დიუსელდორფში კვარაცხელია "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდა - ეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იყო

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასთან და მის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შესახვედრად გაფრინდნენ.

მიზანი კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებაა და მას წლიურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუმცა პსჟ მზადაა, ხვიჩას გაცილებით მეტი გადაუხადოს.

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეხვედრა დიუსელდორფში შედგა, ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა, ეს მოლაპარაკებების მხოლოდ პირველი რაუნდი იყო, თუმცა ქართველმა "ნაპოლის"
მიმართ თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, რაც კლუბის ხელმძღვანელობას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

ფიფას აგენტმა გაბრიელე ჩიონომ რადიო 1 Station-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველის წასვლის შანსი არსებობს, რამეთუ დიდი ევროპული კლუბი იწვევს და მისი შეცვლა ფედერიკო კიეზას შეუძლია.

"ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე კატეგორიულად მოითხოვს "კვარას" დატოვებას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
zura222-ს

ვითომ კვარას მხარდამჭერი ხარ და ძალიან წუხარ. შენ წერდი რომ ჩვენი ბიჭები ყველა თამაშს წააგევდნენ. შენ არც ქართველი ერი გიყვსრს და არც ნაკრები. თესავ ნიჰილიზმს და ზიზღს აქ, შენ ხარ მტერი საქართველოსი. ახლა წამოყავი თავი ვითომ ძალიან წუხარ კვარაზე. საქართველო ჯგუფიდან გავიდა და შენ გულის გასახეთქად ყველა თამაში არ წააგო. დაიბოღმე ახლა და გასკდი შურით.
შემოკედლებულ მტერს რააა?
21:44 27-06-2024
1
ფიფას წესებით ფეხბურთელს ცალმხრივად შეუძლია კონტრაქტის დარღვევა. ამისთვის დაედება ფინანსური სანქცია, რომელიც ტოლია არსებული კონტრაქტით გათვალისწინებული მისაღები თანხისა და სპორტული სანქცია(თუ გუნდი მოითხოვს) ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც არ ეხება ეროვნულ ნაკრებს.კვარას გადასაწყვეტია-ოთხი თვე დაისვენოს და მოცილდეს ამ სოვდაგარს თუ სამუდამოდ მისი მონა იყოს.
მირიან
22:43 27-06-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული