რომანტიზმი კარგია, მაგრამ უკეთესი ხვიჩა და 3 ქულა გვჭირდება

AutoSharing Option
გაორებული გრძნობა დამრჩა თურქეთთან საქართველოს ნაკრების მატჩის შემდეგ: პირველი - სიამაყისა, რომ ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა; მეორე კი უქულოდ დარჩენაა, რამაც ჯგუფიდან გასვლის შანსები შეგვიმცირა. თუმცა იქნებ მაინც მოახერხონ „ჯვაროსნებმა“ პლეი-ოფში გაღწევა და გულშემატკივრების გახარება.

ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში აღვნიშნე, რომ ევრო 2024-ზე სანიოლის კრებულს შეუძლია თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე იასპარეზოს, რამეთუ მარცხის შემთხვევაში განსაკუთრებულად არ გააკრიტიკებენ, თუმცა მათგან უკვე მეტის მოლოდინია, ხოლო უშუალოდ მატჩის მიმოხილვის დასაწყისში ხაზი გავუსვი იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ
გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. სხვა სხვის ომში ბრძენიაო და ადვილია ფეხბურთელების განსჯა, რომლებსაც გამოუცდელობის გამო თავიდან ნერვიულობა დაეტყოთ. შეხვედრის დასაწყისი ვერ გამოუვიდათ კარგი: მეტოქეს პირველ 25 წუთში ბურთის ფლობა 70% ჰქონდა და როდესაც ამდენი ხანი დაცვაში დგახარ, ადრე თუ გვიან გოლს გაუშვებ. ჯერ აიჰანის დარტყმული ბურთი მამარდაშვილის კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი მიულდურმა და ილდიზმა ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაგვიტანეს, რომელთაგან მეორე თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ერთი სიტყვით, სანიოლის კრებულმა სასტარტო მღელვარებას ვერ გაუძლო და გლაზგოში შოტლანდიასთან წაგებული შეხვედრა (0:2) გამახსენდა, სადაც ანალოგიური პრობლემა შეგვექმნა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთგვარი შიშია, მაგრამ რეიტინგით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ მოწინაღმდეგეებთან სტუმრად თამაშისას რაღაც კომპლექსი ჩამოყალიბდა.

თურქეთმა ჩვენთან დაპირისპირებამდე ხუთიდან სამი მატჩი წააგო და ორი ფრედ დაასრულა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სადაც D ჯგუფში მისი ერთ-ერთი მეტოქე ხორვატია იყო, პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე გავიდა. ჩვენს თამაშზე, რა თქმა უნდა, იმანაც იმოქმედა, რომ სტადიონზე მოწინააღმდეგეს გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავდა (გერმანიაში თურქეთის 1.3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ეთნიკური თურქი კი იქ გაცილებით მეტია). ამიტომ ითვლება, რომ ისინი ევრო 2024-ზე, ფაქტობრივად, სახლში გამოდიან, ხოლო ჩვენს გუნდს გასვლაზე მოუწია თამაში.

ძალიან იმოქმედა კიტეიშვილის არყოფნამაც, თუმცა ყოველთვის ყველა ფეხბურთელი ვერ იქნება მწყობრში და ეს იმაზე მიუთითებს, რომ სანიოლს შემადგენლობის მხრივ დიდი სიღრმე არ გააჩნია. საბედნიეროდ, ადრე შეტევაში თუ მარტო კვარაცხელიაზე ვიყავით დამოკიდებული, ახლა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვყავს. მაინც მოახერხა მიქაუტაძემ ანგარიშის გათანაბრება და იქვე დუბლის შესრულების შანსი ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმის დასასრული ჩვენი იყო, ვიზავი საკუთარ კარს მოვაჯაჭვეთ. წესით, ასევე უნდა გაგვეგრძელებინა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც დაცვაში ჩავჯექით. ჩავჯექით და მეორე გოლიც მივიღეთ. ბოლოს საქართველოს ნაკრები შტურმზე გადავიდა, დიდებულად მოთამაშე ქოჩორაშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, კაშიამ - ძელს, მეტოქის საჯარიმოში მამარდაშვილის ჩასვლას სწრაფი კონტრშეტევისას აქტიუროღლუს გოლი მოჰყვა და წავაგეთ. ემოციები და აზარტი ყოველთვის არაა საუკეთესო მოკავშირე და არაა გამორიცხული, მესამე გაშვებულმა გოლმა საბოლოოდ ცუდი სამსახური გაგვიწიოს. ალთუნაშვილის შეცვლაზე შეყვანა, შესაძლოა, სწორედ მამარდაშვილის შეტევაში ჩართვის განზრახვით იყო ნაკარნახევი, რამაც უარყოფითი შედეგი გამოიღო, მაგრამ ანგარიში რომ გაგვეთანაბრებინა და ლოგიკური ფრისთვის მიგვეღწია, ყველა სანიოლის გამართლებულ რისკზე და ბრძნულ გადაწყვეტილებაზე დაიწყებდა საუბარს.

სანიოლს, ალბათ, შეეძლო უკეთესი სასტარტო შემადგენლობის დაყენება და ცვლილებების უფრო ადრე განხორციელება, მაგრამ ეს მისი პრეროგატივაა. ნამატჩევს თურქეთის ნაკრების თავკაცმა მონტელამ განაცხადა, რომ საქართველო ფიზიკურად ძლიერი, კარგად ორგანიზებული გუნდია, იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობს. მან კარგად გათვალა ყველაფერი, სწორი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩია და შედეგსაც მიაღწია. მოკლედ, სანიოლს პირადი დუელი მოუგო. გაუმართლა კიდეც.

ბუნებრივია, მეტს ველოდით კვარაცხელიასგან, რომელსაც საუკეთესო მატჩი არ ჰქონდა და მასზე აშკარად იმოქმედა სატრანსფერო ამბებმა. თუ გახსოვთ, „რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი სლუცკი ამბობდა, რომ ხვიჩა ემოციურია და ნერვიულობისას ხარისხს კარგავს. ალბათ, დროა, „კვარამ“ ემოციების მართვა ისწავლოს და დარწმუნებული ვარ, ისევ ძველებურად გაგვახარებს. ისე, ბოლოს შექმნილი მომენტების უმეტესობა მის აქტიურ მოქმედებებს მოჰყვა.

წინ ორი ფინალი გველის - ჩეხეთთან და პორტუგალიასთან და ვნახავთ, როგორ დასკვებს გამოიტანს სანიოლი და როგორ აისახება ეს შედეგზე. ეს მხოლოდ ამ ტურნირს არ ეხება - აუცილებელია დასრულდეს ის დაუსრულებელი ეპოქა, როდესაც შესარჩევ ტურნირებზე მეოთხეზე უკეთეს ადგილს ვერ ვიკავებდით. ეს ჩვენს გუნდს რომ შეუძლია, თურქეთთან პირველი ტაიმის ბოლო ნაწილმა და მეტადრე კომპენსირებულმა დრომ დაგვანახა, როდესაც მეტოქე სასოწარკვეთილი იცავდა თავს. გასაგებია, მთელი 90 წუთი ასეთი ტემპით ვერ შეუტევ, მაგრამ როდესაც მთელ რიგ ეპიზოდებში ასე სჯაბნი, გამოდის, გაგაჩნია ვიზავის ძლევის უნარი, რაც უნდა ირწმუნო და შენი ეს უპირატესობა შედეგში ასახო. შედეგი კი მხოლოდ ერთი ჩაითვლება დადებითად - ჩეხეთთან მოგება, რადგან ფრის შემთხვევაში ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში პორტუგალიის დამარცხება დაგვჭირდება. თურქეთთან ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო რომანტიზმი გვაჩვენა და ყველა მოხიბლა, მაგრამ ახლა მეტი პრაგმატიზმი და 3 ქულის მოპოვებაა აუცილებელი.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 31 /
ნეტა ჩეხებთან უფრო ამაყები გამოვჩნდებით ვიდრე თურქებთან გამოვჩნდით?
პორტუგალია
20 ივნისი 2024 20:58
2
ხვიჩას აკრიტიკებენ ან ნაცები,ან ფეხბურთის უცოდინრები.ნაცები ვიცით რატომაც,მაგრამ ფეხბურთის უცოდინრებს მინდა უთხრა,ნაპოლიში წელსაც ხვიჩა ყველაზე უკეთესი იყო,მიუხედავად იმისა,რომ არავინ არ თამაშობდა სათანადო დონეზე,არავინ უწყობდა ხელს და ყოველ მეორე მესამე თვეს ახლი მწვრთნელი მოდიოდა ახალი მოთხოვნებით,გუნდი არეული იყო.აბა ათამაშეთ მესი ასეთ გუნდში რას შეძლებს???თან არბენინეთ იმ ხელფასზე,რასაც კვარას უხდიან წუწურაქები,როცა დამლაგებელს მეტი ხელფასი აქ ვიდრე წამყვან ფეხბურთელს.მესისაც კი ჰქონია ჩავარდნები არგენტინის ნაკრებში,ეს ხდება.ნუ ცდილობთ კვარას ავტორიტეტის შერყევას,ნუ მონაწილეობთ ნაცების ბინძურ თამაშში.
მირო
20 ივნისი 2024 20:43
21
ნუ ნერვიულობ ძმაო, მაგ სასტავმა დიდი ფულები წააგო და იმიტომ აკრიტიკებენ კვარას. საქართველოს მოგებაზე ქონდათ დადებული და კვარას აბრალიან წაგებულ თამაშს.
მე არ ვარ ბოროტი
20 ივნისი 2024 23:58
2
თუ კითხულობს ჩვენ წერილებს ვინმე, გადაეცით რომ ნახევარდაცვამ დაცვიდან გადმოგდებულ ბურთებზე იბრძოლოს. ჩეხებმა ეგრე გაიტანეს. პირველი გოლი ეგრე გავუშვით.
ჰაჰა
20 ივნისი 2024 19:40
2
მაგ გადმოვარდნილ ბურთზე დაასწრეს სწორედ კვარას და გაგვიტანა გულერმა, მანამდე კვარას თავის საჯარიმოში პატარა ბავშვებივით დაატოვებანა ადგილზე ბურთი, არადა თვითონ არის მხოლოდ 19 წლის. ტყუილად არ არის ეგ ბიჭი რეალში. ზოგადად გეთანხმებით , გადმოვარდნილ ბურთებზე თამაში საერთოდ არ ვიცით, აი საერთოდ.
ბს
20 ივნისი 2024 20:57
2
უკვე აღარ ვიცი,ეს ხალხი დაბრმავდა თუ ჰიპნოზის ქვეშ არიან.თურქეთთან წაგებულ თამაშს წარმატებად თვლიან და ეიფორიაში არიან ჩავარდნილები.ახლა ჩეხების "განადგურებას" აპირებენ.
555
20 ივნისი 2024 19:31
14
"უკვე აღარ ვიცი,ეს ხალხი დაბრმავდა თუ ჰიპნოზის ქვეშ არიან"- არც ერთი და არც მეორე, უბრალოდ დაქლევდნენ.
პატივისცემით
20 ივნისი 2024 21:04
9
პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ, რასაც სანიოლი არ იზამს.
ამო
20 ივნისი 2024 19:19
4
:))):))) პირველ ნომრად?:)):)) რა გაძლევს მაგის საფუძველს?:)) ან თუ შეგვიძლია პირველ ნომრად,სანიოლი რატომ არ იზამს,რუსეთის აგენტია?:)):))
Tazo
20 ივნისი 2024 22:03
1
შენ ძმაო ჩეხეთის აგენტი ხომ არ ხარ?? ჩეხებსაც ეგ უნდათ, რომ შენ შეუტიო.
მოდი რა ხან შევუტიოთ, ხან თავი დავიცვათ.
ბებიკომ
20 ივნისი 2024 21:01
2
ნაპოლიში პირველი სეზონის დასაწყისში, ასე ვთქვათ პირველ წრეში რომ იყო ეს ის კვარაცხელია აღარ არის! ის ბიჭი იყო სწრაფი, სხარტი, ერთი-ერთზე ნებისმიერი მცველის მომტყუებელი, ზუსტი-გააზრებული პასები ჰქონდა. მე კი მინდა რომ ახლანდელი კვარაცხელია იმ კვარაცხელიათი შევცვალო მთელი ლივერპული რომ ათრია მოედანზე, მაგრამ ვაგლახ, რომ ეს ის ბიჭი ვეღარ არის. ეს არის ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი, ტლანქი, მოუხეშავი, დრიბლინგი არ უვარგა, დასარტყმელ პოზიციაზე ვერ გადის, კარშიც ვერ ურტყამს... ნეტა ყველაფერი ეს მელანდებოდეს!
aburjga
20 ივნისი 2024 19:15
10
მშვიდად იყავი მეგობარო და გული დაიწყნარე, ნამდვილად გელანდება ეგ ყველაფერი. კვარა ისევ ის კვარაა და ამ სეზონში კიდევ უფრო მეტად გაზრდილი, დახვეწილი და ჩამოყალიბებული. წინა სეზონში არავინ იცნობდა და ახლა როცა 4 კაცი ფეხზე აზის თან გუნდიც უკბე წყალწაღებული ყავს ნაპოლის სახით მაინც ახოხა მცველები ასე რო სჯობს ჰალუცინაციების აქ წერას მოეშვა
qopako
20 ივნისი 2024 23:50
2
კარგი ფოტოა ეგრე უნდა იყოს ხვიჩა დაყენებული...საჯარიმოსთან 3-4 შეხებას ვინ გაცლის საქართველოს ჩემპიონატი კი არაა ევროპისაა
ვასია
20 ივნისი 2024 19:03
8
ერთი ადგილი დააყენეთ თორე დაგაყენებთ როგორც საჭიროა თქვენ
Ustabashi
20 ივნისი 2024 19:38
9
კარგ ფოტოს განახებთ თქვენ.. მაგაზე უარესად იქნებით ხვიჩას წინაშე დაყენებული
tqveni Ustabashi
20 ივნისი 2024 19:37
9
მგონი ძალიან ზედმეტ მოლოდინებს ვიქმნით. თურქებს უამრავი მომენტი შევაქმნევინეთ, ძელი, გოლი თამაშგარედან (ბეწვის ხიდზე გავიარეთ), მამარდას მოგერიებული 100% საგოლე დარტყმა თურქის თავურის შემდეგ, ასევე მეორე ტაიმში ჩვენს საჯარიმოში თურქები ვერ გაერკვნენ კარგად, ბურთს ვერ მოარტყა წესივრად, პლიუს დვალის მიერ საგოლე პასის ჩაჭრა. კი ჩვენც გვქონდა მომენტები, მაგრამ ობიექტურად დაგვჯაბნეს, თან მაინც ვფიქრობ თურქეთი დიდი ვერაფერი გუნდია და ეს მერვედფინალშივე დამტკიცდება. ჩვენს ნაკრებს სწორედ ჩეხეთის მსგავს ძალისმიერ და ორგანიზებულ გუნდებთან უფრო უჭირს თამაში ვიდრე საკმაოდ ემოციურ თურქებთან. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
ირაკლი
20 ივნისი 2024 18:45
4
უკეთეს ხვიჩას მშვენივრად ათამაშებული აზაროვი სჭირდება, მაგრამ იმას თურმე ვერ გაურკვევია - მცველია თუ თავდამსხმელი ( შახტარში აუხსნეს როგორღაც, მაგრამ ნაკრებში ერთი კაცი არ გამოჩნდა მაგის ენაზე მოსაუბრე) და რა გინდა, რომ ქნა?!...
დდდ
20 ივნისი 2024 18:45
6
ანზორ მექვაბიშვილი და თვეების უთამაშებელი კვირკველია საუდის არაბეთის ბოლო ადგილოსანი გუნდის წევრი რომელიც უკვე ასაკშია და ბათუმის დინამოს ფეხბურთელი რომელიც მცველი საერთოდ არ არის მგონი ჯობდა გველესიანი აზაროვი და არაბიძე ყოფილიყვნენ ამ სამი ფეხბურთელის ნაცვლად. ნუ გამოხტებით ეხლა სანიოლზე უკეთ იცი ფეხბურთიო? ვიცი ქართული ფეხბურთი სანიოლზე უკეთ და დარწმუნებული ვარ სანიოლზე ნეტ თამაშებს ვუყურებ ქართველების მონაწილეობით .
ტოტტი
20 ივნისი 2024 18:20
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული