დადასტურდა - კრიშტიანო რონალდო საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა საქართველოსთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მან დაადასტურა, რომ გუნდის ლიდერი და კაპიტანი კრიშტიანო რონალდო აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მისივე თქმით, მეკარის პოზიციაზე როტაცია არ უყვარს და ამიტომ კიპერი კვლავ დიეგო კოშტა იქნება, მოედანზე გასული ფეხბურთელები კი, მოტივაციის უქონლობის მიუხედავად, მოსაგებად იბრძოლებენ.

პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და ჩვენს გუნდს ჯგუფური ეტაპის დასაძლევად გამარჯვება ესაჭიროება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
რამ გაგაბოროტათ რამ გადაგრიათ ხალხო რა ფეხი მოტყდეს ავადმყოფები ხართ ვინც ასეთ რაგაცეებს ლაპარაკობთ
Giorgi
01:30 26-06-2024
7
კარგია ერთი კაცით ნაკლები იქნებიან. მაგას გოლი ისე უნდა პასსაც არ მიცემს არავის
soso
02:19 26-06-2024
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული