნენ ,პარიჟანკას". თვითონ კი სია არაკორექტულად შეადგინეს, რადგან თუ ყველა შეგყავს სიაში ფედერაციის თანამშრომლების ჩათვლით, მაშინ ვინც კი ითამაშა ერთა ლიგის განვლილ გათამაშებაში ყველა უნდა ჩაწერო.(ნაცების დროს დორბლიანმა რომ კლიპის გადაღებაში მონაწილეებს ყველას ჩამოკიდა ორდენები ის გამახსენდა). სალომემ კიდევ მთლად უარის თქმა ვერ გაბედა და სია დაუმოკლა ტიპებს. მე პირადად მხოლოდ ტურნირზე მოხვედრის გამო ორდენების ჩამოკიდება ზედმეტი გრუზინული პოხონდრიობა და მეტიჩრობა-კუდაბზიკობა მგონია. ღმერთს ვთხოვ რომ ნაკრებმა ისეთი შედეგი აჩვენოს ამ ჩემპიონატზე რომ სექტემბერში დამსახურებულად ჩავთვალოთ ყველამ ორდენების მინიჭება.
Bs
16 ივნისი 2024 22:31
2
სალომე ბებოს! გადაწყვეტილება რო ზოგს კი და ზოგს არა, ეს არის შეურაცყოფა იმ პერსონალის მიმართ, რომელთა უდიდესი წვლილიც არის ჩადებული ჩვენი ნაკრების წარმატებაში! ან სუყველა, ან არავინ!
გიგა
16 ივნისი 2024 21:56
24
არავინ, გააუფასურეს ყველაფერი
Nts
16 ივნისი 2024 22:32
3
აზაროვს არ ქონდა წვლილი? თქვენ რა სინდისით დატოვეთ.
გოგა
16 ივნისი 2024 21:05
2
84 დეპუტატის სიაში ხარ და მაინც ეშმაკი მოსვენებას არ გაძლევს! ვერ ამოეფარები ნაკრებს. დააცადე ბიჭებს თამაში.

პაპა ბიძინას 30 ვერცხლი არ გაძლევს უფლებას პოლიტიკურ ინტრიგებში გაახვიო ევრო2024-ზე ჩვენი ბიჭების ისტორიული გამოსვლა!
არა და ზურიკომ ბოლო მატჩში ბუდუს 2 საგოლე პასი არ გაუკეთა....
გია_544
17 ივნისი 2024 10:20
11
რა ბოდვაა,ღმერთო ჩემო?! საკუთარ ბოლო წინადადებას დაუკვირდი და ნახავ რომ დაყოფისა და დაპირისპირების კლასიკური ნიმუშია.სამარცხვინოა ასეთი სიძულვილი,სახეს რომ გაკარგვინებს კაცს.
მაო
17 ივნისი 2024 11:03
3
პასი არ მისცა ერთია.
პენალს ითხოვდა და ბუდუს გოლი რომ დაინახა, განაწყენებული ძირს დაეცა. ეგ ორი.
ბუდუს გაუარა და არ მიულოცა. ეგ სამი
ესენი თუ არ გინახავს, ღმერთს რატომ აწუხებ?
აქ ყველამ გავუსვით ხაზი ზურიკოს ეგეთ საქციელს.
არ უნდა გამეორდეს ევრო2024 ესეთი დაყოფა ერთმანეთში.
ეს განცხადება კობიაშვილის დიდი შეცდომაა!
მაო-ს
17 ივნისი 2024 13:13
2
სია არავის არ გინახავთ და ისე ჭრით და ისე კერავთ.ჯობდა ეთქვათ(ვინც წუწუნებს) ვინ წარადგინეს და ვისზე თქვა უარი პრეზიდენტის აპარატმა.
თამაზ
16 ივნისი 2024 23:42
4
მთლიანად ფებურთის ფედერაცია და ფეხბურთელები.. საიდანაც პრეზიდენტმა ამოიღო ისეთი ხალხი ვიზეც ზეგავლენას ვერ ახდენენ...რა არი აქ გაუგებარი..
berg
17 ივნისი 2024 04:02
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული