"საქართველოს დღეს სასწაული გაამარჯვებინებს? გეტყვით, რაც არის საჭირო..." - ჯანაშია საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ Metarings.ru-სთან საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვილი სანიოლის გუნდს მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არა სასწაული, არამედ იღბალი ესაჭიროება.

"საქართველოს ჯგუფიდან მხოლოდ სასწაული თუ გაიყვანს?! - რატომ სასწაული? ამაში ქართველებს კარგი თამაში და იღბალი დაეხმარებათ.

როგორც თავად ნახეთ, წინა თამაშებში ბედი არ გვიღიმოდა, ბევრი მომენტიდან გოლი არ გავიდა. იღბალი გვჭირდება და ამის გარეშე დღეს წარმატების მიღწევა რთულია. საქართველოს დღეს უნ
და გაუმართლოს.

კარგია, თუ კრიშტიანო რონალდო ძირითადში იქნება. ის ახლა ისეთ უეცარ და დამაბნეველ მოძრაობებს ვეღარ აკეთებს, რომ ჩვენი მცველები ვერ გაუმკლავდნენ", - თქვა ჯანაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ზაზა ჯანაშია მოსკოვის ლოკომოტივიდან გააგდეს, თბილისის ლოკომოტივიდან გააგდეს, საქართველოს ნაკრებიდან გააგდეს, ზუგდიდის მენეჯერი იყო და ჩაწყობილი თამაშებში ამხილეს და გააგდეს.

ამან იცის რა არის საჭირო?

რუსეთუმეების სატლიკინო არ არის და ნუ ეტენებიან.
დააT
19:23 26-06-2024
18
გენას
ალბათ შენ არ იცი მაგის ისტორია.
ჯანაშია 18 წლის უმაგრესი იყო,მარადონა იყო,ქინქიზე ძლიერი იყო,მაგრამ უტვინო და უდისციპლინო.
მაშინ სამტრედიაში თამაშობდა და მსაჯის ცემისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
არადა მაშინ ყველა ჩემდა მსაჯს,მსაჯს თუ არ ცემდი უბანში პატივს არ გცემდნენ.
ხოდა გააფუჭეს,ერთი წლის მერე დაბრუნდა გასიებული შენელებული,ერთი თამაში ითამაშა სამტრედიაში სანამ ლოკომოტივში გადავიდა და არც არავის არ დაწყდა გული მაგის წასვლაზე.
მერე იქ კლასით თამაშობდა,მაგრამ ის ჯანაშია არასდროს არ ყოფილა რაც დისკვალიფიკაციამდე იყო.
ტიპი სვამდა,ეწეოდა,გულაობდა და მაინც თამაშობდა თავის სამყოფს.
მოსკოვების კაცი იყო და არის კიდეც,მაგრამ ისე ხო შეიძლებოდა მაშინდელ ფედერაციას არ გაეფუჭებინა,მიეცათ სამთამაშიანი და ფულადი ჯარიმა,ან პანღურებით დასჯა,ან რა ვიცი,რა ვიცი.
ფაქტია რომ საქართველოს კიდევ ერთი დაკარგული ფეხბურთელია
Levani
13:55 26-06-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული