გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და საქართველოს ეროვნული გუნდი შეაქო.
"უნდა დაუბრუნდეს თუ არა ტურნირი 16-გუნდიან ფორმატს? მე ასე არ ვფიქრობ. პატარა ქვეყნებისთვის ასეთ დიდ ტურნირებზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ეს ყოველთვის საინტერესოა. ერთ-ერთი მაგალითი საქართველოა. ისინი ყოველი თამაშის შემდეგ სულ უფრო და უფრო უკეთესები ხდებიან. ეს წარმოუდგენელია. ეს განსაკუთრებული ტურნირია და თავისი შინაარსით კარგია", - განუცხადა ნაგელსმანმა Sky Sport Germany-ს.
არ დაგვავიწყდეს, რომ სამივე თამაში მეორე ნომრად ვითამაშეთ. საუკეთესოები ასე არ თამაშობენ.
საბერძნეთ 2004-ს უფრო ვგავართ, რომლის სტილიც ბევრ ქართველ გულშემატკივარს არ მოსწონდა.