პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა
„ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია
გოლი: კვარაცხელია (2)

მკითხველის კომენტარები / 6 /
დახაზა, დახაზა თავისი ბანძი კუმირი გააცილა უგოლოდ, ბრავო ხვიჩა
ზაკო
27 ივნისი 2024 00:25
0
ვაიმე კვარა რა მომენტი ვერ გამოიყენე??49 წუთზე
გიო
27 ივნისი 2024 00:09
1
ლოჩოშვილი ხორცმეტივით დგას ფლანგზე ამხელა 2 მეტრიანი კაცი სწრაფ ფეხბურთელს უდგას მაგარია ვერაფერს იტყვი. კაკაბაძესაც ეტყობა დაღლა და მიქაუტაძესაც, იმედია მეორე ტაიმში გოლის გაშვებას არ დაელოდება ეს ფრანგი მუსიე ვილი და გაანძრევს ტვინს დასვენებულ ბიჭებს დაახმარებს
roni
27 ივნისი 2024 00:00
9
ჩაკვეტაძე იმის 10% არ არის რაც იყო ადრე, ორჯერ არ მისცა კვარას პასი არა და კარგი შეტევა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო, კიტეც საერთოდ არ ჩანს მოედანზე, მამარდა და დაცვა მთლიანად ყოჩაღ, კვარა მგელი გვყვავს, ბურთი თუ მიიღო თავის საყვარელ პოზიციაზე კიდე გაუტანს, 45 წუთი ალბათ მთელ საუკუნედ გადაიქცევა ეხლა, უნდა გაძლოთ ბიჭებო, უფალი თქვენთან არის
მამუკა
26 ივნისი 2024 23:57
0
კონტრშეტევება რომ კარგად ვასტულებდეთ ეხლა 2-0 მაინც იქნება
გიო
26 ივნისი 2024 23:56
0
……1 ტაიმების შემდეგ 7 ქულა გვექნებოდაა….ეეეეხ 2 ტაიმები..
მდააა
26 ივნისი 2024 23:51
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული