"საქართველოსთან როტაციით" - პორტუგალიელთა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა, პირველი ადგილი გაინაღდა და 26 მაისს საქართველოს ნაკრებთან მატჩს ლუზიტანთა გუნდისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. მათმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა RTP 3-თან განაცხადა, რომ "ჯვაროსნებთან" როტაციას მიმართავს:

"თამაში გავაუმჯობესეთ, რაც კარგია. შედეგი კარგია, მაგრამ კიდევ უფრო გაუმჯობესება შეგვიძლია. გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ეიფორია არ სუფევს. ვფიქრომ, მეტ ფეხბურთელებს უნდა მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. მოსამზადებელ ეტაპზე ყველამ დაამტკიცა, რომ ბრძოლისათვის მზად არიან და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მათი დრო დადგა.

ეს არ იქნება
რევოლუცია. არ მიყვარს ეს სიტყვა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც სასტარტოში დაყენებას იმსახურებენ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სრულყოფას. ჩეხეთთან სხვადასხვა სიტუაციების გამო გაგვიჭირდა, თურქეთთან კი უკეთესად გავისარჯეთ".

მკითხველის კომენტარები / 18 /
ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს , დიდი მადლობა თითოეულ მათთაგანს ნაკრების სრულ სამწვრთნელო შტაბს, დარწმუნებულივარ მოვიგებთ პორტუგალიასთან დიდიება საქართველოს.გამარჯვება ჩვენ ჯვაროსნებს .
სამსონი
25 ივნისი 2024 02:51
0
ჩემი აზრით შანსი ნამდვილად გვაქვს. როცა იმაზეა საუბარი პორტუგალიის მეორე შემადგენლობა ძალიან მოტივირებული იქნება ეს ჩვენთვის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. ასეთი მოტივირებული ფეხბურთელები ხშირად ეგოისტურად მოიქცევიან და საკუთარ თავზე ეცდებიან კონკრეტულ სიტოაციებში თამაშის აღებას თავის გამოჩენის მიზნით. რაც ხშირ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილებებით დასრულდება. ჩვენმა ბიჭებმა რაც შეიძლება უნდა შეამცირონ მსგავსი სიტოაციები ჩვენი შეტევის დროს. უნდა გავიდნენ და ითამაშონ ფეხბურთი ყოველგვარი დაძაბვის და შედეგების გათვლის გარეშე. მჯერა დადებით შედეგს მივაღწევთ. ოღონდ მართლა მჯერა. დიდება საქართველოს.
აკო
24 ივნისი 2024 13:33
0
გავიხსენოთ, რომ უმოტივაციო ესპანეთის გუნდი გაცილებით დაბალი დონის ნაკრებით დავამარცხეთ საკუთარ მოედანზე. ბურთი მრგვალია ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წარმატებას, 3 ქულის მოპოვებას ვუსურვებ ჩვენ მებრძოლ ბიჭებს. ღმერთი თქვენკენ ბიჭებო!
გაიოზ გოშაძე
24 ივნისი 2024 12:17
1
პირველი გუნდი არის აწყობილი მექანიზმი, სადაც თამაშის დროს გაკეთებული შეცვლები აძლიერებს გუნდს, მაგრამ არ მეგულება ნაკრები, რმელიც მეორე შემადგენლობას დააყენებს და ის ისეთივე აწყობილი მექანიზმი იქნება, როგორიც პირველი გუნდია. მისი ნახევარი კი იქნება.
ჟორა
24 ივნისი 2024 11:04
0
ანუ 26 მაისს გვაქვს პორტუსთან თამაში?! მოვლენებს ხო არ გავუსწარითსავით :დ
vaxushta
24 ივნისი 2024 10:22
3
30 მილიონის გამო ძირითადად შემადგენლობასაც მოუგებდა კაცი დუბლებს კიარა .
დევკალიონი
24 ივნისი 2024 01:03
1
მეორე შემადგენლობა მაინც მეორეა რაც არ უნდა რონალდოზე უკეთესები ყავდეთ-აქ საქმე გუნდურობაშია.
ანუ ის გუნდური მექანიზმები -კოლექტიური ართმევა-სწრაფი გადასვლა,გუნდური სწრაფი კომუნიკაცია როცა გუნდმა იცის ბურთი სად უნდა მივიდეს ასეთი რაღაცეები მეორე შემადგენლობას არა აქვს და რა გვინდა ფლეიოფში თუ პორტუგალიის გასახალისებლად შემადგენლობას ვერ ვუგებთ?
გულიც არ უნდა დაგვწყდეს მაშინ,ამ ეტაპზე ეს ყოფილა ჩვენი ძალა.
ოღონდ არა პესიმისტური ნოტაზე.
ევროს მერე კაშია,კვირკველია,კვეკვე,ქვილითაია უნდა ჩაანაცვლონ ახალმა ბიჭებმა.
იგივე ლაცაბიძე რომელსაც შახტარში აქებენ-უნდა მოხვდეს ძირითადში ჯერ შახტარში და მერე ნაკრებში.
საზონოვმა და გელაშვილმა რამე უნდა ქნან და სხვებსაც ველოდებით.
ბაიერნის ახალგაზრდა ქართველს,ავსტრიაში როა განათხოვრებული.
მსოფლიოს შესარჩევზე უკვე გამოცდილი გუნდით ვიქნებით +რამდენიმე ახალგაზრდა.
ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი არ მთავრდება.
ახლა მაინც შეკოწიწებული გუნდი გვყავს.
მომავალი კიდე ჩვენი უნდა იყოს
Levani
24 ივნისი 2024 00:24
1
გიქებ ცოდნას და ანალიზს
მერაბ გ.
24 ივნისი 2024 10:39
0
მოიცათ კაცო, ვერ გავიგე. თქვენ ეხლა პორტუგალიელთა დუბლშემადგენლობისაც თუ გეშინიათ, მაშინ აღარ ყოფილა ჩვენი საშველი. ეს იცით რამხელა შანსია? ჩრდ. მაკედონიასთან რო გვქონდა თბილისში და აუცილებლად რო უნდა მოგვეგო. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უკეთესი გუნდი გვყავს და ხვიჩამაც დროა გაიღვიძოს. ორ გოლს მარტო მაგისგან ველოდები. დანარჩენებიც ალბათ მიამატებენ და ხელს დავუქნევთ ჯგუფში ჩარჩენილ პრეზიდენტისგან თვალებდაკოცნილ თურქ მეზობლებს.
თედო პაპა
24 ივნისი 2024 00:18
3
პორტუგალიის სათადარიგო ფეხბურთელებს დასამტკიცებელი აქვთ და ძალიან მოინდომებენ. მაგრამ ვაი რომ სათადარიგოები არიან და კლასით მაინც ჩამორჩებიან ძირითადის თერთმეტეულს. ხდება ხოლმე სასწაულები და ამის იმედი მაქვს. ყველა შემთხვევაში მადლობა ნაკრებს იმიტომ რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშამდე ვინარჩუნებთ ფლეიოფში გასვლის შანსს.
იბრუხ მართალი
23 ივნისი 2024 21:07
2
მაგ ლოგიკით, ჩვენც მე-2 შემადგენლობას დავაყენებთ მეტი მოტივაციით მოვუგებთ.
გიზოგ
24 ივნისი 2024 12:20
0
თუ არ გინდათ მესი, მესის ძახილით გავაცილოთ რონალდუ მოედნიდან, დაგვითმეთ თამაში და სულ რონალდუს ვენაცვალეთი გაგაცილებთ მოედნიდან.დდდ
რრრ
23 ივნისი 2024 21:02
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული