ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის და ჩეხეთთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა:
"კიდევ ერთხელ მინდა სრულიად საქართველოს, გულშემატკივარს მივულოცო ისტორიული დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე. აჟღერდა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი, აღიმართა ჩვენი დროშა და ყველაზე დიდი ბედნიერება ეს იყო. ემოციური დღე იყო, ამდენი ქართველი გულშემატკივარი და გარემო, რომელიც დორტმუნდში სუფევდა, განსაკუთრებული იყო. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და მთავარ მწვრთნელს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გვეამაყა. ვიყავით ამაყები და ამავდროულად, გულდაწყვეტილები, რადგან შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, არ ასახავდა თამაშის სურათს.
ტურნირი გრძელდება და ფეხბურთელები
სრული კონცენტრაციით ემზადებიან მომდევნო მატჩისთვის. განსხვავებული თამაში გველის. სხვა მოწინააღმდეგე გვყავს, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. რთული მატჩი იქნება, თუმცა ყველაფერი კეთდება, რომ თამაშისგან არა მხოლდო პოზიტიური ემოციები, არამედ შედეგიც მივიღოთ. ქულები და თამაშის მოგება გვჭირდება იმისთვის, რომ დიდი ხანი დავრჩეთ ევროპის ჩემპიონატზე და გავიხანგრძლივოთ ეს არაჩვეულებრივი დღეები".

nakrebi.ge