"რა დარიგება მივეცი მატჩის წინ ფეხბურთელებს? მათ ვთხოვე, რომ..." - ვილი სანიოლმა გაამხილა, რა უთხრა "ჯვაროსნებს" პორტუგალიასთან შეხვედრამდე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია (2:0) დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

"ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა UEFA-ს ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ფეხბურთელების მატჩისწინა ატმოსფეროზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოთამაშეებს სთხოვა, რომ ისე ეთამაშათ, როგორც ამას 16-17 წლის ასაკში აკეთებდნენ.

"სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს, ბიჭებს რა ვუთხარი. მაგრამ გზავნილი ასეთი იყო - ითამაშეთ თქვენი ფეხბურთი, იყავით დისციპლინირებულები როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე. მათ ვუთხარი, რომ ეთამაშათ ისე, როგორც 16-17 წლის ასაკში აკეთებდნენ, ყოველგვარი ფიქრის გარეშე. ვფიქრობ, მათ ყველაფერი
ბრწყინვალედ შეასრულეს და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია, თუმცა ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ, ვამაყობ იმით, თუ როგორ წარმოაჩინეს საქართველო განვლილ სამ შეხვედრაში", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altვილი სანიოლი: ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს - ფედერაციამ ბევრი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 10 /
სულ რამდენიმე დღის წინ, ამ კაცს ფაქტიურად "გათახსირებული" უწოდა ბევრმა. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე აბრალებდნენ, რომ შემადგენლობას თავად კი არა, თურმე ჩვენი მართლაც გათახსირებული მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსები ადგენენ. დანარჩენმა გათახსირებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აიტაცეს ეს ამბავი და გათახსირებული გზით პოლიტიკური ქულების დაწერა დაიწყეს.

სანიოლმა წყენა ვერ დამალა. როგორია? ვიღაც მამლაყინწებმა, აგური აგურზე რომ არ დაუდიათ და ნაკრებს საბერძნეთის მერე უყურებენ, გათახსირებული გიწოდონ??

ბუდუმ და მისმა გარემოცვამ ივაჟკაცეს, არ აყვნენ გათახსირებულების პოლიტთამაშებს.

სამართლიანობა და კაცობა მოითხოვს სანიოლს ბოდიში მოვუხადოთ!!! რადგან კითხვაზე ყველა პასუხს მისი გაწვრთნილი გუნდის შედეგები სცემს.

მადლობა და ბოდიში ზოგი ჩემი თანამემულეების გამო ვილი!
სამართლიანობისთვის
18:20 27-06-2024
5
სად ხართ პროფესორებო?!!! არაფერი გაქვთ სათქმელი?!!!!!!
ნუგზარი
19:35 27-06-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული