ლევან კობიაშვილი: შედეგი თამაშის სურათს არ ასახავდა - განსხვავებული მატჩი გველის

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის და ჩეხეთთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა:

"კიდევ ერთხელ მინდა სრულიად საქართველოს, გულშემატკივარს მივულოცო ისტორიული დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე. აჟღერდა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი, აღიმართა ჩვენი დროშა და ყველაზე დიდი ბედნიერება ეს იყო. ემოციური დღე იყო, ამდენი ქართველი გულშემატკივარი და გარემო, რომელიც დორტმუნდში სუფევდა, განსაკუთრებული იყო. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და მთავარ მწვრთნელს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გვეამაყა. ვიყავით ამაყები და ამავდროულად, გულდაწყვეტილები, რადგან შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, არ ასახავდა თამაშის სურათს.

ტურნირი გრძელდება და ფეხბურთელები
სრული კონცენტრაციით ემზადებიან მომდევნო მატჩისთვის. განსხვავებული თამაში გველის. სხვა მოწინააღმდეგე გვყავს, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. რთული მატჩი იქნება, თუმცა ყველაფერი კეთდება, რომ თამაშისგან არა მხოლდო პოზიტიური ემოციები, არამედ შედეგიც მივიღოთ. ქულები და თამაშის მოგება გვჭირდება იმისთვის, რომ დიდი ხანი დავრჩეთ ევროპის ჩემპიონატზე და გავიხანგრძლივოთ ეს არაჩვეულებრივი დღეები".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკებმა რა დამსახურებისთვის დაიჯილდოვეს თავი ღირსების ორდენებით? პრეზიდენტის ადგილზე ამ მავნებლებს ყველას გადავშლიდი.
ვა რა დონეა
16:42 21-06-2024
2
ისევ პოლიტიკა ჩაერთო ფეხბურთში თუ რა მოხდა? კობიაშვილს და სანიოლს ვეკითხები, თქვენ წააგეთ თამაში თურქებთან და აიღეთ პასუხისმგებლობა.
a.n.
10:29 21-06-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული