რას გადაურჩა საქართველოს ნაკრები, რა იყო კარგი, როგორ შევაფასოთ "კვარას" თამაში და სანიოლის გადაწყვეტილებები...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი დრამატული მარცხით შედგა. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მთავარ ფორუმზე გასვლით ყველანი ბედნიერები ვართ!.. ვილი სანიოლის გუნდმა ფართო აუდიტორიას თავი ღირსეულად გააცნო და ეს უკვე ძალიან სასიამოვნოა. აი, რა შეიძლებოდა უკეთ, სად იყო უარესის საფრთხე და რა როგორ შეიძლება შევაფასოთ, ამაზე ვიმსჯელოთ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ პოლუსური აზროვნება არასასურველია - არც ყველაფრის "წყალში გადაყრა" შეიძლება და არც მხოლოდ ქებაა რეკომენდებული

შემადგენლობა

Sportall.Ge

ამხანაგური მატჩის შემდეგ "ჯვაროსნების" თავკაცს ერთი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ჩვენს გუნდში ოთარ
კიტეიშვილის პირდაპირი შემცვლელის პოვნა რთულია. მონტენეგროსთან მატჩის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ სასტარტოში ანზორ მექვაბიშვილი ვნახეთ და არა ნიკა კვეკვესკირი. სტარტზე აშკარად დაძაბული მექვაბიშვილი დროთა განმავლობაში უფრო აქტიური გახდა. რაც შეეხება ძირითადში ლევან შენგელიას არყოფნასა (არც შეცვლაზე შესულა) და გიორგი წიტაიშვილის გამოჩენას, ეს გასაკვირი იყო იმ ფონზე, როცა ლევანი დაცვაში უფრო საიმედოა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი იქ უნდა ვეძებოთ, თურქების მარჯვენა ფლანგი სწრაფი და ენერგიულია და მას "წიტა" უფრო უნდა გამკლავებოდა. გიორგის დიდი ჯაფა დაადგა, შეტევაშიც იაქტიურა, მეორე ტაიმში აშკარად დაიღალა, შეცდომებს უმატა, მწვრთნელმა კი მისი შეცვლა აშკარად დააგვიანა...

რას გადავრჩით
პრევიუში აღვნიშნეთ, რომ კონცენტრაცია მნიშვნელოვანი ამბავი იქნებოდა. რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ მოხდა. საქართველოს ნაკრები "გაითიშა", საკუთარ კარში მეორეც მიიღო და თამაშგარემ გადაგვარჩინა. ამ დეტალზე ისევ ბევრია სამუშაო.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა, მოწინააღმდეგეს ძალები აგრძნობინა, გაიტანა და "უთვალავი" თურქი გულშემატკივარიც დაადუმა.

შეგვეძლო თუ არა ინიციატივის აღება უფრო მეტი დროის განმავლობაში? იმ ფონზე, როცა ბოლო დროის საქართველოს ნაკრების წარმატება კონტრშეტევებს უკავშირდება, თურქეთის წინააღმდეგ "პირველ ნომრობას" მეტად "ვაწვებოდით", უფრო მეტი კი ჩვენი ძალების მიჯნაზეა, როგორც ჩანს...

გოლები...

Sportall.Ge

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მეტოქეს საშუალება მისცა, ჩვენი შეცდომებით ესარგებლა. გასაგებია, გოლი ისე ვერ გადის, თუმცა ბურთის სახიფათო ზონასა და სიტუაციაში დაკარგვა ვერ ავირიდეთ, რის გამოც დავისაჯეთ. დაზღვევის სისტემებსაც უფრო მეტად უნდა ემუშავა.

რაც შეეხება ჩვენ გოლს, გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ მას პასებით შესაბამისად მოამარაგებ, მომენტებს ცივსისხლიანად იყენებს. ხანდახან ეგოისტურად იქცევა, მაგრამ ამას უფრო "ფორვარდული" ქცევა დავარქვათ. სამწუხაროდ, იღბალმა ახლა არ გადმოგვხედა და ვერ გავიტანეთ იმ ეპიზოდებში, სადაც თითქოს ყველაფერი იდეალურად გაკეთდა.

გიორგი ქოჩორაშვილი

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ცალკე საუბარი დაიმსახურა. "ქოჩორა" იყო ყველგან და აკეთებდა ყველაფერს, რაც გუნდს სჭირდებოდა. მის შემთხვევაში მთავარი იქნებ ის იყოს, რომ სწორად აფასებს რისკებსა და შესაძლებლობებს. გიორგის ურჩევნია, ის ინანოს, რასაც გააკეთებს და არა ის, რასაც ვერ მოინდომებს.

ცხოვრება ბოლომდე სამართლიანი რომ იყოს, ქოჩორაშვილის ის დარტყმული, ძელს რომ მოხვდა და მანამდე საოცარი მოძრაობა ვნახეთ, მოწინააღმდეგის ბადეში გაეხვეოდა.

ქოჩორაშვილმა საკუთარ თავზე მუშაობა უნდა განაგრძოს, მაგალითად, მეორე გაშვებული გოლისას დაცვიდან ამოსვლიდან იდეალური არჩევანი არ მიუღია. ამ შეხვედრამ მისი ფასი გაზარდა და წინ სხვა მატჩებიცაა...

ხვიჩა კვარაცხელია

Sportall.Ge

ხვიჩა განსაკუთრებულ ყურადღებასა და წნეხს შეჩვეულია და მისთვის არაერთგვაროვანი გამოხმაურებები ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ობიექტურობა აუცილებელია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, "კვარას" მოედანზე არსებობა უკვე დიდი ფაქტორია მასზე განსაკუთრებული ყურადღების გამო. გარდა ამისა, ამ კლასის ფეხბურთელს ყოვლთვის შეუძლია, ერთი ეპიზოდით მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ამაზე რომ შევთანხმდებით, დანარჩენზე მსჯელობა მერე შეგვიძლია, მათ შორის იმაზეც, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამიმდინარე, საუკეთესო თამაში არ ჰქონია.

კვარაცხელია საკმაოდ დიდ მანძილს ფარავს, მრავალმხრივი უნარების მქონეა. ხვიჩა რომ უფრო შედეგიანი იყოს, ჩვენი გუნდი ბურთთან ერთად მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს მეტ დროსაც უნდა ატარებდეს. "კვარა" საკუთარ თავს გარედანაც, სხვისი თვალითაც უყურებს და ჩეხეთთან სულ სხვანაირს ვნახავთ.

ვილი სანიოლი

Sportall.Ge

არ ვაპირებთ, მარცხის გამო სანიოლს ხელები შევაწმინდოთ, მაგრამ მწვრთნელის პასუხისმგებლობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. შესაძლოა, შეცდომა დაუშვა შემადგენლობის შერჩევისასაც და შეხვედრის პროცესშიც, მაგრამ მასზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ვილის გუნდის ჩაგდებულ შეხვედრებს ყოველთვის უკეთესი მოჰყვებოდა, ის კარგად ვითარდება, მაგრამ გამოცდილების ნაკლებობა თავისას აკეთებს.

შენგელიას არყოფნით სანიოლი ერთგვარად საკუთარი ნათქვამის წინააღმდეგ წავიდა. როცა მინდორზე ლუკა ლოჩოშვილი შემოვიდა, იფიქრებდი, ბოლო დღებში მისი ახალ ამპლუასთან მოსინჯვა ხდებოდა, მაგრამ ამაში ლაშა დვალის ქცევა დაგაეჭვებდა, რომელიც დარწმუნებული იყო, ფლანგზე გადასვლა მას მოუწევდა. რატომ გახდა საჭირო ეს ერთგვარი ექსტრემალური გადაწყვეტილება?!

როცა მეორე გოლი გავუშვით, ყურადღება ინსტინქტურად სათადარიგოთა სკამისკენ გადავიდა, თუმცა იქ ჩვენი ფეხბურთელები კარგა ხანს არ გამოჩენილან. სანიოლი რაღაც ნაბიჯებზე ვერ მიდიოდა, ანაც საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული არ იყო.

არაერთგვაროვანი იყო გიორგი მამარდაშვილის გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებაც. ფაქტია, საუკეთესო მესამე ადგილის ძიებაში ყველა გაშვებული გოლი და მოსალოდნელი უარყოფითი ბალანსი მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოუცდელობითა თუ სხვა ფაქტორებით ამაზე არავის უფიქრია.

სანიოლს ვითარების გამოსასწორებლად დრო საკმაოდ აქვს. ყველას კიდევ ერთხელ მადლობა ღირსეული დასაწყისისთვის და უკეთესს ველით!..

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.


მკითხველის კომენტარები / 46 /
აზრებს და შეფასებებს რა გამოლევს? დამეთანხმებით, რომ ქოჩორა აღმოჩენაა ნაკრებისთვის ?, თავიდან მიკვირდა რითი მოთაფლა სანიოლი? შავი სამუშაო ხომ კარგად არც ჩანს, თურმე შეუცვლელია, და არა მარტო ჩამშლელად, ასეთი არც გვყოლია, ჯაბასავით მუშაა და თან პლიუს სათამაშო ინტელექტითაც გამორჩეული, ყველ შემთხვევაში ჩვენ დონეზე, ჩვენი ბელინგემია, ყველგან იყო, მამუჩაშვილიც მომეწონა და ბევრი იბრძოლა ჩაკვემაც, ხვიჩას რაც შეეხება -ჩვენთვის ყოველთვის ლიდერი იქნება, მაგრამ ამ დონით შეიძლება ნაპოლშიც სათადარიგო სკამზე აღმოჩნდეს, არაფერი რომ ვთქვად პსჟ-ზე, თამასა თავად აწია და ვეღარ ინარჩუნებს, მინიმუმ ვერ ავითარებს, ადვილად გასაშიფრი და წასაკითხი გახდა, მისი შეცვლა კი უძალიანესად რთული გადაწყვეტილებაა მწვრთნელისთვის, ამ გადმოსახედიდან კი მეც ვფიქრობ შესაცვლელი იყო, ბუდუ და ზურიკო ცოტა ადრე უნდა შემოეყვანა, ლუკას შემოყვანის შინაარსი კი მხოლოდ ვილიმ იცის, სამწუხაროდ ლოჩოშვილი საფეხბურთო ინტელექტით ვერ გაიზარდა, დიდი ხანია ვაკვირდები, მგონია მისთვის ფეხბურთი რუტინაა ....ისეთი ფეხბურთელები გვყავს ვერავისზე დააამტკიცებ რომ მეორეზე უკეთესი იქნება, თუ გინდ გველესიანი კვირკველიაზე ? , 2 მეტრიან ჩეხებთან ვილის ვის ათამაშებს? მათან შედარებით ლილიპუტებად გამოვჩნდებით, ნახეთ ჩაწოდებები რამდენი ექნებად, ტიპები საჯარიმოში დადგებიან და ვიღაცას მაინც მოხვდებაო თავში და გაგვიტანენ, ვინდ დაუდგება წინ? ალბათ სანიოლი იძულებული იქნება სიმაღლით იხელმძღვანოლოს, წიატიშვილს აღარ ათამაშებს,... შეცდომების რაოდენობის შემცირეება უნდა ვისწავლოთ, სწავლობს სანიოლიც, თუ გინდ მამარდას შემთხვევა ავიღოთ, 3 ჩაწოდებაზე მეკარე საჯარიმოში არ რჩება, მითუმეტეს როცა არც ფეხით და არც თავით თამაში არ იცის, მაქსიმუმ გადმოვარდნილ ბურთზე ეთამაშა, ალთუნაშვილი კი ,,ფეტვივით"' დაიბნა...და ბოლოს- მაინც მადლობა ბიჭებს, ისტორიულად როდის იყო რომ კლასით მაღალ გუნდთან შეტევებში დაგვემთავრებინოს თამაში? თამასა აშკარად აწიეს ბიჭებმა,
გუსანი
19 ივნისი 2024 20:55
6
ადმინისტრაციას!ვიღაც ჩემი სახელით დებს უაზრო კომენტარს. მიაქციეთ ყურადღება. მაინც ვერ ვხვდები რას ემსახურება სხვისი სახელით კომენტარის დადება. თუმცა გონებაშეზღუდული ადამიანისგან არაფერია გასაკვირი
დავით 67
19 ივნისი 2024 20:14
3
არადა ვხვდები ვინც არის ეს ჩლუნგი. დისლაქიც დამიწერა. შტერი რომ არ იყოს სხვისი ნიკით რატომ უნდა მოგინდეს კომენტარის დადება. გაიგე შენ ეგრეთწოდებულო მესსისტო?
დავით 67
19 ივნისი 2024 23:24
2
ამ თამაშში,კიტეიშვილი დაგვაკლდა,სასურველი შედეგის მისაღწევად.ის და ქოჩორა,კარგად კეტავენ საჯარიმოს წინა ზონას და არავის აძლევენ,კარში თავისუფლად დარტყმის საშუალებას.კიტე ტექნიკურია,შეუძლია პრესინგის დრიბლინგით თუ პასით დაძლევა,გრძელი პასით შეტევის დაწყება და გამამწვავებელი პასის ან დამაგვირგვინებელი დარტყმის განხორციელება.ქოჩორაშვილმა ნაწილობრივ მაინც გადაფარა მისი ფუნქციები და შეტევაში,საუკეთესო იყო,დაცვაში კარგ თამაშთან ერთად,მაგრამ ძალიან ბევრი მუშაობა უწევდა და შედეგად,დაცვაშიც ყოველთვის ვერ კეტავდნენ ზონას და შეტევაშიც,მიუხედავად ყველაზე სახიფათოობისა,კარში დარტყმები,მცირეოდენ სიზუსტე მოკლებული გამოდიოდა ორი ძელიდან,ცოტა მეტი ძალები რომ ჰქონოდა შემორჩენილი,ერთი მაინც საგოლე უნდა ყოფილიყო.58 წუთზეც,როცა საჯარიმოდან გამოიტაცა ბურთი და მიქაუტაძესთან ერთად კონტრშეტევაზე გაიქცა,ძალა აღარ ეყო,რომ ბოლომდე ერბინა და ჟორჟის საპასუხო პასი მიეღო,უკიდურესად სახიფათო პოზიციაში.არადა მიქაუტაძე მის გახსნას ელოდებოდა.იყო მომენტი,როცა შეტევაში მეტნი ვიყავით და ქოჩორამ კარგად ვერ გაშალა შეტევა,რის გამოც,დარტყმაც კი ვეღარ მოვახერხეთ,კარში.რასაც ვწერ,ქოჩორაშვილის კრიტიკად არავინ მიიღოს.უბრალოდ ადამიანის ძალები,უსაზღვრო არ არის.მან იმდენი ირბინა და იმდენი იბრძოლა,ორ კაცს რომ ეყოფოდა,მაგრამ დაღლილობა,სიზუსტეზე მაინც მოქმედებს და კიტეიშვილის მოედანზე ყოფნის შემთხვევაში,მასაც მეტი ძალები და შანსები ექნებოდა..ისე,პლეი ოფის თამაშების დროს დავწერე,ლა ლიგის გუნდების ხელმძღანელებს ჭკუა რომ ჰქონდეთ,ახლავე ,სასწრაფოდ უნდა დადონ მეთქი,კონტრაქტი,ქოჩორაშვილთან,რადგან ევროპის შემდეგ,მისი ფასი,რძალიან გაიზრდება.კონტრაქტი,ისევ ლევანტემ გაუგრძელა და და რაკი სეგუნდა დივიზიონში ქოჩორას არავინ დატოვებს,სოლიდურ მოგებასაც ნახავს,მისი გაყიდვით.ალალიცაა მათზე,რადგან როცა მუდმივ ტრავმებში იყო,ლევანტემ ზურგი არ აქცია და დაელოდა შავი დროების გადავლას.მეც მგონია რომ კვარაცხელიაც დაძლევს პასუხისმგებლობის ტვირთს და ისე ათამაშდება,როგორც მხოლოდ მას შეუძლია.მანაც და ჩაკვემაც,კარში დარტყმებზეც უნდა იფიქრონ,სხვანაირად არაფერი გამოვა.იმედი მაქვს,ჩეხებთან ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ჯგუფიდან გავალთ,მაგრამ რომც არაფერი გამოგვივიდეს,ამ ტურნირის შემდეგ,ჩვენი ნაკრები,მაინც უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გახდება,ვიდრე აქამდე იყო.ამაში დარწმუნებული ვარ.ჩვენ ბ ჯგუფში გადავედით და უკვე თამაშის დონითაც შევეფერებით,ბ ჯგუფის გუნდები დონეს.მთავარია წინსვლა არ შევწყვიტოთ.
სოსო
19 ივნისი 2024 19:41
2
სოსოს-ს.ყველაფერი ვერც მე წავიკითხე.უბრალოდ ძალიან ცოტა წავიკითხე,რადგან კომპიუტერი ძალიან მიტყუის,მაგრამ მაგ კითხვაზე,ადვილად გიპასუხებ დადებითად.რაც ვითამაშეთ,მაგითაც თავისუფლად შეგვეძლო,ფრედ დამთავრება.უფრო აქტიურები რომ ვყოფილიყავით და არ გავჩერებულიყავით,მოგებაზეც ადვილად გავიწევდით,რადგან როცა ვუტევდით,მათი დაცვაც ძალიან არეული იყო და ის გოლიც ხომ პირელ რიგში,მაინც მეკარის შეცდომის შედეგად გავიდა.ფეხით ადვილად შეეძლო მოგერიება,მაგრამ მან ხელით თამაში გადაწყვიტა.კვარაცხელია ამდენი ზეწოლით ასე დათრგუნული რომ არ ყოფილიყო,ეგეც რამხელა ფაქტორი დაგვაკლდა და კიტეიშვილის ყოფნა,უკვე გადამწყვეტი გახდებოდა გამარჯვებისათვის.მის ყოფნაში ხომ საყრდენი ზონაც დაკეტილი გვექნებოდა,მაღალი პრესინგიდანაც ადვილად დავაღწევდით თავს,გრძელი პასებითაც გავაქცევდით კვარაცხელიას და ბოლოს,თვითონაც დიდ საფრთხეს შეუქმნიდა,თურქებს.დამეთანხმები რომ ანრი მექვაბიშვილი,თავგანწირული თამაშის და ბევრი მუშაობის მიუხედავად,კიტეიშვილს ვერ ჩაანაცვლებდა და ბოლომდე ვერც ჩაანაცვლა.მე ჩეხების უფრო მეშინია,მათი ფიზიკური და ათლეტური მონაცემების გამო,რადგან სიმაღლის,სისწრაფის და ფიზიკური ძალის ხარჯზე შეუძლიათ სახიფათო მომენტი არაფრისაგან შეგვიქმნან და გამოიყენონ.თანაბრად დაკომპლექტებული გუნდია და რამდენად გავუძლებთ მათთან სისტემატურ კონტაქტურ და ძალისმიერ ბრძოლებს,საკითხავია.ასე მგონია,წიტაიშვილს,შენგელიათი ჩაანაცვლებს,როგორც უფრო ტანიანი და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ჩეხებისაგან ძნელად დასაჩაგრი,ფეხბურთელი.იმედია პირველი მატჩის დაძაბულობა,მეორე მატჩისათვის გადავლილი გვექნება და თავიდანვე თავისუფლად ავთამაშდებით.შენგელიას და კიტეიშვილს დიდი ხანია არ უთამაშიათ და თუ ახლა ათამაშა,სავარაუდოდ მატჩის ბოლომდე ვერ გაუძლებენ,მაგრამ სანამ იქნებიან,ბევრის გაკეთება შეგვეძლება.ლოჩოშვილიც შესაძლოა მათთან მოსამზადებლად შეიყვანა,თურქებთან.სანიოლს ბევრი ექნება ნაფიქრი,ამ სამ თამაშზე და სათამაშო გეგმაც ექნება შემუშავებული,რაღაცა სიურპრიზებით.იმედია გაგვიმართლებს.კვარაცხელიამ კი,სხვა გზა არ აქვს,თავი უნდა დააღწიოს შებოჭილობას და თავისი ფეხბურთი ითამაშოს.თურქებთან ტემპპს ვაგდებდით და ამით,ძალებს ვუფრთხილდებოდით,თუმცა საყრდენ ზონაში ძალები მაინც არ გვეყო,ერთმანეთი ვერ დააზღვიეს და ორი გოლი მივიღეთ.მიუხედავად ამისა,მატჩის ბოლოს,საბოლოო შტურმისათვის ძალები მაინც აღმოგვაჩნდა და ეს,საქართველოს ისტორიაშია ალბათ პირველად მოხდა,როცა დამატებულ დროში,ვუტევდით და მომენტებსაც ვქმნიდით,თუმცა ბოლოს გოლით დავისაჯეთ.ალბათ არც მეორე თამაშში გავიქცევით წინ,რადგან ამდენი სირბილის თავი ჩვენ არ გვექნება.თუ კვარამ,კიტეიშვილმა და ჩაკვეტაძემ,სრული ძალით ითამაშეს,ძალიან გავართულებთ ჩეხების ცხოვრებას,მაგრამ თუ ჩეხებმა მოგვახვიეს თავს,შეტევა და ჩვენ საჯარიმოში ხშირ ჩაწოდებები,მაშინ უკვე ჩვენ აღმოვჩნდებით ურთულესი ამოცანების წინაშე.ეს მომავლის პერსპექტივებია,თურქებთან კი,თავისუფლად შეგვეძლო ფრე და გვქონდა გამარჯვების შანსებიც.
სოსო
19 ივნისი 2024 21:09
2
პატივს გცემ როგორც მოყვარულ ექსპერტს. კარგად განიხილავ სიტუაციებს, მაგრამ დღეს ამდენის წაკითხვა ვერ შევძელი და ერთი კითხვა მაქვს: მოწინააღმდეგე ჩვენებზე სწრაფი იყო და რამე შანსი გვრჩებოდა თუნდაც ფრე რომ გაგვეგორებინა?
სოსო-ს
19 ივნისი 2024 20:10
5
ოხ ერთი კარგი მწვრთნელი ეხლა და გრანდად ჩამოაყალიბებდა ჩვენს ნაკრებს რამოდენიმე წელში.
გიორგი
19 ივნისი 2024 19:08
9
ყველაზე მეტად ეგ სჭირდება ჩვენს ნაკრებს - კარგი მწვრთნელი და ჯგუფურ ეტაპზე "შემოვლითი გზების" გარეშეც გავალთ!
გიორგი-ს!
19 ივნისი 2024 20:05
5
კრიტიკა არავის უნდა ეწყინოს, მეტი რომ გვინდა ცუდია? მადლობა ბიჭებს, მაგრამ მეტი გვინდა, ფეოლა ჭკვიანი კაცი იყო კინოში რომ თქვა, აწი უკეთესი მწვრთნელი გჭირდებათო
თენგო
19 ივნისი 2024 18:52
2
ყველაფერს თავი რომ გავანებოთ პასის კულტურა გვაქ?ან ეს გარდი-გადმო პასები რა უბედურებაა,თუ არ შეუტიე თამაშს მოიგებ?მეორე ნომრად რატო ვთამაშობთ ყოველთვის.აფსუს ცხადაძე.
ბეგლარა
19 ივნისი 2024 17:40
11
რა ცხადაძე პროფესორო ?
საქარᲗველოს Შვილი
19 ივნისი 2024 18:06
3
ქოჩორაშვილის ქება ცოტაა თუ კრიტიკა არაა საჭირო? ეპიზოდს კარგად დააკვირდით, ქოჩორა ხალხმრავლობასა და რთულ სიტუაციაში აძლევს პასს წიტას
rable-ს
19 ივნისი 2024 17:36
2
ვიყავი სტადიონზე და გიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს.
>>> დადებითი >>>
ბრძოლისუნარიანობა და მოტივაცია იყო მაღალ დონეზე. ტექნიკა აქვთ იჭებს, თუმცა დასახვეწი. მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, პროგრესი იგრძნობა და მარცხიუს მიუხედავათ, საერთაშორისო დონეზე პატივისცემა დავიმსახურეთ! გერმანიაში გვაქებენ და ბევრისთვის პირველი ტურის საუკეთესო მატჩია.

>>>რა დაგვაკლდა>>>
თამაშის მსვლელობისას არაერთხელ ვიგრძენი რომ წავაგებდით. რატომ: იმიტომ რომ პრესინგში დავაკელით და აწყობილი კომბინაციები ხშირად არ გამოგვდიოდა. წვალებით გამოგლეჯილ ბურთს მარტივად ვკარგავდით! მეკარის და სხვების არაერთი უმისამართო გადაცემა.
როცა გვიტევდნენ, ჩვენებს არ გამოსდიოდათ სწრაფად ბურთის ართმევა. სისწრაფე დაგვაკლდა. სისწრაფე და პრესინგი თანამედროვე ფეხბურთის ფუძეა. მაგიტომ უჩნდებოდათ თურქებს სივრცეები და გვესროლეს შორიდან. დამერწმუნეთ ეს ნიუანსები სტადიონზე უფრო ჩანს, სადაც მთელი გუნდის გადაადგილებას და ტემპს მთლიანობაში აკვირდები.

კვარა.... კი, სარგებელი მაინც მოაქვს მაგრამ ეს ის კვარა აღარაა! ბევრჯერ ბურთი დაკარგა. როცა ვინმეს თამაში არ გამოსდის, ის შესაცვლელია!

კი გუშინ გარკვეულწილად არ გაგვიმართლა, თურქებსაც ბევრი დარტყმა გამოუვიდათ, მაგრამ შედეგი უსამართლო იყოო, მაგასაც ვერ ვიტყვი.

ბურთის დაჭერა, ანუ მეტი გადაბმული კომბინაციები, მეტი ტემპი მოძრაობებში სირბილის და პრესინგის დროს და ეს ნაკრები მსოფლიოზეც ითამაშებს!

ბესო
19 ივნისი 2024 17:05
2
ხვიჩა არის გარემარბი და მისი ისე გამოყენება როგორც ამას სანიოლი აკეთებს შეცდომაა.
goga
19 ივნისი 2024 17:02
9
Ჩემი ნება რო იყოს ალადაშვილს დავაბრუნებდი ნაკრებში.შეუდარებელი იყო,ამიტომაც ჰქონდა ასეთი კარიერა.რო არა ქოცები რეალს უნდოდა კახას ყიდვა.აი ცოტახანში ჩვენი ბელადიც გამოვა,მოგვცემს გრძელტარიან დროშას და გაგვიძღვება შიგ უკრაინაში.
დავით 67
19 ივნისი 2024 16:48
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული