დე ლაურენტისი "კვარას" დილაუთენია ეახლა და ორი საათი ესაუბრა

AutoSharing Option
იტალიური მედია დეტალურად გადმოსცემს "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე მიღწეულ წარმატებას და აღწერს, თუ როგორი სიხარული სუფევს ამჟამად საქართველოში. ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან დიდებულმა თამაშმა და ნამატჩევს მისმა Rai Sport-თან ნათქვამმა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა "ნაპოლიში", იმდენად დააფრთხო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომ მეორე დილით 7 საათზე გადაფრინდა გერმანიაში და თან სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი იახლა.

დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ შეხვედრა დიუსელდორფის აეროპორტის მახლობლად სასტუმროში შედგა, ორ საათს გასტანა
და პოზიტიური შედეგი გამოიღო.

ANSA-ს მტკიცებით, მინი-სამიტზე კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ.

"რეპუბლიკის" ცნობით, შეხვედრამ დადებითი შედეგები გამოიღო, რადგან საკმაოა ფეხბურთელის პსჟ-ის მიერ გადაბირების საშიშროება და მხარეები მოლაპარაკებებს ევროპირველობის შემდეგ განაახლებენ.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც "კვარას" გუნდის პროექტში ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს და ქართველს ვერ შეელევიან.

ამასთან დაკავშირებით რადიო Marte-ს ეთერში ჟურნალისტმა ენრიკო ფედელემ ისაუბრა: "წარმოგიდგენიათ, "ნაპოლის" ოთხი ხელმძღვანელი გერმანიაში ხვიჩასთან სასაუბროდ ჩავიდა. ამ სიშორეზე ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად წავიდნენ. წინასწარი შეთანხმება რომ არ ჰქონოდათ, არ გაემგზავრებოდნენ. ასეთ საკითხებში საკმაო გამოცდილება მაქვს, ვიცი, ადრე შეცდომები იქნა დაშვებული, ეს ცუდი მმართველობის შედეგია, ზოგიერთი დეტალი კონფიდენციალურად უნდა დარჩეს, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი და მთავარი კვარაცხელიასა და დი ლორენცოს გუნდში დატოვებაა".

მკითხველის კომენტარები / 38 /
ისეთი საუბარი შედგა ომარი რომ ეხვეწება დაჭრილ ტონი მონტანას
ნაიარევი სახე
28 ივნისი 2024 10:04
4
გაუგებარია რატომ არ გწყინდებათ ასეთი სისულელეების წერა? ხვიჩამ და მისმა აგენტმა გასაგებად განაცხადეს, რომ ევროს თამაშებზე არიან კონცენტრირებული და ხვიჩას მომავალზე არავისთან არ აწარმოებენ მოლაპარაკებას. თქვენ კი იმეორებთ ვიღაცის დაწერილ სისულელეს, რომ ლავრენტი დიუსელდორფში ჩავიდა, აეროპორტის სასტუმროში ხვიჩა გამოიძახა და 2 საათი ესაუბრა. ეს რომ მომხდარიყო ხვიჩას ამისთვის ნახევარი დღე გაუცდებოდა, რის უფლებასაც მას არც ბატონი სანიოლი მისცემდა და არც საკუთარი სინდისი.
ჟორა გაბრიჭიძე
28 ივნისი 2024 09:42
8
იტალიური პრესა წერს მეგობარო ჩვენ კი არა! რა ჰქვია არ გვწყინდება,თემა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის!
kaxa
28 ივნისი 2024 10:24
3
არანაირი ხელფასის სანაცვლოდ არ უნდა დარჩეს ნაპოლიში. ერთი კი არა შეიძლება 2 სეზონიც ვერ ითამაშოს ევროტურნირებზე. არადა შემოდგომიდანვე აქვს შანსი ჩაებას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ხვიჩა კი არა, მარადონაც რო წამოდგეს, მაგ გუნდს დიდი ხანი არაფერი ეშველება. ცოცხი ორჯერ არ ისვრის, ერთხელ შეიძლება შემთხვევით მართლაც გავარდეს. წადი ხვიჩა, წადიიიი.
გაიგე ანზორი?
28 ივნისი 2024 09:23
3
კონტრაქტის შეწყვეტა არის რთული პროცესი. აქ ზოგიერთები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
ვისაც სიმართლე გაინტერესებთ, ეს წაიკითხეთ.
https://www.easportslaw.com/news/terminating-a-contract-between-football-club-and-a-player
რეალობა
28 ივნისი 2024 09:21
2
თუ არ გჯერა, მაშინ ეს წაიკითხე
https://www.easportslaw.com/news/unilateral-termination-of-a-football-players-contract
თეორეტიკოსი
28 ივნისი 2024 16:30
1
საპატიო მიზეზით კონტრაქტის გაწყვეტას რას მიადექი მერე, ან ვინ გითხრა, რო საპატიო მიზეზით გაწყვეტაზეა საქმე ??

კონტრაქტი გაწყდება მარტივად "ცალმხრივი გაწყვეტა მიზეზის გარეშე", დანარჩენი სტანდარტუკად: მცირე კომპენსაცია გუნდს და მცირევადიანი დისკვალიფიკაცია
თეორეტიკოსი
28 ივნისი 2024 16:26
1
ჯუღელია ხვიჩას ნაპოლისთან ასეთი პრობლემების თავი და თავი,ამანაც და ზურიკომაც უნდა მოიშორონ თავიდან ეგ არსება,მშვენივრად გაუძღვებიან თავიანთ კარიერას აგერ მამა ყოფილი ფეხბურთელი ყავს და არა მგონია რამე შეეშალოს
ალიკა
28 ივნისი 2024 09:17
4
ლაურენტისი როგორც ჩანს ძალიან გამწარდა,მთელი თავისი ამალით ეახლა ხვიჩას. არადა 10 დღის წინ ნაპოლის ოფიციალურმა გვერდა ძალიან მედიდურად განაცხადა მამების და აგენტების საქმე არაა სად წავა კვარაო, მას ჩვენთან აქვს 3 წელი კიდევ კონტრაქტიო. ფაქტიურად დატუქსა კვარას მხარე. თუმცა მათ ბოლომდე ვერ გათვალეს ვისთან ჰქონდათ საქმე. ხოდა მამების შემდეგ კვარა გადავიდა შეტევაზე და აგრძნობია რომ არც მასე მარტივადაა საქმე და არც მასეთი უვიცები არიან. იმედია ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს და კვარას გუნდი არ შეუშინდება ნაპოლის მუქარას და მიირებს მათვის სასურველ შედეგს. ან ბევრად გაზრდილ ხელფფასს ან პსჟ ში ტრანსფერს.
Რერო
28 ივნისი 2024 08:51
3
კვარა არ უნდა წამოეგოს ამ სოვდაგრის ხრიკებზე. უნდა დატოვოს გუნდი. ლაურენტისი ცაიტნოტშია.თუ კონტრაქტი არ განაახლა, ხვიჩას ყოველგვარი სანქციის გარეშე შეეძლება ერთ წელში დატოვოს ნაპოლი(ე.წ.ბოსმანის წესი), უბრალოდ გადაიხდის 2,8 მილიონს.ან ახლავე გაწყვიტოს და 2,8 მილიონთან ერთად დაედება სპორტული სანქცია-ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია.სამაგიეროდ ლაურენტესი პრაქტიკულად ვერაფერს მიიღებს(სად 110 და სად 2,8 მილიონი).
წესით ის დაცინვა და დამცირება რაც ხვიჩას შეხვდა ნაპოლისგან(იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს 2,6 მილიონ ხელფასს რომ თავაზობდნენ და ისე თითქოს დიდ მოწყალებას სჩადიოდნენ) ასე უბრალოდ აარ უნდა გაატაროს.
მირიან
28 ივნისი 2024 08:16
4
მეგობარო, ,,ბოსმანი წესი” რა შუაშია ხვიჩასთან ? ტიპს ამჟამინდელი ხელშეკრულება უმთავრდება 2027 წელს… რა კავშირშია აქ ბოსმანი… ნუ ატყუებთ ხალხს და შეგყავთ შეცდომაში
გივიკო
28 ივნისი 2024 09:00
8
ეს ჯუღელს მიაწვდინო იქნება მეგობარო. არამგონია იცოდეს, არანაირი პიროვნული შეურაცხყიფა, უბრალოდ მგონია რომ არ ესმის ევროპული ფეხბურთის ,,მაფიები” და პოსტ საბჭოთა სივრცეშია ძლიერი, პერეგავორებში
ქქქ
28 ივნისი 2024 08:56
6
კარგი ვიდეო. გუტი კვარას შესახებ
https://youtu.be/9Hcw8Kz13bE?si=Uvlvz_7eGoY0ab1V
რეალობა
28 ივნისი 2024 04:45
1
გუტის საუბარი ჟურნალისტთან:
- კარგი ბიჭია.
- კი, კი. ძალიან კარგი ბიჭია. ცოტა გაბრაზებული ვარ ხვიჩაზე.
- რატომ?
- შემპირდა, რომ მაისურს მომცემდა, და დღესაც არ მაქვს მისი მაისური.
- გამოაგდებს ესპანეთს ევროდან და საქართველოს ნაკრების მაისურს გაჩუქებს. გამოართმევ?
- კი! სიამოვნებით ჩამოვკიდებ სახლში მის მაისურს.
რეალობა
28 ივნისი 2024 08:55
2
აურელიომ იცის, რომ ევროზე უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს საქართველო და ხვიჩას ფასი ასტრონომიული გახდება.
რეალობა
28 ივნისი 2024 04:43
2
მაგ გაიძვერა ლავრენტას ხვიჩა იქ არ ყავდა გერმანიაში რომ არ ჩასულიყო? თუ შეიტანენ გამოსასყიდ თანხას რა მნიშვნელობა აქვს პსჟ მაინც გადაიხდის. ლავრენტას გონია ჯგუფიდან გასვლაა საქართველოს მაქსიმუმი და ამიტომ აჩქარდა. კომპიუტერსაც ბევრი სლეობა ეგონა მაგრამ ნაგავზე მოისროლეს და ლავრენტაც მოსასროლია. ჩვენს ლომებს ზღაპარში ვყვართ და ძალიან გაუტკბათ ვიცი. ხოდა მერე რამე რომ იყოს პსჟ ყველანაირ თანხის გადამხელი იქნება. მგონი მაქვს ფანტაზიის უფლება, ბიჭებმა ამის იმედი მომცეს.
G.LA
28 ივნისი 2024 04:27
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული