"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

alt"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

altსაუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 95 /
ვინმემ დაასახელოს ერთი მიზეზი მაინც,თუ რატომ არ თამაშობს ბუდუ ზივზივაძე ევროპის ჩემპიონატზე,გარდა იმ მიზეზისა რომ ის დაბლოკილია მისი ცნობილი განცხადების გამო.
დავითი
23 ივნისი 2024 12:03
14
ეს უნდა კითხოთ მწვრთნელებს და არა კახის, კობიაშვილს და სხვებს. ძაანაც გინდათ, რო პოლიტიკური განცხადებები მოიყვანოთ მიზეზად, რო უფრო დაძაბოთ მდგომარეობა, მაგრამ როგორც ყოველთვის ეგეც ჩაგეფუშებათ ისევე როგორც დანარჩენი სიყალბეებიც!
დავითს
23 ივნისი 2024 13:25
7
კობიაშვილს და კალაძეს რომ აკრიტიკებთ,თანაც ის ხალხი,ვისაც გახსოვთ რა ხდებოდა ადრე ფედერაციაში ცოტა მაინც არ გცხვენიათ? რა დომენტი სიჭინავა და რეზი არველაძე იყო კარგი? რამხელა წინსვლაა ამ ხალხის დამსახურებით ვერ ხვდებით? ბოლო 10 წელიწადში?
Რერო
23 ივნისი 2024 11:57
9
რა დომენტი ცუდი იყო?არ ჩამოიყვანა მსოფლიო დონის მწვთნელები? რა კირკიტაძე და გაბაშვილი ცუდი მენეჯერები იყვნენ?
Გაბო s
23 ივნისი 2024 14:53
6
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თურქეთის ნაკრები აგებს ჩეხებთან და რჩება ჯგუფში. ასეთი ინფორმაციაა ზემოდან, ვისაც არ ჯგერათ არ იცნობთ ჩეხეთის ნაკრებს და არც თურქების სუსტ დაცვას.
ჟორა გაბრიჭიძე
23 ივნისი 2024 11:37
6
გეთანხმებით, ჩეხები აუცილებლად მოუგებენ თურქებს თანაც მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით! ჩეხეთი ერთ-ერთი ყველაზე ათლეტური გუნდია!
aburjga
23 ივნისი 2024 12:02
3
ქარლამა, ბექმეზი და ლუქუმი თქვენს ბაგეთ ამ სასიხარულო უწყებისთვის!
კიდევ თაფლი, მურაბა და ბადაგი
23 ივნისი 2024 11:52
2
ორივე თამაშში ნაჩვენები თამაშისთვის: მადლობა ბიჭებს!

პირველი თამაში: პირველი გატანილი გოლი
მეორე თამაში: პირველი მოპოვებული ქულა
მესამე თამაში: ??????? ??????????

პორტუგალიასთან მოვიგებთ! (ფრეზე თეორიულად გასვლის შანსი: 0.001%)
თქვენ რას ფიქრობთ?
მოწონება ნიშნავს: მოვიგებთ
არ მოწონება: ვერ მოვიგებთ

05.06.2024, უეფას რეიტინგი:
პორტუგალია 7
თურქეთი 9
ჩეხეთი 10
საქართველო 49

ხო, მაგრამ არ გვეშინია!
საქართველო
23 ივნისი 2024 11:36
2
ჩეხეთი თურქეთს გადაუვლის.
ამიტომ თუ ბოლო ადგილზე არ გვსურს დარჩენა, პორტუგალია უნდა დავამარცხოთ.
რეალობა
23 ივნისი 2024 11:36
2
ნაკრების თამაში არ შეესაბამებოდა ევროპის ჩემპიონატის დონეს,ეს იყო ძველი ნაკრები (ბურთის ვერ ამოტანა, უაზრო მოგერიებები, უაზრო დაკარგვები,თამაშის წარმართვის გეგმის უქონლობა) რომელიც მეგონა რომ წარსულს ჩავაბარეთ. არადა ფეხბურთელებს მონდომება არ დაუკლიათ, ვერ ვხსნი ამ ყველაფერს...
Tite
23 ივნისი 2024 11:26
3
ერთი მხრივ შესანიშნავია, რომ მადა გავეზარდა და პრეტენზიებს გამოვთქვამთ. ანუ "მაზანდა მაღლა წავიდა"
მეორე მხრივ აბა სათითაოდ შეადარეთ ჩვენი და სხვების ფეხბურთელები და მერე ვთქვათ რომ ჩვენ გვაქვს მეტი დონე და რესურსი.

ხომ ვიცით, რომ ეგრე არ არის და მწვრთელიდან ვიწყებთ, რომელმაც პირველმა დაალაგე მეტ ბაკლებად გუნდი. ვაისამდე საერთოდ ქაოსი იყო, მაგრამ ვაისიც შეშინებული აყენებდა გუნდს. ახლა გაგვეზარდა მადა და მწვრნელს მლანძღავთ, იმაზე, რაც ადრე სიზმარი იყოს>

ცოტა რეალობა არ გვაწყენდა
დიოგენე
23 ივნისი 2024 11:06
6
უსაშინლეს თამაშს რომ აჩვენებს გუნდი, ასეთ მომენტებზე საუბარი და ერთ ფეხბურთელზე მატჩის ბედის ჩამოკიდება უნამუსობაა. არანაირი ინტერესი არ მაქვს ლობჟანიძის დაცვის. უბრალოდ, რახან ქულა მოვიპოვეთ, უმალ დაგვავიწყდა თუ რა საზიზღრად ვითამაშეთ. ძველი, ტრადიციული ნაკრები დაგვიბრუნდა. ან ჩეხებმა ითამაშეს ძალიან კარგად. დაგვახიეს ბურთი.
odala
23 ივნისი 2024 11:02
10
რონალდუს არასდროს მოსვლია გადამწყვეთ თამაშში ეგეთი მნიშვნელოვანი გოლიი რო ვერ გაეტანოს არავის არ მოსვლია ეგ არისსს გასაგდები გუნდიდან და ვინც ათამაშებს ისიც მისაყოლებელიი...შეიძლება ცარიელ კარში ააცილო უმნიშვნელო თამაშში როცა შენ გიყურებს მთელი ერი და ბერი შენზე ლ9ცულობ შენ არ გაქვს უფლება ეგეთი ბურთი ვერ გაიტანო ხარ მოღალატე!!!!
სიმართლე
23 ივნისი 2024 10:55
24
ბევრჯერ აუცილებია როლანდოს ბურთი! დავიჯერო შენ გინდოდა და ლობჟანიძეს არა? აბა გილიოტინაზე აიყვანეთ და როგორც იცით შენნაირებმა გადაუარეთ!
შენაირ ,სიმართლის მთქმელს რა ვუთხარით?!
23 ივნისი 2024 11:32
7
მოდით არ შევცეთ საბას. როგორ უნდა მოიგო მატჩი სადაც 10 სეივია და 1 კარში დარტყმა? ფრე ჩეხებთან კარგი შედეგია!
goga
23 ივნისი 2024 10:55
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული