რობერტო მარტინესი: საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან 0:2 დამარცხების შემდეგ პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა:

"შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ. გოლი მალე გავუშვით, რაც ასე სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ, გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით და მათ ამით თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

ჩვენ დაცვის სტრუქტურაზე ვიმუშავეთ, გვსურდა, მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. გოლის ადრე გაშვებამ ჩვენს რწმენაში ეჭვი შეიტანა. რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, რათა მერვედფინალისთვის მოემზადონ. VAR-ი არათანმიმდევრული იყო. საქართველომ ძალა და ენერგია აჩვენა. მეტი ინტენსივობა გვჭირდება. ეს იყო მატჩი, სადაც
საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა!"

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" პორტუგალიასთან მატჩში?

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

altუზადოდ შეასრულა - მიქაუტაძემ პორტუგალიასთან სხვაობა გაზარდა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
კაი კაცი ხარ რობერტო, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს, ჩვენთვის თითქოს ევრო მოგვეგოს ეგრეა ეგ გამარჯვება, თქვენ კიდე არც არაფერი დაგაკლდათ ამით
მამუკა
01:58 27-06-2024
2
დიახ ამ ბიჭებმა აჩვენეს მსოფლიოს ქართული ძალა..ღირსებაც და თავდადებაც..ყოველი ერის დიდი გამარჯვება ამ პრინცილებიდან იწყება..მადლობა ნაკრების ყველა წევრს..ყველა 100 პროცენტით დაიხარჯა..მათვე ასწიეს თამასა მაღლა და ჩვენც მეტს ვითხოვდით..ვაკრიტიკებდით კიდეც..რადგან მაქსიმალისტები ვართ..მაგრამ გვაპატიონ და კიდევ ერთხელ მადლობა ამ უდიდესი სიხარულისთვის..გამარჯვებით ევლოს ყველა ქართველს..დიდება საქართველოს..
კიეზა
01:52 27-06-2024
1

სიახლეები პოპულარული