რას გადაურჩა საქართველოს ნაკრები, რა იყო კარგი, როგორ შევაფასოთ "კვარას" თამაში და სანიოლის გადაწყვეტილებები...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი დრამატული მარცხით შედგა. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მთავარ ფორუმზე გასვლით ყველანი ბედნიერები ვართ!.. ვილი სანიოლის გუნდმა ფართო აუდიტორიას თავი ღირსეულად გააცნო და ეს უკვე ძალიან სასიამოვნოა. აი, რა შეიძლებოდა უკეთ, სად იყო უარესის საფრთხე და რა როგორ შეიძლება შევაფასოთ, ამაზე ვიმსჯელოთ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ პოლუსური აზროვნება არასასურველია - არც ყველაფრის "წყალში გადაყრა" შეიძლება და არც მხოლოდ ქებაა რეკომენდებული

შემადგენლობა

Sportall.Ge

ამხანაგური მატჩის შემდეგ "ჯვაროსნების" თავკაცს ერთი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ჩვენს გუნდში ოთარ
კიტეიშვილის პირდაპირი შემცვლელის პოვნა რთულია. მონტენეგროსთან მატჩის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ სასტარტოში ანზორ მექვაბიშვილი ვნახეთ და არა ნიკა კვეკვესკირი. სტარტზე აშკარად დაძაბული მექვაბიშვილი დროთა განმავლობაში უფრო აქტიური გახდა. რაც შეეხება ძირითადში ლევან შენგელიას არყოფნასა (არც შეცვლაზე შესულა) და გიორგი წიტაიშვილის გამოჩენას, ეს გასაკვირი იყო იმ ფონზე, როცა ლევანი დაცვაში უფრო საიმედოა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი იქ უნდა ვეძებოთ, თურქების მარჯვენა ფლანგი სწრაფი და ენერგიულია და მას "წიტა" უფრო უნდა გამკლავებოდა. გიორგის დიდი ჯაფა დაადგა, შეტევაშიც იაქტიურა, მეორე ტაიმში აშკარად დაიღალა, შეცდომებს უმატა, მწვრთნელმა კი მისი შეცვლა აშკარად დააგვიანა...

რას გადავრჩით
პრევიუში აღვნიშნეთ, რომ კონცენტრაცია მნიშვნელოვანი ამბავი იქნებოდა. რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ მოხდა. საქართველოს ნაკრები "გაითიშა", საკუთარ კარში მეორეც მიიღო და თამაშგარემ გადაგვარჩინა. ამ დეტალზე ისევ ბევრია სამუშაო.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა, მოწინააღმდეგეს ძალები აგრძნობინა, გაიტანა და "უთვალავი" თურქი გულშემატკივარიც დაადუმა.

შეგვეძლო თუ არა ინიციატივის აღება უფრო მეტი დროის განმავლობაში? იმ ფონზე, როცა ბოლო დროის საქართველოს ნაკრების წარმატება კონტრშეტევებს უკავშირდება, თურქეთის წინააღმდეგ "პირველ ნომრობას" მეტად "ვაწვებოდით", უფრო მეტი კი ჩვენი ძალების მიჯნაზეა, როგორც ჩანს...

გოლები...

Sportall.Ge

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მეტოქეს საშუალება მისცა, ჩვენი შეცდომებით ესარგებლა. გასაგებია, გოლი ისე ვერ გადის, თუმცა ბურთის სახიფათო ზონასა და სიტუაციაში დაკარგვა ვერ ავირიდეთ, რის გამოც დავისაჯეთ. დაზღვევის სისტემებსაც უფრო მეტად უნდა ემუშავა.

რაც შეეხება ჩვენ გოლს, გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ მას პასებით შესაბამისად მოამარაგებ, მომენტებს ცივსისხლიანად იყენებს. ხანდახან ეგოისტურად იქცევა, მაგრამ ამას უფრო "ფორვარდული" ქცევა დავარქვათ. სამწუხაროდ, იღბალმა ახლა არ გადმოგვხედა და ვერ გავიტანეთ იმ ეპიზოდებში, სადაც თითქოს ყველაფერი იდეალურად გაკეთდა.

გიორგი ქოჩორაშვილი

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ცალკე საუბარი დაიმსახურა. "ქოჩორა" იყო ყველგან და აკეთებდა ყველაფერს, რაც გუნდს სჭირდებოდა. მის შემთხვევაში მთავარი იქნებ ის იყოს, რომ სწორად აფასებს რისკებსა და შესაძლებლობებს. გიორგის ურჩევნია, ის ინანოს, რასაც გააკეთებს და არა ის, რასაც ვერ მოინდომებს.

ცხოვრება ბოლომდე სამართლიანი რომ იყოს, ქოჩორაშვილის ის დარტყმული, ძელს რომ მოხვდა და მანამდე საოცარი მოძრაობა ვნახეთ, მოწინააღმდეგის ბადეში გაეხვეოდა.

ქოჩორაშვილმა საკუთარ თავზე მუშაობა უნდა განაგრძოს, მაგალითად, მეორე გაშვებული გოლისას დაცვიდან ამოსვლიდან იდეალური არჩევანი არ მიუღია. ამ შეხვედრამ მისი ფასი გაზარდა და წინ სხვა მატჩებიცაა...

ხვიჩა კვარაცხელია

Sportall.Ge

ხვიჩა განსაკუთრებულ ყურადღებასა და წნეხს შეჩვეულია და მისთვის არაერთგვაროვანი გამოხმაურებები ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ობიექტურობა აუცილებელია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, "კვარას" მოედანზე არსებობა უკვე დიდი ფაქტორია მასზე განსაკუთრებული ყურადღების გამო. გარდა ამისა, ამ კლასის ფეხბურთელს ყოვლთვის შეუძლია, ერთი ეპიზოდით მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ამაზე რომ შევთანხმდებით, დანარჩენზე მსჯელობა მერე შეგვიძლია, მათ შორის იმაზეც, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამიმდინარე, საუკეთესო თამაში არ ჰქონია.

კვარაცხელია საკმაოდ დიდ მანძილს ფარავს, მრავალმხრივი უნარების მქონეა. ხვიჩა რომ უფრო შედეგიანი იყოს, ჩვენი გუნდი ბურთთან ერთად მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს მეტ დროსაც უნდა ატარებდეს. "კვარა" საკუთარ თავს გარედანაც, სხვისი თვალითაც უყურებს და ჩეხეთთან სულ სხვანაირს ვნახავთ.

ვილი სანიოლი

Sportall.Ge

არ ვაპირებთ, მარცხის გამო სანიოლს ხელები შევაწმინდოთ, მაგრამ მწვრთნელის პასუხისმგებლობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. შესაძლოა, შეცდომა დაუშვა შემადგენლობის შერჩევისასაც და შეხვედრის პროცესშიც, მაგრამ მასზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ვილის გუნდის ჩაგდებულ შეხვედრებს ყოველთვის უკეთესი მოჰყვებოდა, ის კარგად ვითარდება, მაგრამ გამოცდილების ნაკლებობა თავისას აკეთებს.

შენგელიას არყოფნით სანიოლი ერთგვარად საკუთარი ნათქვამის წინააღმდეგ წავიდა. როცა მინდორზე ლუკა ლოჩოშვილი შემოვიდა, იფიქრებდი, ბოლო დღებში მისი ახალ ამპლუასთან მოსინჯვა ხდებოდა, მაგრამ ამაში ლაშა დვალის ქცევა დაგაეჭვებდა, რომელიც დარწმუნებული იყო, ფლანგზე გადასვლა მას მოუწევდა. რატომ გახდა საჭირო ეს ერთგვარი ექსტრემალური გადაწყვეტილება?!

როცა მეორე გოლი გავუშვით, ყურადღება ინსტინქტურად სათადარიგოთა სკამისკენ გადავიდა, თუმცა იქ ჩვენი ფეხბურთელები კარგა ხანს არ გამოჩენილან. სანიოლი რაღაც ნაბიჯებზე ვერ მიდიოდა, ანაც საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული არ იყო.

არაერთგვაროვანი იყო გიორგი მამარდაშვილის გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებაც. ფაქტია, საუკეთესო მესამე ადგილის ძიებაში ყველა გაშვებული გოლი და მოსალოდნელი უარყოფითი ბალანსი მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოუცდელობითა თუ სხვა ფაქტორებით ამაზე არავის უფიქრია.

სანიოლს ვითარების გამოსასწორებლად დრო საკმაოდ აქვს. ყველას კიდევ ერთხელ მადლობა ღირსეული დასაწყისისთვის და უკეთესს ველით!..

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.


მკითხველის კომენტარები / 46 /
ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. თუ სწორ დასკვნებს გააკეთებს სანიოლი, მოვიგებთ და გავალთ ჯგუფიდან. იმედია, კიტეიშვილი დაბრუნდება. კარგი იქნება, თუ ასეთ წვიმაში აღარ მოგვიწევს თამაში.
რეალობა
19 ივნისი 2024 15:49
4
რა ზღაპრებს იგონებ,რას როშავ?არავის მომგები ამ გუნდით არ და ვერ ვართ.თავს ნუ ვიტყუებთ














555
19 ივნისი 2024 16:22
25
რეალობა- -თუ სურვილია ის მაინც ისურვე ჩეხებმა თავის კარში 1-2 ბურთი ჩაჭრანო, ე წვიმა საიდან მოგაფიქრდა ))))) (ეჰ სადა თორე კი)
სვანსკი
20 ივნისი 2024 16:16
1
ვიყავი სტადიონზე და გიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს.
>>> დადებითი >>>
ბრძოლისუნარიანობა და მოტივაცია იყო მაღალ დონეზე. ტექნიკა აქვთ იჭებს, თუმცა დასახვეწი. მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, პროგრესი იგრძნობა და მარცხიუს მიუხედავათ, საერთაშორისო დონეზე პატივისცემა დავიმსახურეთ! გერმანიაში გვაქებენ და ბევრისთვის პირველი ტურის საუკეთესო მატჩია.

>>>რა დაგვაკლდა>>>
თამაშის მსვლელობისას არაერთხელ ვიგრძენი რომ წავაგებდით. რატომ: იმიტომ რომ პრესინგში დავაკელით და აწყობილი კომბინაციები ხშირად არ გამოგვდიოდა. წვალებით გამოგლეჯილ ბურთს მარტივად ვკარგავდით! მეკარის და სხვების არაერთი უმისამართო გადაცემა.
როცა გვიტევდნენ, ჩვენებს არ გამოსდიოდათ სწრაფად ბურთის ართმევა. სისწრაფე დაგვაკლდა. სისწრაფე და პრესინგი თანამედროვე ფეხბურთის ფუძეა. მაგიტომ უჩნდებოდათ თურქებს სივრცეები და გვესროლეს შორიდან. დამერწმუნეთ ეს ნიუანსები სტადიონზე უფრო ჩანს, სადაც მთელი გუნდის გადაადგილებას და ტემპს მთლიანობაში აკვირდები.

კვარა.... კი, სარგებელი მაინც მოაქვს მაგრამ ეს ის კვარა აღარაა! ბევრჯერ ბურთი დაკარგა. როცა ვინმეს თამაში არ გამოსდის, ის შესაცვლელია!

კი გუშინ გარკვეულწილად არ გაგვიმართლა, თურქებსაც ბევრი დარტყმა გამოუვიდათ, მაგრამ შედეგი უსამართლო იყოო, მაგასაც ვერ ვიტყვი.

ბურთის დაჭერა, ანუ მეტი გადაბმული კომბინაციები, მეტი ტემპი მოძრაობებში სირბილის და პრესინგის დროს და ეს ნაკრები მსოფლიოზეც ითამაშებს!

ბესო
19 ივნისი 2024 17:05
2
მამარდას საქციელი როცა ბოლო წუთებზე კარიდან გამოვიდა, სწორი იყო, რადგან გარდა რიცხობრივი უპირატესობისა, ამან გუნდს დიდი მოტივაცია მისცა, რომ წაგებას არ ეგუებოდა. ამან გავლენა იქონია იმაზე, რომ სწორედ ამ ბოლო წუთებში 2 საგოლე მომენტი შევქმენით და ცოტა იღბალიც რომ გვქონოდა გავათანაბრებდით. ასე რომ ეს გამართლებული რისკი იყო. გაურისკავად ასეთი თამაშების შემოტრიალება შეუძლებელია. გაცილებით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ საბოლოოდ ამ ერთი ბურთის გამო პლეიოფში ვერ გავიდეთ, ვიდრე იმის, რომ გაგვეთანაბრებინა. სხვა თუ არაფერი მსოფლიომ დაინახა და დააფასა შეხვედრის ის საუკეთესო ბოლო წუთები, როცა აშკარა ფავორიტი თურქები რის ვაივაგლახით იცავდნენ თავს მატჩის გადასრჩენად. შპიგელმა ჩემპიონატის ყველაზე დაძაბული მატჩი უწოდა ჩვენ თამაშს.
რეალისტი
19 ივნისი 2024 16:31
4
მამარდაშვილის გამოსვლა რა შუაშია, რა ქნა სანდრო ალთუნაშვილმა კუთხურის მერე და ვისი ბრალია მესამე გოლი? ტიპი 5 წუთით შემოვიდა და ერთი ბურთი ვერ გააჩერა, რაუნდა მაგას ნაკრებში
nedved
19 ივნისი 2024 22:13
6
საგიჟეთი იყო რა...... მადლობა ბიჭებო..... ხო... თურქების პირველ ორ გოლზე მინდა ვთქვა, მე არა ვარ მეკარე,. მე ჩავდგები კარში, 10-10-ჯერ დაარტყან ორივემ, კარს ვერ გაარტყავენ.....ოღბალი იყო სხვაგან, ალბათ შესვენებაზე. ესე გული არ დამწყვეტია არც ერთ თამაშზე. შემეცოდნენ ბიჭები..... მაგრამ არაფერია ბიჭებო... ჩეხეთთან გელოდებით და თურქების ჯავრი იქ ვიყაროთ.... თქვენ გენაცვალეთ მთელი საქართველო მგლებო.......
alex
20 ივნისი 2024 10:37
4
რა გაახურეთ ყველა კრიტიკოსებმა 30 წელი საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებ ასეთი ნაკრები ისტორიაში არ გვყოლია ასეთი მონდომებით არასდროს არ თამაშობდა გამონაკლისი ფეხბურთელების გარდა არავინ ჩვენ ვართ ტექნიკური და სწრაფი ნაკრები როგორი ამინდი იყო ყველამ ნახა ასეთ დროს ჩვენი უპირატესობა ნახევრდება რაც შეეხება ხვიჩას ის ტოპ კლასის და ნუ ადარებთ სხვებს ეს არ ნიშნავს რომ ნაკრების სხვა ფეხბურთელები არ უნდა დავაფასოთ პირიქით ყველას დიდი მადლობა მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა კვარა სხვა დონეა ნეტა ბევრი კვარა იყოს ნაკრებში და ვინც მას კონკრეტული თამაშით აფასებთ ფეხბურთში ვერ ერკვევით 23 წლის ბიჭს რომელიც ყველაფერს აკეთებს ნაკრებში და ნებისმიერ თამაშში ქმნის რაღაც ფენომენალურს გვერდში დავუდგეთ და გავამხნეოთ ნაკრების ყველა წევრს დიდი მადლობა საამაყო ბიჭები ხართ წარმატებები
ვახო
20 ივნისი 2024 10:28
1
უკვე წელიწადია კვარა ჩანაწერივით მეორდება ყველგან, დაცვაშიც და შეტევაშიც, ნაკრებში, და ნაპოლიშიც. არც გულით, არც მონდომებით არ გამოვარჩევ სხვებზე ნეტად რონ 'დავინდო', ამხელა კაცს მართლა ბავშვივით ხომ არ შევიფარებთ ჭექა ქუხილისგან. სხვას თუ წუნს ვუმჩნევთ არ გვიყვარს?
ანდრი
20 ივნისი 2024 11:59
1
ნაკრები გვყოლია, როგორ არ გვყოლია ამაზე მაგარი, მაგრამ მაშინ ცოტა გუნდი თამაშობდა ევროპაზე და ერთა ლიგაც არ იყო. არც შუქი იყო და არც წყალი, თორე სიმართლე ვთქვათ მარტო ქინქი იყო ერთი ნაკრების ფასი. ერთი ნაბიჯი გვაკლდებოდა სულ. ასეთი ხელშეწყობა რო ქონოდათ, გინდა სახელმწიფოსგან და გინდა უეფასგან, ვიქნებიდით სულ მუნდიალებზე. შენ მარტო ქეცბაიას დროინდელი ანტი ფეხბურთი გახსოვს ეტყობა.
სიმენონი
20 ივნისი 2024 20:48
0
თამაში წააგო სანიოლმა, .მორჩა.წერტილი.
Gio
19 ივნისი 2024 21:18
17
ევროპის ჩემპიონატზე რო ვთამაშობთ ეგ ვისი დამსახურებაა?? ნაცების და ევროპულათ მოაზროვნე ოპოზიციის და მათი პრეზიდენტის ხო?? სანიოლმა შეიძლება პატარ-პატარა შეცდომები დაუშვა თუმცა ისიც ჩვენს ნაკრებთან ერთად იზრდება და ვითარდება და დარწმუნებული იყავი მაგ შეცდომებს გამოასწორებს აი თქვენს შეცდომებს რა გამოასწორებს ეგაა საქმე ვინაიდან თქვენი არსებობა უკვე შეცდომაა,,სანიოლმა წააგო და წერტილი რას ნიშნავს?? სანიოლმა თხოვა ფეხბურთელებს მომენტები გააფუჭეთოო? ვილიმ თხოვა ქოჩორას ჯერ მიქაუტაძეს შეუშალე ხელი გოლის გატანაში მერე მარადონობა მოინდომე და ზედმეტი ხალხი ატყუე დარტყმის მაგივრადოო?? თუ არდას გოლის დროს უთხრა ვილიმ მაინცდამაინც დაკეტილ წიტას შეტენე ბურთიო?? არ გაგვიმართლა და მაგიტომ წავაგეთ ეგ თამაში აი ესაა სიმართლე და სხვაზე გადაბრალებას ჯობია რეალობას შეხედოთ,,წარმატებები ბიჭებს, ვილის და ყველას ვისაც ჩვენი ნაკრების განვითარებაში წვლილი მიუძღვის,,მე ვარ საქართველო და ვარ მისი გულშემატკივარი ჭირშიც და ლხინშიც ,,(ისე არა როგორც თქვენ და თქვენნაირი ჩასაფრებულები ხართ წარმატებების დროს სოროში რო გდიხართ და ნაკრების ფეხის დაცდენას ელოდებით რო პირი მოაღოთ))
gel-100
20 ივნისი 2024 08:45
12
მე მგონი ფეხბურთელებმა ითამაშეს კარგად და დადეს ენერგია, ეხლა შევაფასებ თანმიმდევრობით, თამაში დაიწყეს ცოტა შეშინებულივით, რაც თურქებს მისცა თვითრწმენა და ბურთაობდნენ თავისუფლად, ჩვენებს არ უნდა დაეთმოთ ბურთი და სივრცე, რაც რა თქმა უნდა დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოვა დღევანდელ ფეხბურთში, ყველამ ვნახეთ როგორც კი ბურთს დაიჭერდნენ ჩვენები და წავიდოდნენ თავდასხმაში, რამდენი საგოლე მომენტი შექმნეს, ასე რომ თუ გინდა დიდ გუნდებს მოუგო და გახვიდე შემდეგ ეტაპებზე, აუცილებელია აკონტროლებდე ბურთს, ითამაშო პრესინგზე, იყო უფრო თამამი და აგრესიული, რასაც კარგად აკეთებდა ქოჩორაშვილი, ეს ბიჭი მართლაც ყველგან იყო, ასე თავდაუზოგავად უნდა ითამაშოს ყველამ და შედეგი აუცილებლად იქნება, სხვაგვარად არ გამოვა

Ps:მე მგონი ქოჩორაშვილს სჭირდება კარგი აგენტი, რათა გადავიდეს უკეთეს გუნდში, ლევანტეში ცოდოა, სადაც ზოგჯერ თადარიგში უზით
Nukri
19 ივნისი 2024 16:40
3
რა მაინტერესებს იცით, სათქმელს რატომ ვერ ამბობს ვერავინ, გავედით ევროპაზე და ძაან კარგი, აწი რა ვქნათ ამით ვიცხოვროთ კიდევ 30 წელი? თამაშის ობიექტური ანალიზი რა გახდა, ჟურნალისტებს რატომ ეშინიათ კრიტიკის მაგალითად რატომ არავინ ამბობს რომ კვარაცხელიას პასიურობის გამო დაცვაში ერთი კაცით ნაკლები ვიყავით, რატომ არავინ ამბობს რომ ლოჩოშვილის ფლანგზე დაყენება როცა შეტევები გვჭირდებოდა უდიდესი შეცდომა იყო, მეკარის წინ გაქცევა გამოუცდელობის ბრალი კი არა უდიდესი შეცოდმა იყო რამაც შეიძლება ჯგუფში ჩაგვტოვოს. ქება არაფერს მოგვიტანს და სამართლიანმა კრიტიკამ შეიძლება რამე გვიშველოს.
nika
20 ივნისი 2024 12:54
3
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრები უფრო მაღალ დონეზე იქნება და ჩვეულებრივი შესარჩევიდანაც გვექნება დიდი შანსი მსოფლიოზე გასვლის!
მადლობა ბიჭებო და წარმატებები საქართველო!
ბათუმელი ექსპერტი
20 ივნისი 2024 10:30
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული